ქართველი მშვილდოსნები უკვე მადრიდში არიან, სადაც ოლიმპიური მზადების ცენტრში 6 მარტიდან ერთთვიან შეკრებას დაიწყებენ
ქართველი მშვილდოსნები უკვე მადრიდში არიან, სადაც ოლიმპიური მზადების ცენტრში 6 მარტიდან ერთთვიან შეკრებას დაიწყებენ.

ნაკრების კორეელმა მწვრთნელმა ან ჰეიუნ სეუნმა ესპანეთში ქალთა გუნდიც გაფართოებული შემადგენლობით წაიყვანა და ამჯერად თან ვაჟებიც გააყოლა. მათ აქამდე შეკრებებით და შეჯიბრებებით არ ანებივრებდნენ, თუმცა ახალმა თაობამ შედეგებს იმდენად მოუმატა, კორეელი მათ წაყვანას სალიცენზიო ტურნირზე - ევროპის პირველობაზეც აპირებს.

მადრიდში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე, ლანა ვერულიძე, ნათია ცინცაძე, თორნიკე რიჟამაძე, ირაკლი ქვლივიძე და ლაშა ფხაკაძე ივარჯიშებენ. ისინი თბილისში 4 აპრილს დაბრუნდებიან, 2 დღით ადრე კი ლვოვიდან საქართველოში იულია ლობჟანიძეც ჩამოვა. მისი ჩამოყვანა მარტის დასაწყისშივე იგეგმებოდა, თუმცა კიდევ ერთი თვით გადაიწია. სამაგიეროდ, ფედერაცია უკვე ბილეთსაც დაუჯავშნავს და, იმედია, ეს სერიალივით გაწელილი საქმეც ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება.

საქართველოში დაბრუნებული ნაკრები მალევე ჩინეთში გაფრინდება, სადაც 10-15 აპრილს შანხაიში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე გამოვა. ამას 21-26 მაისს ამსტერდამში გასამართი ევროპის ჩემპიონატი მოსდევს, სადაც ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება, ოღონდ ჩვენგან საგზურებისთვის მხოლოდ ვაჟები თუ იბრძოლებენ, რადგან ქალთა გუნდმა ერთი საგზური უკვე მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ქალებს დამატებითი ლიცენზიების მიღება 18-24 ივნისს ამერიკულ ოგდენში გასამართ მსოფლიოს თასის მეორე ეტაპზე შეეძლებათ. იქ საგზურების მაძიებელთათვის ცალკე ჩატარდება გუნდური ტურნირი და სამეულში შესულები ლონდონში გამოსვლის უფლებას მოიპოვებენ.

ვფიქრობთ, ძალიან უცნაური წესია ის, რომ რეგიონულ პირველობაზე ლიცენზიისთვის ვეღარ იასპარეზებენ ჩვენს დღეში მყოფი ფედერაციები ანუ რომლებსაც უკვე აქვთ ერთი საგზური. ამ გუნდებს მეტის მოპოვების უფლება არც მსოფლიოზე მისცეს პირად პირველობაში, თორემ მაშინ ნარიმანიძეც შევიდა რვა საუკეთესოს შორის, მაგრამ ქვეყანას ერთზე მეტ ლიცენზიას არ აძლევდნენ, გუნდურში კი რაც დაგვმართეს იტალიელებთან, კარგად მოგეხსენებათ.

ერთი სიტყვით, ის გუნდები, რომლებიც მსოფლიოზე გუნდურში ვერ მოხვდნენ რვა საუკეთესოში, როგორღაც დაიჩაგრნენ - არც იქ მიეცათ მეტის საშუალება და რეგიონულ პირველობებზეც შეზღუდეს. ბარემ აქვე შეგახსენებთ ლიცენზირებულ ევროპულ გუნდებს - ბრიტანელებს, როგორც მასპინძლებს, სამივე საგზური ავტომატურად ეკუთვნით; ასევე სამ-სამი ლიცენზია აქვთ იტალიას, უკრაინას, რუსეთს და დანიას, თითო-თითო - საქართველოს, პოლონეთს, ბელარუსს და საფრანგეთს.

ეს გუნდები ამსტრედამში სალიცენზიო ტურნირში ვეღარ გამოვლენ ანუ ძალიან ბევრ ძლიერ მშვილდოსანს უმცირდება ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი. გასაგებია, რომ საერთაშორისო ფედერაციას გეოგრაფიის გაზრდა აინტერესებს, მაგრამ ნუთუ ხარისხი უმნიშვნელოა? მაგალითად, ამ პრინციპით ოკეანიიდან საგზურები ავსტრალიელმა ელისა ბარნარდმა და სამოელმა მაურეენ ტუიმალეალიფანომ მიიღეს.

საერთაშორისო ფედერაციას თუ ამ დონის სპორტსმენთა მაინცდამაინც ოლიმპიადაზე გაყვანა უნდა ნებისმიერი ფორმით, შეუძლია ისინი მაყურებლებად მიიპატიჟოს, თორემ სპორტულ პაექრობაში რომ შანსი არ აქვთ, ეს ხელმძვანელობამ ყველაზე უკეთ იცის. ალბათ, სპორტი სპორტსმენებს უნდა ეკუთვნოდეთ, ასეთი დონის ათლეტებმა კი ჯერ მათთან საპაექროდ კვალიფიკაცია უნდა აიმაღლონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად