ბარსელონას ტესტების ბოლო დღეს წინასწარ უწოდეს - "ჩემპიონების დღე"
ბარსელონას ტესტების ბოლო დღეს წინასწარ უწოდეს - "ჩემპიონების დღე". მსოფლიოს ექვსი ჩემპიონიდან, რომლებიც წლევანდელ ჩემპიონატში იასპარეზებენ, ხუთი ასრულებდა სეზონისთვის მზადების პროგრამას. ტრასაზე მხოლოდ ჯენსონ ბატონი ვერ ვიხილეთ, რომელმაც ბოლიდი ლუის ჰემილტონს გადაულოცა.

დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. გუნდები ასრულებდნენ ტექნიკური სიახლეების შემოწმებას, პარალელურად ოპტიმალურ კონფიგურაციებს ეძებდნენ სეზონის პირველი გრანპრისთვის.

ჩემპიონ "რედ ბულს" სირთულეები შეექმნა. დღის დიდი ნაწილი სებასტიან ფეტელმა ბოქსებში გაატარა - წინა ანტიფრთისა და გაუმართავი გადაცემათა კოლოფის გამო. შესვენების შემდეგ გერმანელი მხოლოდ სესიის დასრულებამდე ათი წუთით ადრე გავიდა ტრასაზე, მაგრამ საბოლოო ოქმის ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია.

"მაკლარენში" წინა დღეს წარმოქმნილ პრობლემებზე მუშაობდნენ და მეორე სესიაში ლუის ჰემილტონმა პირველმა გადალახა 100-წრიანი ზღვარი.

"ფერარიში" ახალი გრაფიკით მუშაობდნენ - ფერნანდო ალონსომ 6-10-წრიანი საშუალო წრეების სერია გაიარა და საერთო ჯამში სოლიდური დისტანცია დაფარა. მსგავსი სცენარით მოქმედებდა მიხაელ შუმახერი, კიმი რაიკონენმა კი დღისით რბოლის იმიტაცია გამართა ორი პიტსტოპით.

ბევრმა დღე წრეების მოკლე სერიით დაიწყო, აფასებდა მანქანის ბალანსს საწვავის მინიმალური რაოდენობის შემთხვევაში. შესვენების შემდეგ გუნდები უფრო გრძელ სერიებზე გადაერთნენ. რამდენიმე პილოტი რბოლის იმიტაციას მიმართავდა, როცა კამუი კობაიაშის მანქანის ძრავა გამოვიდა მწყობრიდან და ტრასაზე წითელი დროშები გამოფინეს.

საუკეთესო დრო კიმი რაიკონენმა აჩვენა. ფინელმა ეს დრო ჯერ კიდევ პირველ სესიაში დაფიქსირა, როცა "სოფტის" საბურავებით კვალიფიკაციის რეჟიმში მუშაობდა.

ზამთრის ტესტები დასრულდა და შემდეგ ჯერზე პილოტები ერთმანეთს ავსტრალიის გრანპრიზე შეხვდებიან.

IV დღე

1. კ. რაიკონენი (Lotus) 1.22,030 (121 წრე)

2. ფ. ალონსო (Ferrari) +0,220 (115)

3. ბ. სენა (Williams) +0,266 (53)

4. ნ. ჰიულკენბერგი (Force India) +0,282 (101)

5. კ. კობაიაში (Sauber) +0,356 (72)

6. ლ. ჰემილტონი (McLaren) +0,400 (115)

7. ვ. პეტროვი (Caterham) +0,765 (101)

8. მ. შუმახერი (Mercedes) +0,909 (100)

9. პ. მალდონადო (Williams) +1,317 (48)

10. დ. რიკარდო (Toro Rosso) +1,363 (100)

11. ს. ფეტელი (Red Bull) +1,578 (23)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა