ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რუმინელები საქართველოს ნაკრებზე შურისძიებისთვის ემზადებიან

რუმინელები საქართველოს ნაკრებზე შურისძიებისთვის ემზადებიან

"სტეჟარი" მსოფლიოს თასზე განცდილი მარცხისთვის რევანში აღებას ეცდება
ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში მე-4 ტურის მატჩები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. შაბათს, 10 მარტს, ორი პრინციპული შეხვედრა გაიმართება.

ბუქარესტში გათამაშების ამჟამინდელი ლიდერი რუმინეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ლისაბონში კი პორტუგალიელები მეზობელ ესპანელებს დაუხვდებიან.

რუმინეთის ნაკრებისთვის "ბორჯღალოსნებთან" დაპირისპირებას მხოლოდ სატურნირო მნიშვნელობა როდი აქვს. "სტეჟარი" ყველანაირად ეცდება მსოფლიოს თასზე განცდილი მარცხის გამო რევანში აიღოს და შელახული იმიჯი ოდნავ მაინც გამოისწოროს.

საამისოდ "მუხის ფოთლების" დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა ჰარი დუმიტრაშმა გუნდში ყველა უძლიერეს რუმინელს უხმო. გამორიცხული არ არის, მატჩის წინ ჩვენს მეტოქეს ტრავმირებული ლიდერი, მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცაც დაემატოს.

ერთი სიტყვით, რუმინელები უკვე გასულ უქმეებზე შეიკრიბნენ და საბრძოლველად ემზადებიან. გამარჯვების შემთხვევაში კი ძნელი სავარაუდოა, ერთა თასს ვინმე შეეცილოს. თუმცა ცხადია, ჩვენს გამარჯვებაში ეჭვი თავად მეტოქეებსაც არ ეპარებათ.

თუმცა აქ ერთი პრობლემა ესპანეთის ნაკრებია, რომელიც შაბათს ლისაბონში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ლობუშებმა" წელს ვერც ერთი თამაში მოიგეს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ შარშან ესპანეთთან სტუმრად წააგეს და ყველა ღონეს იხმარენ, რათა რევანშის აღებასთან ერთად, საკუთარი ქომაგების თვალში რეაბილიტაცია შეძლონ.

პორტუგალიელთა ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ეროლ ბრაიანმა გაფართოებული შემადგენლობა გააცხადა. მათ შორის ვეტერანი პირველხაზელები კრისტიან სპაშუკი (ბურგუენი) და ჟუან მურე (სენტ ეტიენი) მოხვდნენ.

თუ პორტუგალიამ ვერ გაიმარჯვა, მაშინ ერთი კვირის თავზე რუმინეთის ნაკრების მადრიდში სტუმრობას უნდა დაველოდოთ. "ესპანელი ლომები" პირველობას ვერც "სტეჟარისთან" მოგებით გაინაღდებენ, რადგან ბოლო მატჩს 19 მაისს სტუმრად რუსეთის ნაკრებთან გამართავენ. თუმცა იმ დროისთვის გამორიცხული არ არის, ყველაფერი უკვე გარკვეული იყოს.

გაფართოებული შემადგენლობა დაასახელეს რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებებმაც. რუსთა უელსელმა თავკაცმა კინგლსი ჯოუნზმა უკრაინასთან საასპარეზოდ ისევ ექსპერიმენტული შემადგენლობის გამოცდა მოისურვა.

ნაკრების შემადგენლობაში, ინგლისურ კლუბებში მოასპარეზე მორაგბეების გარდა, ასევე არ არიან ალექსანდრე იანუშკინი, ანდრეი ტემნოვი, ვლადიმირ ოსტროუშკო, ნიკიტა მედკოვი, გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეები. სოჭში, სადაც რუსებს საწვრთნელი ბანაკი აქვთ, იმყოფება მოსკოვის "სპარტაკის" მეორეხაზელი ვასილ კვერნაძე.

თითქმის უცვლელი შემადგენლობით ემზადება "ლობუშებთან" საასპარეზოდ ესპანეთის ნაკრები. "ლომების" ფრანგ თავკაცს, რეჟის სონეს მიაჩნია, რომ ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგნო და დროთა განმავლობაში ისეთ გუნდს შექმნის, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზურისთვის რეალურად შეძლებს ბრძოლას.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი, ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლა სეინი), შალვა მამუკაშვილი (არმია), თორნიკე ლომოძე (აია)

მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), გიორგი ნემსაძე (ვალანს დაჟენი), გელა შალამბერიძე (აია).

მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი).

#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (არმია).

#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).

#12-13: მერაბ შარიქაძე (გლოსტერი), დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო),

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ-ეტიენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (არმია).

#15: ბექა წიკლაური (გდინია), გიორგი შკინინი (არმია).

რუმინეთის ნაკრები

შერკინება: ანდრეი ურსაკე, ანდრეი რადოი, მიჰაი მაკოვეი, (სამივე-ბაია მარე), მიჰაიტა ლაზარი, ვალენტინ ურსაკე (ორივე-ექსი), პეტრუ ტამბა, ვლად ბადალიჩესკუ, ფლავიუს დობრე, მიჰაიტა ადასკალიტეი, კოზმინ რატიუ (ყველა-დინამო), პაულიკა იონი (ლონდონ აირიში), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), კრისატიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), დანიელ კარპო (ტიმიშოარა), ანდრეი გორჩიოაია (სარასენზი), ბოგდან პეტრანუ (ფარული).

უკნა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ, (ორივე-ტიმიშოარა), დანუც დუმბრავა, ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), დორინ მანოლე (ორტეზი), ჩაბა გალი, კრისტიან დინსი, გეორგ კატუნა, იონუც ნიაკსუ (ოთხივე-ბაია მარე), კონსტანტინ გეარა, ადრიან აპოსტოლი (ორივე-ფარული), კატალინ ნიკოლაე (დინამო), იულიან დუმიტრაში (ლურდი).

რუსეთის ნაკრები:

შერკინება: დენის ანტონოვი, იური მატვეევი (ორივე-სლავა), ვლადიმირ ბოლტენკოვი, კირილ კოპეშკინი (ორივე-პენზა), ვლადიმირ ბოტვინიკოვი, პაველ ბუტენკო, ინოკენტი ზიკოვი (სამივე-ენისეი), ალექსეი ვოლკოვი, ევგენი მატვეევი, არტიომ ფატხოვი (სამივე-ვვა), ანდრეი გარბუზოვი, ნაზირ გასანოვი, მაქსიმ სტურზა (სამივე-კრასნი იარი), პაველ კვერნაძე, ანტონ სინიცინი (ორივე-სპარტაკი), კირილ კულემნი (კასტრი).

უკანა ხაზი: მიხაილ ბაბაევი, იური კუშნარიოვი, სერგეი ტრიშინი, ალექსანდრე შაკიროვი (ოთხივე-ვვა), დიმიტრი გერასიმოვი, დენის სიმპლიკევიჩი (ორივე-ენისეი), გერმან გოდლიუკი (სლავა), ივან კოტოვი (კრასნოდარი), ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოსტრიკოვი, ანტონ რიაბოვი (სამივე-კრასნი იარი), ევგენი ტიტოვი (სმენა),

პორტუგალიის ნაკრები

პირველი ხაზი: მიქაელ დიას, ჟოაო ჟუნიორი, დუარტე ფორო, ვასკუ მარკესი (ოთხივე-კდული), ჟოზე დაკოსტა (აგრონომია), ჯორჟე სეგურადო (დირეიტო), ჟოაო მატეუში (აკადემიკა), კრისტიან სპაშუკი (ბურგუენი), ჟუან მურე (სენტ ეტიენი), ბრუნო როჩა (ტექნიკო), მაიკ ტაჟერი (მასი)

მეორე ხაზი: რუი დორეი, გონსალო უვა (დირეიტო).დავიდ პენალვა (მონტობანი), დავიდ დოს რეისი (ნიმი).

მესამე ხაზი: ჟოაო პალვა (აგრონომია), ვასკო უვა, ლუის სოუზა (ორივე-დირეიტო), სალვადორ ვასალო (კასკაისი), ჟულიენ ბარდი (კლერმონი), ჟუან სევერინო (სანტაბოიანა).

#9: ფრანსისკო მაგალიაეში (კდული), პედრო ლეალი (ნიცა), ლორენცო კადოში (აგრონომია).

#10: იანიკ რიკარდო (კასტანე), ნუნო კოსტა (კდული), მანუელ კოსტა (ბელენენსეში).

#12-13: კარლ მურეი, ფრდერიკო ოლივეირა, ფრანსისკო აპელტონი (სამივე-კდული), ჩარლი მორაიში (პო).

#11-14: ადერიტო ეშტევეში, ანტონიო აგილარი (ორივე-დირეიტო), დავიდ მატეუში (ბელნენსეში), ჟოზე ლიმა (აგრონომია).

#15: ჯოზეფ გარდნერი (ჰონდა), გონსალო ფორო (კდული).

ესპანეთის ნაკრები

ტომ პარკერი (ორდიზია), გლენ როლსი (ვალიადოლიდი), რაიან ლერუ, კრეიგ ლაიონზი, სერხიო გერერო (სამივე-სანტაბოიანა), ხოსე კარლოსი (ვიგო), ჯო ჰატჩინსონი, ჯონათან ფიპსი (ორივე-ლა ვილა), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ხესუს ნუნესი (ლილი), ბენატ ეჩეპერი, მატიო ვისენსანგი (ორივე-ტიროსი), სებასტიან რუე, ხაიმე ნავა (ორივე-სენტ ეტიენი), მატიო პელუკონი (ოში), სერხი ობენალი (კლერმონი), პიერ ბელუნსე (კოლომიე), იონ ინსაუსტი (სენ ჟან და ლუზი), მანუელ გარსია (კასტრი), ანტონი პრადალი, ადრიენ აიესტარანი (ორივე-პერიგო), მატიო როსა (ორიაკი), დავიდ ბარერა (მონ დე მარსანი), სესარ სემპერე (ნორსჰემპთონი).

ერთა თასი 2012

თ მ ფ წ ბ ქ

1.რუმინეთი 2 2 0 0 +33 9

2.ესპანეთი 2 2 0 0 +42 9

3.საქართველო 2 1 0 1 +18 6

4.რუსეთი 2 1 0 1 -24 4

5.პორტუგალია 3 0 0 3 -34 2

6.უკრაინა 1 0 0 1 -35 0

ორი წლის ჯამი

თ მ ფ წ ბ ქ

1.საქართველო 7 6 0 1 +151 28

2.რუმინეთი 7 5 0 2 +130 25

3.ესპანეთი 7 4 0 3 -41 19

4.პორტუგალია 8 3 0 5 -19 16

5.რუსეთი 7 3 0 4 -22 15

6.უკრაინა 6 0 0 6 -199 0

10 მარტი

IV ტური

რუმინეთი-საქართველო

პორტუგალია-ესპანეთი

რუსეთი-უკრაინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ