"ფერარის" პილოტმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გაზეთ "მარკას" თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა Ferrari F2012-ის დიზაინზე
"ფერარის" პილოტმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ გაზეთ "მარკას" თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა Ferrari F2012-ის დიზაინზე, ტესტების მსვლელობასა და ახალი სეზონის მოლოდინზე.

- ახალი სეზონის წინ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ახალი ტექნიკური რეგლამენტი და ბოლიდის დიზაინში ამით გამოწვეული ცვლილებები გახდა. პრეზენტაციის ფოტოებითა და ვიდეოებით თუ ვიმსჯელებთ, ნანახით ოდნავ განცვიფრებული ჩანდით...

- ფოტოები არ ტყუიან. ფაქტობრივად, პრეზენტაციაზე ვიხილე ახალი მანქანა იმ სახით, რომლითაც ტრასაზე მოგვიწევს გასვლა. გვესმოდა, რომ ახალი რეგლამენტი გავლენას მოახდენდა ბოლიდების გარეგნულ მხარეზე, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ მანქანა არ იქნებოდა ასეთი კუთხოვანი და შარშანდელთან შედარებით დიდ განსხვავებას ვერ ვიპოვიდით. საბოლოოდ ასე გამოვიდა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ - ნაბიჯი უნდა ავუწყოთ ახალ წესებს და დავემორჩილოთ ტექნიკურ მოთხოვნებს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, Ferrari F2012-ის დიზაინი ჩემთვის დიდი სიუპრიზი აღმოჩნდა.

- "ფერარის" პრეზენტაციის შემდეგ არაერთხელ გაისმა ფრაზა იმის შესახებ, რომ ლამაზ მანქანას უწოდებენ იმას, რომელიც რბოლებში იმარჯვებს. "ფერარი" ლამაზია?

- პირველი რბოლის ფინიშამდე ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ უკვე დღეს შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი ბოლიდი, შესაძლოა, ყველაზე სწრაფი არ არის, მაგრამ არც ყველაზე ნელია. წინ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი მანქანის დასახვეწად. ინჟინრები მუშაობენ გუნდის ბაზაზე, კონსტრუქტორთა შტაბი ეძებს ბოლიდის გაუმჯობესების გზებს... და მე დიდი იმედი მაქვს, რომ სწრაფები ვიქნებით და პოდიუმისთვისა და გამარჯვებებისთვის ბრძოლა შეგვეძლება.

- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ Ferrari F2012-ისგან?

- მანქანა სწრაფია და საკმაოდ მორჩილი. ადეკვატურად რეაგირებს სარბოლო მახასიათებლების ცვლილებებზე. მეტოქეების ფონზე "ფერარის" სისწრაფის შესახებ ლაპარაკი ჯერ შეუძლებელია, რადგან ტესტებზე ყველა გუნდი საკუთარი პროგრამით მუშაობს. საიმედოობის მხრივაც, ჯერჯერობით ყველაფერი წესრიგშია.

- რა შეგრძნებები გაქვთ ორკვირიანი ტესტების შემდეგ და რას ელით მომავალი სეზონისგან?

- მთავარია, რომ მანქანა საიმედოა და საკმაოდ სწრაფი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მელბურნის კვალიფიკაციამდე სისწრაფეზე ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით "ფერარიში" კმაყოფილნი არიან ბოლიდით. სამუშაო ჯერ ისევ ბევრია. ვიცით, სად არის საჭირო პროგრესის მისაღწევად მუშაობა. არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ გუნდი ბევრს მუშაობს, რათა სეზონის სტარტს კარგ ფორმაში შეხვდეს.

რაც შეეხება ახალი სეზონის მოლოდინს, ტიტულისთვის ბრძოლის სურვილი მაქვს. სხვა მიზანი "ფერარის" არც აქვს - მხოლოდ ტიტული, მხოლოდ კონსტრუქტორთა თასი.

- ვის მიიჩნევთ მთავარ მეტოქეებად 2012 წელს?

- რა თქმა უნდა, ფავორიტის სტატუსით დაიწყებს ჩემპიონატს "რედ ბული" - გუნდი, რომელიც ზედიზედ ორი წელია ტიტულს იგებს, არ შეიძლება პოტენციურ ლიდერად არ მოვიხსენიოთ. ძლიერი იქნება "მაკლარენი", რომელიც შარშანდელ სეზონში იგებდა რბოლებს და სერიოზულ პროგრესს მიაღწია, ახალი ჩემპიონატისთვის კი სხვებისგან განსხვავებული ბოლიდის შექმნა მოახერხა. ახალი ტექნიკური რეგლამენტის პირობებში, შესაძლოა, ყველაზე ინოვაციური შასი სწორედ "მაკლარენს" აქვს.

არ შეიძლება "მერსედესის" ჩამოწერა, რომელსაც საინტერესო ტექნიკური გადაწყვეტილებები აქვს; აგრეთვე "ლოტუსი", რომელმაც ხმამაღალი განაცხადი გააკეთა ტესტებზე. "მერსედესს" როს ბრაუნი ჰყავს, ვისაც შეუძლია ყველას გაკვირვება, "ლოტუსში" კი კიმი რაიკონენს ვხედავთ - სწრაფ პილოტს, რომელმაც იცის მოგება. "მერსედესმა" გვიან წარადგინა თავისი ბოლიდი და ცხადია, გუნდს რაღაც საიდუმლოებები აქვს შემონახული - მათგან სიურპრიზს უნდა ველოდოთ. "ლოტუსი" კი ტესტებზე სწრაფი იყო, მაგრამ დრო გვიჩვენებს, რამდენად გაიმეორებს იგივეს რბოლების დროს.

მოკლედ, "ფერარის" პოტენციურ მეტოქეებად "რედ ბულს", "მაკლარენს", "მერსედესსა" და, სავარაუდოდ, "ლოტუსს" მივიჩნევ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება