აშშ-ის ღიას მამაკაცთა ბადეს არც ერთი ამერიკელი ჩოგბურთელი აღარ შემორჩა. ბოლო წარმომადგენელი, რომელიც ტურნირს გამოეთიშა სემ კუერი გახლავთ. არადა, არტურ ეშის სახელობის სტადიონზე შეკრებილ 22 ათას მაყურებელს კუერის წარმატების დიდი იმედი ჰქონდა...

აშშ-ის ღიას მამაკაცთა ბადეს არც ერთი ამერიკელი ჩოგბურთელი აღარ შემორჩა. ბოლო წარმომადგენელი, რომელიც ტურნირს გამოეთიშა სემ კუერი გახლავთ. არადა, არტურ ეშის სახელობის სტადიონზე შეკრებილ 22 ათას მაყურებელს კუერის წარმატების დიდი იმედი ჰქონდა, რადგან მის მეტოქეს, შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას იმ დღეს მოთამაშე ჩოგბურთელებს შორის ყველაზე დაბალი განთესვის ნომერი ჰქონდა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ვავრინკამ წინა წრეში ბრიტანელ ენდი მიურეის მოუგო, თანაც კუერისთან ერთადერთი შეხვედრაში (2009 წელს ინდიან უელსში) გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

მატჩმა მოლოდინი გაამართლა. ეს იყო გუშინდელი დღის ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა - მოთამაშეებმა კორტზე 4 საათი და 28 წუთი დაჰყვეს. პირველ სეტში ვერცერთმა მეტოქემ ერთი ბრეიკპოინტი ვერ აიღო და საქმე ლოგიკურად ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც შვეიცარიელმა 11:9 მოიგო.

მეორე სეტში კუერიმ და ვავრინკამ თითო ბრეიკი გაცვალეს და ისევ ტაი-ბრეიკის თამაში გახდა საჭირო. ამჯერად ამერიკელს გაუმართლა - 7:5. დარჩენილ სეტებშიც დაძაბული თამაში გაგრძელდა. ჩოგბურთელები დამაჯერებლად მოქმედებდნენ საკუთარ მოწოდებაზე და პერიოდულად ბრეიკის მოგების შანსს იღებდნენ. კუერის ასეთი შანსი მეტი ჰქონდა, მაგრამ ვავრინკა გადამწყვეტ მომენტებში უფრო მობილიზებული ჩანდა. სწორედ ეს ფაქტორი გახდა გადამწყვეტი მეხუთე პარტიაში, როცა შვეიცარიელმა სამიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და თავის სასარგებლოდ დაასრულა მარათონი - 7:6 (11:9), 6:7 (5:7), 7:5, 4:6, 6:4.

ასე რომ, ზედიზედ მეორე წელია აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში ვერც ერთ ამერიკელ მამაკაცს ვერ ვხედავთ. საერთოდ, 1925 წლის შემდეგ, ამერიკამ "დიდი სლემზე" ყველაზე სუსტი სეზონი ჩაატარა - მხოლოდ ენდი როდიკმა შეძლო ავსტრალიის ღიაზე მეოთხედფინალში თამაში.

გუშინ ორი ესპანური დერბი გაიმართა. მეთერთმეტედ ხვდებოდნენ ერთმანეთს დავიდ ფერერი და ფერნანდო ვერდასკო. ანგარიში 6:4 იყო ვერდასკოს სასარგებლოდ და ესპანელთა მეორე ნომერი ამჯერადაც გამარჯვებული გამოვიდა.

დავიდმა და ფერნანდომ ექვსი წუთით ნაკლები დაჰყვეს კორტზე, ვიდრე ვავრინკამ და კუერიმ. ფერერმა პირველი ორი სეტი მოიგო, მაგრამ ვერდასკომ შეძლო შეხვედრის შემობრუნება. როლან გაროსისა და უიმბლდონისგან განსხვავებით, ამერიკის ღიაზე მეხუთე სეტში ტაი-ბრეიკის თამაშია დაშვებული, თორემ ჩოგბურთელები უფრო მეტს დროს დაჰყოფდნენ კორტზე. საბოლოოდ, უფრო იღბლიანი ვერდასკო აღმოჩნდა, რომელსაც მეოთხედფინალში კიდევ ერთი ესპანური დერბი ელის რაფა ნადალთან. სხვათა შორის, ეს იქნება პირველი ესპანური მეოთხედფინალი ამერიკის ღიას ისტორიაში.

ნადალს მეტოქედ თანამემამულე ფელისიანო ლოპესი ჰყავდა და ისევე როგორც წინა სამ წრეში, რაფამ ამჯერადაც არ დათმო პარტია. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იოლად მოიგო. ლოპესს მხოლოდ ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ვერც ერთი ვერ გამოიყენა, ნადალმა კი თითო სეტში თითო ბრეიკი გაიფორმა და 2 საათსა და 7 წუთში მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური.

რა თქმა უნდა, ვერდასკოსთან მატჩში ნადალი ფავორიტია, მით უმეტეს, რომ რაფას ფერნანდოსთვის ათიდან ათი მატჩი აქვს მოგებული.

ქალებმა მეოთხედფინალში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა და უკვე დაკომპლექტდა პირველი ნახევარფინალური წყვილი - კიმ კლაისტერსი ვენუს უილიამსის წინააღმდეგ. ეს ჩოგბურთელები ამერიკის ღიას ორგზის ჩემპიონები არიან.

ამერიკელს მეტოქედ როლან გაროსის ჩემპიონი ფრანჩესკა სკიავონე ჰყავდა. მაყურებელმა შესანიშნავი ბრძოლა იხილა. უილიამსი უფრო აქტიური ჩანდა, იტალიელი კი თავს იცავდა და შესაძლებლობის ფარგლებში კონტრშეტევაზე გადადიოდა. ამასთან, ბევრი იყო შეცდომები. მაგალითად, ვენუსს ცხრა ორმაგი და 33 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა, სულ მატჩში კი 9 ბრეიკი დაფიქსირდა. საბოლოოდ, ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ ამერიკელმა ორ სეტში გაიმარჯვა - 7:6 (7:4), 6:4.

კიდევ უფრო გაუჭირდა კიმ კლაისტერსს, ვინც როლან გაროსის ფინალისტ სამანტა სტოსურს ხვდებოდა. ბელგიელს პირველად მოუწია ამ ტურნირზე სამი სეტის თამაში. ამ შეხვედრაშიც საკუთარ მოწოდებას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა - მეტოქეებმა ჯამში 15 (!) ბრეიკი დააგროვეს, მატჩის ბოლო 10 გეიმში კი ცხრა ბრეიკი დაფიქსირდა. უილიამსის მსგავსად, კლაისტერსიც ბევრს ცდებოდა - 10 ორმაგი და 43 უნებლიე შეცდომა იყო მის ანგარიშზე. მიუხედავად ამისა, კიმმა 19 მატჩამდე აიყვანა ამერიკის ღიაზე მოგებათა სერია და ახლა ნახევარფინალში უფროს უილიამსს შეხვდება. ეს იქნება ამ ჩოგბურთელების მე-13 მატჩი. ჯერჯერობით ანგარიში თანაბარია - 6:6, თუმცა კლაისტერსს ბოლო ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული, მათ შორის შარშან ამერიკის ღიას მერვედფინალში, როცა მეტოქეებმა პირველი ორი სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:0 მოიგეს, რის შემდეგაც ბელგიელმა ბოლო სეტში 6:4 გაიმარჯვა.

კაცები

1/8 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 23) 6:3, 6:4, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 8)-დავიდ ფერერი (ესპ, 10) 5:7, 6:7(8), 6:3, 6:3, 7:6(4); მიხაილ იუჟნი (რუს, 12)-ტომი რობრედო (ესპ) 7:5, 6:2, 4:6, 6:4; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 25)-სემ კუერი (აშშ, 20) 7:6(9), 6:7(5), 7:5, 4:6, 6:4.

1/4 ფინალი

ნადალი (1)-ვერდასკო (8); ვავრინკა (25)-იუჟნი (12); მონფილსი (17)-ჯოკოვიჩი (3); სიოდერლინგი (5)-ფედერერი (2).

ქალები

1/4 ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 2)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 5) 6:4, 5:7, 6:3; ვენუს უილიამსი (აშშ, 3)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6) 7:6(5), 6:4.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა