ევროპის ჩემპიონატის სავარაუდო მასპინძელ ხუთ ქალაქს შორის სფფ-ს პრეზიდენტმა ლაზიკაც მოიხსენია
"2020 წლისთვის საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საკმაოდ რეალურია", - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ 8 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ფედერაციას მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება. მისი ცნობით, 2014 წლისთვის უნდა არსებობდეს ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც წარედგინება უეფას, თუ საქართველოს რომელ ქალაქებში გაიმართება ჩემპიონატი.

როგორც სიჭინავამ განაცხადა, საუბარია ხუთ ქალაქზე - თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე და სამომავლოდ კიდევ დაკონკრეტდება ორი ქალაქი. თამაშების გასამართ ქალაქებზე ერთ-ერთი კითხვის პასუხად ისიც კი აღნიშნა, რომ ამ ქალაქებს შორის შესაძლოა, ლაზიკაც იყოს..

მისი განცხადებით, უეფას მოთხოვნების თანახმად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭიროა 12 სტადიონისა და 24 საცხოვრებელი ბაზის აშენება, რაც დიდ სამუშაოებთან არის დაკავშირებული.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ქართული ფეხბურთისთვის ერთგვარი გამოწვევაა.

"ეს არის ერთგვარი გამოწვევა ქართული ფეხბურთისთვის, ფედერაციას კი მოუწევს დიდი სამუშაოების გაწევა", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

ასევე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში თურქეთში უეფას კონგრესის ფარგლებში ქართული და აზერბაიჯანული მხარეების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და სამომავლო სამუშაოებზე იმსჯელებენ.

7 მარტს აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის შესახებ უეფაში განაცხადს შეიტანენ.

უეფამ "ევრო-2020"-ის მასპინძელი ქვეყანა 2014 წელს უნდა დაასახელოს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

dima
პიარზე აგებული პოლიტიკაა მთელ ქვეყანაში) რა ევროპის ჩემპიონატი ღადაობენ ესენი ))))
zaza
ბიჭებო ამ ობიექტს დომენტით ნუ მიმართავთ სახელი მაგრად უტდება.
amro
იყო დრო და მომენტი ბლატაობდა დომენტი
giooooooooooooooooooo
ესეთ უმადურ ხალხს არაფერი არ უნდა გაუკეთოო ფუუ შეხედავ ამ ხალხს და ქართველის არაფერი ეტყობათ თუ გამოვიდა ეს ამბავი კარგი იქნებააა
Tazo
აბსურდის თეატრი გრძელდება. მთავარ რეჟისორს სულელური იდეები არ გამოელევა?
dudu
ნუ ლანძღავთ დომენტის. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. მაგის მოგონილი კი არაა ეს ახალი სისულელე. სისულელეების გენერატორი ვინც გვყავს, ხო იცით. დომენტი პატარა კაცია: ეტყვიან _ იტყვის, ეტყვიან _ არ იტყვის, ეტყვიან _ გააკეთებს, ეტვიან _ გააფუჭებს. რა ქნას, პატარა კაცია...
sichinava
კუ პეხი გამოყო პენალი დამარტყმევინეთო
Giorgipirweli
მოიგონეს ახალი გასართობი ხალხისთვის. წაიღებენ ეხლა ამ სისულელით ტვინს. რა ევროპის ჩემპიონატი, პოლონეთი და უკრაინა ძლივს ართმევენ თაცს სტადიონების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
სანდრო
zviad shen sanam droa mag tanamdebobas tavi daanebe da nu pikrob rom 2020 wlamde iknebi (yvelas mishas seni akvs)tore mova bizia ta culs moitans cunculasa "geige". unamuso blin
mimino
დომენტი! ეგ ამბავი ისეთივე რეალურია,როგორც უეფას პრეზიდენტად შენი არჩევა.
levani
აუფ, დომენტიმ დაიკაპიწა ხელები.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა