უელსის ნაკრებს შესანიშნავი შანსი აქვს, წლეულს "დიდი სლემი" შეასრულოს
უელსის ნაკრები შაბათს, კარდიფში ექვსი ერის გათამაშების ბოლოსწინა ტურში, იტალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

"წითელ ურჩხულებს" შესანიშნავი შანსი აქვთ, წლეულს "დიდი სლემი" შეასრულონ. საამისოდ მათ "სკუადრა აძურასთან" შესაძლო გამარჯვების შემდეგ, ერთი კვირის თავზე, საფრანგეთის ნაკრების დამარცხება მართებთ, რომელსაც ასევე შინ დაუპირისპირდებიან.

ეს ამბავი უელსელებს მწარედ ახსენებს შარშან გამართულ მსოფლიოს თასზე "ლე ბლოსთან" ნახევარფინალურ მატჩს, რომელშიც არბიტრმა ისინი ჯერ კიდევ შეხვედრის პირველ ნახევარში კაცნაკლული დატოვა. მაშინ ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ უელსის ნაკრებმა ფინალში ვერ გააღწია. არადა, ეს იქნებოდა ამ გუნდის საუკეთესო მიღწევა მის ისტორიაში.

"ახალ ზელანდიაში ნახევარფინალში წაგებამ გული ძალიან დაგვწყვიტა, თუმცა უფრო მეტი მოტივაცია გაგვიჩინა, რათა თავდაუზოგავად გვემუშავა და თამაშის ისეთივე დონისთვის მიგვეღწია, როგორიც მსოფლიოს თასზე ასპარეზობისას გვქონდა.

ქომაგები ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ. ყველა "დიდი სლემის" მოგებაზე ოცნებობს, მაგრამ იქამდე ორი თამაში გვაქვს მოსაგები.

უახლოესი მეტოქე იტალიის ნაკრებია. ამ გუნდმა ბოლო ხანს საგრძნობლად მოუმატა და მასთან თამაში ძალიან გვიჭირს. სწორედ ამიტომ ამჯერად მხოლოდ "სკუადრა აძურასთან" თამაშზე ვფიქრობთ და მთლიანად ამ მატჩის მოგებაზე ვართ კონცენტრირებულნი" - თქვა უელსელთა შერკინების ბურჯმა გეთლინ ჯენკინსმა.

უელსელთა გუნდს ტრავმის მოშუშების შემდეგ დაუბრუნდა მეორეხაზელი ალუნ-ვინ ჯოუნზი. შესაბამისად, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს ლუკ ჩარტერისი. მიკრო ტრავმა აწუხებდა შუამარბ ჯიმი რობერტსს, თუმცა უკანასკნელი ინფორმაციით, ის სათამაშოდ მზადაა.

"წინა ტურში ლონდონში "თვიქნემზე" გამარჯვების შემდეგ შინ, "მილენიუმზე" ვბრუნდებით და ჩვენი ქომაგების თანდასწრებით ორი ურთულესი მატჩის გამართვა მოგვიწევს. ძალიან კარგი შანსი გვაქვს, "დიდი სლემი" მოვიპოვოთ. ცხადია, უწინარესად, იტალიის ნაკრებთან გამარჯვებაზე ვიზრუნებთ, თუმცა ცალი თვალით წინ, "ლე ბლოსთან" მატჩისკენ იქნება ჩვენი მზერა მიმართული" - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.

უელსი: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ალექს კატბერტი, 1. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. რის პრისტლენდი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთლინ ჯენკინსი, 2. მეთიუ რისი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 5. იან ევანსი, 6. დენ ლიდიატი, 7. ჯასტინ ტიპურიჩი, 8. ტობი ფალეტაუ.

16. კინ ოუენსი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. ლუკ ჩარტერისი, 19. რაიან ჯოუნზი, 20. ლოიდ ვილიამსი, 21. ჯეიმზ ჰუკი, 22. სკოტ ვილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა