ქართველი ფეხბურთელების ჯანო ანანიძისა და საბა კვირკველიას დაპირისპირება მოედანზე არ შედგა
5 მარტს რუსული პრემიერლიგის 33-ე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა, საიდანაც ჩვენს ინტერესს ორი იწვევდა.

ყაზანში "რუბინმა" მოსკოვის "სპარტაკს" უმასპინძლა და დაძაბული ბრძოლა ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძლები 58-ე წუთზე რომან შარონოვმა დააწინაურა, წონასწორობა კი მე-80 წუთზე აღადგინა სტუმართა ნიგერიელმა ფორვარდმა ემანუელ ემენიკემ.

დიდი იმედი არ გვქონია, რომ მოედანზე ორივე გუნდის ქართველი გავიდოდა, მაგრამ ჯანო ანანიძის თამაშს მაინც ველოდით. სამწუხაროდ, მან, ისევე როგორც "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ, მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

"რუბინს" მოსკოველთა გადასასწრებად გამარჯვება სჭირდებოდა, ამ შედეგით კი "სპარტაკმა" 58 ქულით მეოთხე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ყაზანელები 56 ქულით მეექვსე პოზიციაზე დარჩნენ. ცნობისთვის, პრემიერლიგის ერთპიროვნულ ლიდერს, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" 66 ქულა აქვს, მის უახლოეს მდევარ მოსკოვის ცსკა-ს კი - 60.

ნუკრი რევიშვილმა "კრასნოდარის" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და დებიუტი წარმატებული გამოუვიდა. მასპინძლები "როსტოვს" თამაშის ხარისხით 90 წუთის განმავლობაში სჯობდნენ და "კრასნოდარის" სომეხმა ლიდერმა იურა მოვსისიანმა შეხვედრის დებიუტში თერთმეტმეტრიანიც გააფუჭა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე შეცვლაზე შესულმა პაველ გოლიშევმა "კრასნოდარს" გაამარჯვებინა.

რევიშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს, ოთარ მარცვალაძე კი ყვითელი ბარათების გამო "კრასნოდარის" განაცხადში არ ყოფილა. ქართველთა გუნდი პრემიერლიგის ქვედა რვა გუნდისგან შემდგარ გათამაშებას 45 ქულით ლიდერობს, "კრასნოდარის" უახლოეს მდევარ "როსტოვს" კი 36 ქულა აქვს.

5 მარტსვე კვიპროსზე "ანორთოსისმა" "ანაგენისი" მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. დავით კვირკველია მთელი 90 წუთის განმავლობაში მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა. "ანორთოსისი" 47 ქულით მეოთხე ადგილზეა და ერთპიროვნულ ლიდერ აელ-ს 6 ქულით ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა