სატურნირო მდგომარეობით "დინამო" "სოხუმზე" წინ იყო, თუმცა შეხვედრა სოხუმელებმა იოლი გამარჯვებით დაასრულეს

გასულ კვირაში ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელიც მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

მართალია, სატურნირო მდგომარეობით "დინამო" "სოხუმზე" დაწინაურებული იყო, თუმცა შეხვედრა სოხუმელებმა იოლი გამარჯვებით დაასრულეს.

გუნდური თამაშის წყალობით სოხუმელებმა მატჩი მძლავრად დაიწყეს და საბოლოოდ 24 ქულის სხვაობით მოიგეს.

ასე რომ, "დინამოსა" და "შსს აკადემიას" "სოხუმიც" წამოეწია და რეგულარული ჩემპიონატის მოგებაზე სერიოზული განაცხადიც გააკეთა.

ამ ტრიოს კვალში უდგანან სტუ და "ოლიმპი", რომლებმაც ერთმანეთში გაარკვიეს ურთიერთობა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ტექნიკოსებს დარჩათ, რომლებსაც 30 ქულა შეაწია ლობჟანიძემ, ხოლო ორმაგი დუბლით გამოირჩა მაჩალაძე (22 ქულა, 18 მოხსნა). მატჩის ბომბარდირი კი ოლიმპელი მინაშვილი გახდა - 33 ქულა.

საინტერესო ბრძოლა შედგა "მაქაბისა" და "რუსთავს" შორის. თბილისელებმა პირველი მეოთხედი 17:4 მოიგეს, თუმცა ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდი, ფაქტობრივად, შეცვლების გარეშე თამაშობდა და საბოლოოდ სეზონის პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად ძალა აღარ ეყო.

ლევან რევაზაშვილმა რუსთაველებს 44 ქულა ჩაუგდო. ამით "მაკაბის" ბომბარდირი მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ ასცდა 40-ქულიან ზღვარს. ლევანს აქამდე 48 და 45 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.

2 მარტი

რუსთავი-დინამო 87:100

17:30, 20:25, 26:23, 24:22

რუსთავი: გაგნიძე (18ქ, 9მ, 4პ), მებურიშვილი (16ქ, 6ჩ), არაბული (11ქ, 11მ)...

დინამო: ალხანაიძე (25ქ), ჩოჩია (25ქ), ლომიძე (17ქ)...

6 მარტი

ოლიმპი-სტუ 81:87

15:23, 24:28, 16:16, 26:20

ოლიმპი: მინაშვილი (33ქ, 5პ), მუმლაძე (22ქ, 9მ), ვახანია (9ქ, 10პ)...

სტუ: ლობჟანიძე (30ქ, 6პ), მაჩალაძე (22ქ, 18მ)...

დინამო-სოხუმი 65:89

19:31, 15:13, 15:22, 16:23

დინამო: ალხანაიძე (19ქ, 112მ), ორმოცაძე (12ქ, 11მ), გაბისონია (12ქ)...

სოხუმი: ჯინჭარაძე (19ქ), დვალიშვილი (19ქ, 9მ), როგავა (15ქ, 9პ)...

მაქაბი-რუსთავი 79:86

17:4, 19:34, 24:30, 19:18

მაქაბი: ლ. რევაზაშვილი (44ქ, 19მ), ხეთაგური (14ქ)...

რუსთავი: დვალი (20), ქიტოშვილი (18ქ, 11მ), ოქროჭელიძე (10ქ, 11მ), გაგნიძე (10ქ, 10მ)...

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. სოხუმი 14 10 4 1133/995 24

2. შსს აკადემია 13 10 3 1025/880 23

3. დინამო 13 10 3 1127/981 23

4. სტუ 14 8 6 1112/1078 22

5. ოლიმპი 13 7 6 967/995 20

6. ქუთაისი 12 7 5 1056/947 19

7. კარდინალი 13 3 10 847/989 16

8. რუსთავი 12 4 8 880/980 16

9. მაკაბი 14 0 14 978/1280 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა