ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში პარასკევის მატჩი დაბრუნდა
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში პარასკევის მატჩი დაბრუნდა: გერმანიის ჩემპიონატის 25-ე ტური დღეს "მერსედეს-ბენც-არენაზე" გასამართი მატჩით გაიხსნება, რომელშიც ძალიან კარგ ფორმაში მყოფი და ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "შტუტგარტი" უმძიმესი წნეხის ქვეშ მოქცეულ "კაიზერსლაუტერნს" მასპინძლობს.

"შტუტგარტმა" ბოლო ტურებში საკუთარი თამაში იპოვა: ბრუნო ლაბადიას გუნდს უკანასკნელი ოთხი მატჩიდან სამი მოგებული აქვს და თანაც, ამ ოთხ შეხვედრაში შვაბებმა 15 გოლის გატანა მოახერხეს. აქედან, ბოლო ორი გამარჯვება ძალიან ხმაურიანი გამოუვიდათ: ჯერ "ფრაიბურგი" გაანადგურეს 4:1, მერე კი წინა ტურში "ჰამბურგს" სტუმრად 4:0 აგემეს. განსაკუთრებით გემრიელი სწორედ ეს მოგება გახლდათ, რადგან "შტუტგარტმა" გასვლითი თამაშის მოგება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეძლო და თან საუკეთესო ექვსეულს, საიდანაც ევროპის ლიგაში გადიან, 4-ქულიან დისტანციამდე მიუახლოვდა.

ფაქტია, რომ ლაბადიას გუნდის ბოლოდროინდელი აღმაფრენა წინა ხაზის დამსახურებაა: "შტუტგარტს" 2012 წელს 18 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ 18 გოლიდან 8 ავსტრიელი ნახევარმცველის (!), მარტინ ჰარნიკის ანგარიშზეა. ჯამში კი ჰარნიკს უკვე 14 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაშიც გამოჩნდა (საუკეთესოებს, მარიო გომესსა და კლაას-იან ჰუნტელაარს 4 გოლით ჩამორჩება). გატანა დაიწყო იანვარში "ჰოფენჰაიმიდან" ნაყიდმა ფორვარდმა ვედად იბიშევიჩმაც.

შედარებისთვის, "კაიზერსლაუტერნს" მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 16 გოლი აქვს გატანილი და "ეშმაკებმა" მეტოქის კარის ბადე ვერც წინა ტურში შეარხიეს (0:0 "ვოლფსბურგთან"). მიუხედავად აღებული ქულისა, "ლაუტერნი" ბოლო ადგილზე დაქვეითდა და გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ თუ 1. FCK დღესაც წააგებს, გუნდის ხელმძღვანელები მთავარ მწვრთნელ მარკო კურცს გაათავისუფლებენ.

9 მარტი

შტუტგარტი-კაიზერსლაუტერნი 23:30

პირველ წრეში: 2:0

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დელპიერი, აუდელი, ბა, ტრაორე - ბუგერა, კუემაა

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 24 17 4 3 52-16 55

2. ბაიერნი 24 15 3 6 51-16 48

3. ბორუსია (მ) 24 14 5 5 37-15 47

4. შალკე 24 14 2 8 51-32 44

5. ლევერკუზენი 24 11 7 6 36-29 40

6. ვერდერი 24 10 6 8 37-38 36

7. ჰანოვერი 24 8 11 5 30-32 35

8. შტუტგარტი 24 9 5 10 41-33 32

9. ნიურნბერგი 24 9 4 11 23-32 31

10. ჰოფენჰაიმი 24 7 9 8 27-28 30

11. ვოლფსბურგი 24 8 4 12 28-44 28

12. მაინცი 24 6 9 9 35-38 27

13. ჰამბურგი 24 6 9 9 28-42 27

14. კიოლნი 24 7 4 13 31-46 25

15. ჰერტა 24 5 8 11 26-40 23

16. აუგსბურგი 24 4 10 10 25-39 22

17. ფრაიბურგი 24 5 6 13 30-52 21

18. კაიზერსლაუტერნი 24 3 10 11 16-32 19

ბომბარდირები: 18 - გომესი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე); 16 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პოდოლსკი (კიოლნი); 15 - პისარო (ვერდერი); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი); 13 - როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი), რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა