პარიზი-ნიცას ველორბოლის მეოთხე ეტაპზე ისევ სპრინტმა გამოარკვია გამარჯვებული
პარიზი-ნიცას ველორბოლის მეოთხე ეტაპზე ისევ სპრინტმა გამოარკვია გამარჯვებული. ეტაპი ტრადიციული სცენარით განვითარდა. თავდაპირველად შედგა გაქცევა - პელოტონს დაცილდა ხუთი ნაკლებად ცნობილი ველომრბოლი.

მათგან გენერალურ კლასიფიკაციაში საუკეთესო მაჩვენებელი - 103-ე ადგილი ბელგიელ ბარტ დე კლერკს ჰქონდა. აქვე იყო ესპანელი ლუის ანხელ მატე, რომელიც “მთის მეფის” მაისურისთვის იბრძვის და ეტაპის განმავლობაში საბონუსე ქულების შეგროვებას აპირებდა.

გაქცეულები ზრდიდნენ უპირატესობას და ერთი პირობა ხუთ წუთსაც იგებდნენ, მაგრამ პელოტონმა არც ამჯერად დაუშვა მათი გამარჯვება და ფინიშამდე 22 კილომეტრით ადრე დაეწია ლიდერთა ჯგუფს. არადა, იყო საშიშროები, რომ დევნა გართულდებოდა, რადგან პელოტონმა ვერც ამჯერად აიცილა თავიდან ავარია, თუმცა ველომროლები ტრავმებს გადაურჩნენ.

ბოლო კილომეტრებზე კი დაიწყო სპრინტერული გარჩევები. გუნდები ცდილობდნენ თავიანთ საუკეთესო სპრინტერებისთვის ხელსაყრელი სიტუაცია შეექმნათ შეტევისთვის. ამ მხრივ ყველაზე კარგად "ლოტოს" წევრებმა იმუშავეს და ამ საჯინიბოს წევრმა ჯანი მირსმენმა პირველმა გადაკვევა ფინიშის ხაზი.

მეათე მივიდა ფინიშთან საერთო ჩათვლის ლიდერი, ბრიტანელი ბრედლი ვიგინსი, რომელმაც შეინარჩუნა ყვითელი მაისური. მეოთხე ეტაპს გენერალურ კლასიფიკაციაში არაფერი შეუცვლია - ვიგინსი კვლავ ექვს წამს უგებს ამერიკელ ლევი ლაიპჰაიმერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა