გასული საჩოგბურთო კვირა კუალა ლუმპურისა და დელრეი ბიჩის ტურნირებით დასრულდა
გასული საჩოგბურთო კვირა კუალა ლუმპურისა და დელრეი ბიჩის ტურნირებით დასრულდა, რომელიც წინ უძღვის ორი დიდ ამერიკულ მასტერსს ინდიან უელსსა და მაიამიში.

მალაიზიის ქალთა ტურნირს მოკრძალებული კატეგორია და სტანდარტული საპრიზო ფონდი - 200 ათასი დოლარი აქვს. ორგანიზატორებმა ბოლო მომენტში მოახერხეს აგნიეშკა რადვანსკასა და ელენა იანკოვიჩის მიპატიჟება. სერბი კინაღამ სტარტზე გამოეთიშა ტურნირს. ის ფრანგ კაროლინ გარსიას ხვდებოდა, რომელიც იუნიორებში კარგად გამოდის, შარშანდელ როლან გაროსზე კი კინაღამ მარია შარაპოვა გამოთიშა ბრძოლას.

იანკოვიჩისა და გარსიას მარათონი 2 საათი და 59 წუთი გაგრძელდა. ფრანგს სამი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ მაინც წააგო - 6:7(7), 6:4, 6:7(2). ელენამ მოასწრო ძალების აღდგენა და მეორე წრეში მხოლოდ ორი გეიმი დამთო, ნახევარფინალში კი უბრძოლველად გავიდა - აიუმი მორიტა მატჩამდე მოიხსნა.

დაახლოებით ანალოგიური გზა გაიარა ამავე სტადიამდე ტაივანელმა სუ-ვეი ჰსიემ. ბევრი ექსპერტი გაკვირვებული კითხულობდა: რაში სჭირდებოდა აგნიეშკა რადვანსკას ამ მოკრძალებულ ტურნირში მონაწილეობა? სერიოზულ ქულებს აქ ვერ აკრეფდა და ამერიკული ტურნირების წინ ენერგიას დახარჯავდა. სიტუაცია გაართულა ამინდმა: პოლონელს ერთ დღეს ორი მატჩის ჩატარება მოუწია. მან ორივე მოიგო, მაგრამ ბევრი ძალაც დახარჯა.

ამიტომაც მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა განაცხადის გამოტანა გადაწყვიტა. ამით ჰსიემ ისარგებლა, ნახევარფინალში უბრძოლველად გააღწია, ფინალისთვის მატჩში კი ელენი დანილიდუს მოუგო - 6:0, 4:6, 6:1. დასვენებულმა იანკოვიჩმა კი ნახევარფინალში მორიგი მარათონი გამართა, სამ საათზე მეტი დაჰყო კორტზე და დამარცხდა პეტრა მარტიჩთან - 7:6(5), 5:7, 6:7(5).

წვიმის გამო ეს მატჩი შაბათიდან კვირას გადაიტანეს, ამიტომაც ურთულესი ნახევარფინალის მოგების შემდეგ, სულ რაღაც ორ-სამ საათში მარტიჩს ისევ მოუწია კორტზე გასვლა. შესაბამისად, ჰსიეს ფინალის მოგების კარგი შანსი გაუჩნდა. თუმცა თავიდან ისე ჩანდა, რომ ტიტული მაინც მარტიჩს დარჩებოდა, მაგრამ ჰსიემ საქმე მესამე სეტამდე მიიყვანა, იქ კი ხორვატმა ფიზიკურად ვერ გაძლო და ბრძოლა შეწყვიტა - 6:2, 5:7, 1:4.

სუ-ვეი ჰსიემ კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა და მეორე ტაივანელი ქალი გახდა, ვინც WTA-ის ტურნირი მოიგო. მანამდე მსოფლიოს ყოფილმა 26-ე ნომერმა ში-ტინ ვონმა გაიმარჯვა ექვს შეჯიბრში, ოღონდ მხოლოდ აზიის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ჰსიე სეზონში მეორე ჩოგბურთელია, ვინც კვალიფიკაციის გავლით მოიპოვა მთავარი პრიზი. მანამდე ეს გერმანელმა მონა ბარტელმა გააკეთა ჰობარტში.

დელრეი ბიჩში განთესილებს არ უმართლებდათ - პირველივე წრეში წააგეს მარინ ჩილიჩმა (2) და ვიქტორ ტროიცკიმ (3), მეორე წრიდან გამოეთიშნენ ბრძოლას რუსი ალექს ბოგომოლოვი და ამერიკელი ენდი როდიკი, რომელმაც სამი მატჩბოლი ვერ გამოიყენა კევინ ანდერსონის წინააღმდეგ და სამ სეტში წააგო.

სამაგიეროდ, დამაჯერებლად მიიწევდა წინ პირველ ნომრად განთესილი ჯონ ისნერი - სამი მოგება ორ სეტში და მხოლოდ ერთი ტაი-ბრეიკი.

ანდერსონთან ნახევარფინალი აბსოლუტურად თანაბარი გამოვიდა - თითოეულს 16-16 ეისი და პირველი მოწოდებით მოგებული ქულების თანაბარი პროცენტული მაჩვენებელი (87) ჰქონდა.

გადამწყვეტ მომენტებში უკეთ სამხრეთაფრიკელი მოქმედებდა და ორ სეტში მოიგო - 7:5, 7:6(4). მეორე ნახევარფინალის შემადგენლობას ტურნირის წინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა - მარინკო მატოშევიჩი დუდი სელას წინააღმდეგ. ისინი არ არიან განებივრებული გამარჯვებებით, ამიტომაც ორივეს ძალიან უნდოდა ფინალში გასვლა. 2 საათი და 54 წუთი ბრძოლის შემდეგ, მატოშევიჩმა გადამწყვეტი მატჩის საგზური გამოსტაცა მეტოქეს - 5:7, 6:4, 7:6(7).

ფინალში მატოშევიჩი ძალიან ბევრ შანსს აძლევდა მეტოქეს - ანდერსონს 15 ბრეიკ-პოინტი დაუგროვდა, მაგრამ რეალიზაცია ჰქონდა ცუდი - მხოლოდ სამი ბრეიკი, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა მოგებისთვის, რადგან სამხრეთაფრიკელი თავის მოწოდებებზე უფრო საიმედოდ თამაშობდა - 6:4, 7:6(2).

ATP

Tennis Championships

დელრეი ბიჩი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 500 000 დოლარი

ფინალი

კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 7)-მარინკო მატოშევიჩი (შვეიც) 6:4, 7:6(2).

WTA

BMW Malaysian Open

კუალა ლუმპური (მალაიზია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

სუ-ვეი ჰსიე (ტაივ)-პეტრა მარტიჩი (ხორ, 5) 2:6, 7:5, 4:1 უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა