22 წლის ჩოგბურთელი, რომელიც ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძვის, რეიტინგში 100 საფეხურით უკან მყოფთან დამარცხდა

22 წლის ანა ტატიშვილი მსოფლიოს 73-ე ჩოგანია, რაც მისი კარიერის მიღწევაა - მსოფლიოს მოწინავე ასეულში დიდი ხანია ქართველი ჩოგბურთელი არ ყოფილა. ამიტომაც ანას შედეგი უდავოდ თვალშისაცემი და სასიხარულოა.

ახლა ტატიშვილი ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძვის, თუმცა მისი ბოლოდროინდელი ფორმა შეშფოთების საფუძველს იძლევა - მემფისში (აშშ) პირველივე წრეში დამარცხდა, აკაპულკოში (მექსიკა) მხოლოდ ერთი წრე გაიარა.

ანა ინდიან ველსის დიდ საერთაშორისო ტურნირში საკვალიფიკაციო ბადიდან ჩაება და პირველივე წრეში დამარცხდა რეიტინგში მასზე 100 საფეხურით უკან მყოფ ჩოგბურთელთან - მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა იაპონელ მისაკი დოისთან ორ სეტში წააგო - 3:6, 4:6.

ჩვენებური 1 სარეიტინგო ქულით და 1,2 ათასი დოლარით დაკმაყოფილდა. არადა, თუნდაც ერთი წრის გავლა მისთვის მორიგი წინსვლის გარანტია იქნებოდა.

ამერიკული ფორტ უოლტონ ბიჩის (25 ათასი დოლარი) ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ორი ქართველი თამაშობდა: სოფიო ქვაცაბაია (365) მე-11 ნომრად განთესეს, ხოლო ეკა გორგოძე (420) - მე-14-ედ. ქვაცაბაია პირველ წრეში ისვენებდა, გორგოძემ კი მასპინძელი კარინა როვირა დაამარცხა - 6:2, 6:0. მეორე წრეში ეკამ ნიკოლ რობინსონთან (აშშ) წააგო - 3:6, 7:6 (5), 5:7.

ქვაცაბაიამ მეორე წრეში იტალიელ გაია სანეზის აჯობა - 6:4, 3:6, 6:3 და ახლა მასპინძელ სამანტა კროუფორდს ეთამაშება. სანამ ქვაცაბაია საკვალფიკაციო ბადეში იბრძვის, გარკვეულია, რომ ძირითადში ორი ქართველი აუცილებლად იქნება: მაკა ჩახნაშვილი (186) მე-8 ნომრად არის განთესილი, ხოლო სოფიო შაფათავა (263) განუთესავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა