დუბაიში გამარჯვების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში შვეიცარიელი თავად ხსნის ბოლოდროინდელი წარმატებების მიზეზებს
ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა გასულ კვირას მორიგი ტურნირი მოიგო - დუბაიში, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მიურეი და სხვა ვარსკვლავები თამაშობდნენ, მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ისე მოიგო მთავარი პრიზი, რომ ერთი სეტიც არ დაუთმო მეტოქეებს.

საერთოდაც, ფედერერი ისევ მოტივირებულია, არც ფორმა დაუკარგავს და შარშანდელი შემოდგომიდან მოყოლებული, ყველაზე მეტი ტურნირი აქვს მოგებული პროფესიულ ტურში.

დუბაიში გამარჯვების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში შვეიცარიელი თავად ხსნის ბოლოდროინდელი წარმატებების მიზეზებს.

- ის ფაქტი, რომ ATP-ის ბოლო შვიდი ტურნირიდან ხუთში გამარჯვებას მიაღწიეთ, ალბათ, დამატებით დამაჯერებლობას გმატებთ...

- რა თქმა უნდა და ეს კარგია. საკუთარ თავში დაჯერებულობა - დაუფასებელი დახმარებაა. იმედი მაქვს, რომ დღევანდელ განწყობას ინდიან უელსისა და მაიამის მასტერსებისთვის შევინარჩუნებ. დუბაის მოგება იოლი არ ყოფილა, რადგან აქ საუკეთესო ათეულის რვა წევრი იყო ჩამოსული - მე კი მთელი დისტანცია ისე გავიარე, რომ არც ერთი სეტი არ წამიგია.

- რა გჭირდებოდათ ყველაზე მეტად ბოლოს?

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ტრავმის გარეშე გავიარე ეს პერიოდი, რადგან ძალიან მჭიდრო გრაფიკი მქონდა. ამ დროის განმავლობაში მართლაც ბევრი ტურნირი ვითამაშე. ვფიქრობ, ის ექვსკვირიანი დასვენება, რომელიც აშშ-ის ღიასა და დევისის თასის პლეი ოფის შემდეგ ავიღე, ძალიან საჭირო იყო ჩემთვის. შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო, რომ შანხაის მასტერსის გამოტოვება მომიწია, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს გამართლებული ნაბიჯი იყო. მოგებული ტურნირების გარდა, კარგად ვითამაშე ავსტრალიაში. მხოლოდ დევისის თასი იყო წარუმატებელი.

დანარჩენ ტურნირებზე საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, მაქსიმალურად კონცენტრირებული, აგრესიულად ვთამაშობდი. ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ მოგება მინდოდა.

გარდა ამისა, შარშანდელი სეზონის შუა ნაწილისგან განსხვავებით, უკეთ ვმოქმედებდი დაცვაში, ვპოულობდი წარმატებულ პასუხს მეტოქეთა შეტევების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ამ მხრივ პროგრესი 2011 წლის როლან გაროსიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ იქ და უიმბლდონზე დავმარცხდი, ვხვდებოდი, რომ ჩემი ჩოგბურთი უმჯობესდებოდა. ეს ამტკიცებდა, რომ სწორი მიმართულებით მივდიოდი. მთავარი იყო, არ გავჩერებულიყავი.

- ცხადია, რომ თქვენ სხვადასხვა სტილით თამაში შეგიძლიათ - იქნება ეს დაცვითი თუ შემტევი ჩოგბურთი. გრძნობთ, რომ ბოლო წლებში უფრო შეტევას ანიჭებთ უპირატესობას?

- თუ გავიხსენებთ ჩემს მატჩს 2001 წლის უიმბლდონზე სამპრასის წინააღმდეგ, იქ მე მოწოდების შემდეგ მაშინვე ბადესთან გავდიოდი. მაშინ ძალიან აგრესიულად ვთამაშობდი. ჯერ ერთი, ახალგაზრდა ვიყავი და მეორე - არ მჯეროდა, რომ შევძლებდი აგასის, ნალბანდიანის ან სხვა მოთამაშეების უკანა ხაზიდან თამაშით დამარცხებას.

იმისთვის, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი გავმხდარიყავი, უკანა ხაზზე თამაშის სერიოზულად გაძლიერება მჭირდებოდა. შემდეგ გარკვეული ხანი არ მჯეროდა, რომ ასე კარგად შემეძლო ბეიზლაინზე თამაში, მაგრამ თანდათან შევეჩვიე ამას. შემდეგ ვუმატებდი უკანა ხაზზე თამაშს, კერძოდ, უფრო აგრესიულად დავიწყე მოქმედება.

- ამბობენ, რომ თქვენ უარი თქვით ივლისში "სანტიაგო ბერნაბეუზე" რაფაელ ნადალთან საგამოფენო თამაშზე...

- არა, უარი არ მითქვამს. მინდა სწორად გაიგონ ჩემი სიტყვები ესპანეთში. თავად იდეა ძალიან მომეწონა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეთავაზებულ ვადებში იქ ჩასვლა არ შემიძლია. საერთოდ, ასეთი მატჩების თარიღის შეთანხმება ყოველთვის რთულია. არ ვიცი, რა იქნება მომავალში.

შესაძლოა, ჩვენ მაინც ვითამაშოთ. ან იქნებ რაფა ვინმე სხვასთან ერთად გავიდეს კორტზე. უნდა გესმოდეთ, რომ მე მჭიდრო გრაფიკი მაქვს. მათ კი სურდათ ეს მატჩი უიმბლდონსა და ოლიმპიურ თამაშებს შორის ჩაეტარებინათ. მე ვთქვი, რომ ამ დროს რთულია საჭირო დღის გამონახვა.

ვფიქრობ, რამდენიმე დღის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით, ვითამაშებთ თუ არა ამ შეხვედრას.

- "დიდი სლემის" ტურნირები, ოლიმპიური თამაშები - რა იქნება თქვენი მთავარი მიზანი ამ წელს?

- ჯერჯერობით მხოლოდ ინდიან უელსსა და მაიამიში კარგ გამოსვლაზე ვფიქრობ. შემდეგ გრუნტზე გადასვლა გვიწევს, ევროპაში უნდა დავბრუნდეთ და ა. შ. შემდეგ კი დაიწყება სეზონის ძალიან რთული და ინტენსიური ნაწილი - როლან გაროსი, უიმბლდონი, ოლიმპიური თამაშები, ამერიკის ღია პირველობა.

აქ ძალიან ბევრი ქულა გათამაშდება. გარდა ამისა, ყველა ტურნირი ძალიან პრესტიჟულია. ასე რომ, აუცილებელია ამ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება. რა თქმა უნდა, რამდენიმე ტიტულის მოგების იმედი მაქვს. ვიცი, ძალიან რთული იქნება, თუმცა აუცილებელია თითოეული ტურნირისგან სიამოვნების მიღება.

მაგრამ მხოლოდ უიმბლდონი და "დიდი სლემის" სხვა ტურნირები არ არის მთავარი. ბოლოს და ბოლოს, ისინი წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ ტარდება, მე კი სეზონში 20 ტურნირში ვიღებ მონაწილეობას. თითოეული შეჯიბრი მიყვარს და იმედი მაქვს, რომ დაძაბული ვარჯიშები დამეხმარება კიდევ უფრო უკეთ ვითამაშო ან მინიმუმ, დღევანდელი დონე შევინარჩუნო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა