ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი ფოფხაძე: არ მინდა ვიფიქრო, რომ თემურ ქეცბაია პრინციპების გამო არ მიხმობს

გიორგი ფოფხაძე: არ მინდა ვიფიქრო, რომ თემურ ქეცბაია პრინციპების გამო არ მიხმობს

გრაცის "შტურმის" ქართველი მცველი ავსტრიელი გულშემატკივრის დიდ წნეხს წარმატებით უმკლავდება
ერთი კვირის წინ, ვენის "რაპიდთან" ფრედ 0:0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, გრაცის "შტურმის" გერმანელმა თავკაცმა ფრანკო ფოდამ თავისი გუნდის ქართველი მარცხენაფლანგელის, 25 წლის გიორგი ფოფხაძის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ჩვენებური მართლაც კარგ სეზონს ატარებს გრაცელთა რიგებში და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

"ლელო" გიორგი ფოფხაძეს ავსტრიაში დაუკავშირდა და საკლუბოს გარდა, სხვა არანაკლებ აქტუალურ საკითხებზეც ესაუბრა.

- ჩვენი წინა ინტერვიუს დროს მითხარი, რომ ეროვნულ ნაკრებში შენს პოზიციაზე შეუცვლელი და უგამოცდილესი კახა კალაძე თამაშობდა. ანუ სურვილი კი გქონდა ნაკრებში გეთამაშა, თუმცა მისი ადგილის დაკავების პრეტენზია - არა. ახლა კახა ნაკრებში აღარ თამაშობს, შენ კი, მიუხედავად წარმატებული სეზონისა, არავის გახსენებიხარ. გწყინს უყურადღებობა?

- ნაკრებს კალაძის წასვლა უკვე დაეტყო. რაც შემეხება მე, მწყინს უყურადღებობა, მაგრამ უფრო მოტივირებული ვხდები. რომ არ მწყინდეს, ეს უფრო ცუდი იქნებოდა; გამოვიდოდა, რომ საქართველო არ მიყვარს.

როგორც ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც ნაკრებში თამაში ოცნებაა. "შტურმი" სწორედ იმიტომ ავარჩიე, ვიფიქრე, აქედან მომეცემოდა თავის გამოჩენის შანსი და საქართველოს ნაკრებში გამომიძახებდნენ, თუმცა ჯერაც მოლოდინში ვარ.

- თემურ ქეცბაია ზამთრის შესვენებაზე ანტალიაში იმყოფებოდა და ფეხბურთელებს აკვირდებოდა. როგორც ვიცი, შეხვდი კიდეც, თუმცა ის შენს თამაშზე არ დარჩენილა...

- ჩვენი მეორე გუნდი, ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში არ ხვდებიან, ეთამაშა გორის "დილას". ორი მატჩი იყო დაგეგმილი - ერთი "დილასთან", მეორე კი საკონტროლო ტესტ-მატჩი "ფიურტთან", გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდთან, რომელსაც გადასვლა უნდა პირველ ბუნდესლიგაში. ჩვენი მწვრთნელი გერმანელია და სურდა, მათ გავჯიბრებოდით.

"დილასთან" თამაშის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე მივედი სტადიონზე, შევხვდი ბატონ თემურს, გამოველაპარაკე. აქამდე არ ვიცნობდი, ჩვენს შეხვედრაზე არსად არაფერი დაწერილა და თქმულა.

- ქეცბაია შენს თამაშს არ დაესწრო?

- შეიძლება მან არც იცოდეს, რომ ფეხბურთელი ვარ და "შტურმში" ვთამაშობ, აბა რა გითხრათ?!. ჩემი გუნდი რომელ სასტუმროშიც იყო, იქ ცხოვრობდა ბატონი თემურიც. შემდეგ ბარშიც შევხვდით ერთმანეთს, დავილაპარაკეთ. სანაკრებო თემას არ შევხებივართ. მომიკითხა, გრაცზე ვისაუბრეთ, სადაც ვცხოვრობ, სხვა არაფერზე.

- შეუძლებელია, თემურ ქეცბაიამ არ იცოდეს ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე...

- გეთანხმები. "შტურმს" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის დიდი შანსი ჰქონდა, რომ არა ტრავმიანობა. "ბატესთან" სტუმრად ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ საპასუხო მატჩში 5 წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა. სხვათა შორის, ევროტურნირებზე ხუთი შეხვედრა ჩავატარე და ყველა მატჩი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

ავსტრიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ჰყავთ ჩემს პოზიციაზე და მუდამ მაკრიტიკებენ. ყველას უნდა, რომ ჩემ მაგივრად იმან ითამაშოს და არა მე. მაგრამ ბედნიერი ვარ, უცხოელი მწვრთნელი (რომელმაც შეიძლება საერთოდ საქართველოზე ბევრი რამ არც იცოდეს) ასე რომ მენდობა.

სხვა მწვრთნელს, შესაძლოა, ეს არ გაეკეთებინა. ფოდა ყველაფერს უყურებს პროფესიონალურად. ერთადერთი პრობლემა ნაკრებში თამაშია. ძალიან მინდა ჩემი კვალი დავტოვო და იმედია, ოდესმე ამის შესაძლებლობა მომეცემა.

- ადრე ინტერვიუში ამბობდი, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებდი. რადგან ეს თქვი, ქეცბაია პრინციპის გამო ხომ არ გტოვებს უყურადღებოდ?

- არ მგონია, ასეთი შთაბეჭდილება დარჩენოდა. კარგად არც ვიცნობ, თუმცა ბავშვობიდან ჩემი კერპი იყო, როცა ნაკრებში თამაშობდა. არც მინდა გავიფიქრო, რომ რაღაც პრინციპების გამო არ მიხმობს. ნაკრებში თამაში რომ მინდა, არა მგონია ამის გამო გაბრაზდეს ქეცბაია.

- ევროტურნირებზე გამოსვლამ რა მოგცა?

- ძალიან ბევრი რამ. თამაშობ გამორჩეულ ფეხბურთელებთან, სადაც სხვა ტემპია, სხვა სიძლიერე. უდიდესი გამოცდილება მივიღე და საკუთარი ძალა ვიგრძენი. 7-8 თვეა, რაც "შტურმში" ვარ და კიდევ 4 თვე მაქვს დარჩენილი კონტრაქტის ამოწურვამდე. ისეთ ასაკში ვარ, რომ კიდევ შეიძლება რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში.

- ფრანკო ფოდაზეც შეგეკითხები, რომელმაც "რაპიდთან" დასრულებული მატჩის შემდეგ შეგაქო. როგორც წესი, მწვრთნელები საკუთარი ფეხბურთელების ქებას ერიდებიან. რას ნიშნავს ეს შენთვის?

- ეს არის ადამიანი, რომელიც არასდროს შედის ფეხბურთელებთან ურთიერთობაში და მისგან არავის სმენია, მოთამაშეზე კარგი ეთქვას. კითხვა ჩემზე ვინ დასვა, ესეც არ ვიცი. ჩემზე ძალიან დიდი ზეწოლაა და ყველა თამაშზე ვიბრძვი. ავსტრიელი ჟურნალისტები ითხოვენ, რომ ის ახალგაზრდა ბიჭი ათამაშონ. არადა, რაც სეზონი დაიწყო, სამი თამაშია დაცვას გოლი არ გაგვიშვია. ფოდა ხვდება, რომ მას მე ვჭირდები.

- თავად თუ ხარ კმაყოფილი საკუთარი თავით?

- ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი. 28 მატჩი ვითამაშე, ჩემპიონობის შანსი გვაქვს, სავარაუდოდ, თასის ნახევარფინალშიც გავალთ.

- "შტურმთან"აპირებ კონტრაქტის გახანგრძლივებას?

- არის ლაპარაკი გაგრძელებაზე, მაგრამ ფინანსები არ აქვთ. ოთხი ფეხბურთელია, რომლებთანაც კონტრაქტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ რეალურად თანხა მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰყოფნის. ორ თვეში მეცოდინება ყველაფერი. მაისის ბოლოს სეზონი მთავრდება. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და ვითამაშო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა