უცნაური რამ თქვა "მანჩესტერ სიტის" მცველმა კოლო ტურემ - რობერტო მანჩინიმ კარლოს ტევესი კაპიტნად იმიტომ დანიშნა, რომ...

უცნაური რამ თქვა "მანჩესტერ სიტის" მცველმა კოლო ტურემ - რობერტო მანჩინიმ კარლოს ტევესი კაპიტნად იმიტომ დანიშნა, რომ თანაგუნდელებთან ურთიერთობაში დაეხმაროსო. მოგეხსენებათ, იტალიელმა მწვრთნელმა გასულ ზაფხულს სამკლავური სწორედ ტურეს ჩამოართვა და ტევესს გაუკეთა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ტევესმა მანჩინის სამწვრთნელო მეთოდები გაუკრიტიკა.

"გასულ სეზონში, მას მერე, რაც "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელის თანამდებობაზე მანჩინიმ მარკ ჰიუზი შეცვალა, მე კაპიტნად დავრჩი და სეზონის ბოლომდე ყველაფერი კარგადაც მიდიოდა, მაგრამ ზაფხულის მიწურულს მანჩინი ჩემთან მოვიდა და გამომიცხადა, რომ რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას. კერძოდ, მან მითხრა, რომ კაპიტნად ჩემს მაგივრად კარლოს ტევესის დანიშვნა სურს და ამას მხოლოდ და მხოლოდ არგენტინელის გუნდის ცხოვრებაში მეტად ჩასართავად აკეთებს.

მან "ნაპოლისა" და დიეგო მარადონას მაგალითიც კი მომიტანა. მას მერე რაც კაპიტნად დანიშნეს მარადონამ მოედანზე საოცრებების კეთება დაიწყოო. მე ვუპასუხე, რომ კაპიტნობას სულაც არ ვებღაუჭები და სამკლავურის ტევესისთვის გადაბარებას დავთანხმდი. მე და ჩემი კაპიტნობა გუნდის ინტერესებზე მაღლა არ დგას და რაკიღა მწვრთნელი გადაწყვეტილებას სწორედ "სიტის" ინტერესებიდან გამომდინარე იღებდა, რა უფლება მქონდა რაიმე საწინააღმდეგო მეთქვა?!"

პრემიერლიგის მეოთხე ტურში მეცხრე ადგილზე მყოფი "მანჩესტერ სიტი" "ბლექბერნს" ეთამაშება. ამ შეხვედრაში მანჩინის უკვე შეუძლია ათამაშოს გერმანელი მცველი ჯერომ ბოატენგი. შეგახსენებთ, რომ ბოატენგს მუხლი ჰქონდა დაზიანებული - გერმანიისა და დანიის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში ნატკენი ფეხი თვითმფრინავში სასმელების ჩამოსატარებელ მოძრავ დახლს მიარტყა. ორმოცდაათი ორმოცდაათზეა მარიო ბალოტელის თამაშის ამბავი.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა