ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?

დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?

ევროშესარჩევ ციკლში ნაკრებში ყველაზე მეტი გოლის გამტანი მოთამაშე გაკვირვებული და უკმაყოფილოა
უკვე მესამე მატჩია, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დავით სირაძეს შეკრებებზე აღარ იწვევს. საბერძნეთთან, მოლდოვასა და ალბანეთთან მატჩებმა გამოცდილი თავდამსხმელის გარეშე ჩაიარა.

ამის გამო ევროშესარჩევ ციკლში ყველაზე მეტი გოლის გამტანი მოთამაშე გაკვირვებული და უკმაყოფილოა.

დავით სირაძეს ინტერვიუ სწორედ სანაკრებო თემაზე ჩამოვართვით.

- ნაკრებში არგამოძახებას შეეგუე?

- ამას ვერასოდეს შევეგუები. მიზეზს ვერ ვხედავ და ვერ ვხვდები, ნაკრების მწვრთნელის გულისწყრომა რითი დავიმსახურე.

საერთოდ ჩამომაშორეს ნაკრებსაც და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, არავინ არსად მახსენებს - არც ტრავმირებულებში და არც გამოსაძახებლებში. რატომ, დავაშავე რამე?

- ქეცბაია ემოციური კაცია და იქნებ შენგან რაიმე ეწყინა?

- ვერ ვხვდები, ჩემგან რა უნდა სწყენოდა? ფეხბურთელი ვარ და ნაკრებში გამოუძახებლობაც მე მწყინს. არც კონფლიქტური ვარ და მწვრთნელთან დაპირისპირებაც აზრად არ მქონია, მაგრამ ჩემი გულისტკივილი არ უნდა ვთქვა? არა მგონია, ამის ხმამაღლა თქმა გამაღიზიანებელი იყოს.

როდესაც ნაკრებში დანიშნეს, ქეცბაია ამბობდა, ფეხბურთელს არ უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ნაკრებში გამოძახება, თამაშის ამბიციაც უნდა ჰქონდესო.

- მიწვევის იმედიც აღარ გაქვს?

- ნაკრებში თამაშის იმედი ყოველთვის მექნება. მთავარია, რომ ნაკრებში "ცარიელი ადგილი" არ ვყოფილვარ და გოლებიც გამქონდა. რუსეთის პრემიერლიგაში ვთამაშობ და არა დაბალი დონის ჩემპიონატში, ნალჩიკის "სპარტაკის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ მთვლიან. გუნდს რომ არ ვჭირდებოდე, იცით, რა იოლად შემელეოდნენ?

შესაძლოა, "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ღარიბი კლუბია, მაგრამ იმდენი ფინანსები მაინც აქვს, სასურველი მოთამაშეები რომ მიიწვიოს.

- თუ იმსახურებ, რატომ არ გიწვევს ქეცბაია? ემოციურია, მაგრამ უწესობას ვერავინ დასწამებს...

- შეიძლება უწესობის გამო არ გამოიძახო, მაგრამ ფეხბურთში არგამოძახების კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს. ხომ უნდა თქვა და აუხსნა მოთამაშეს და გულშემატკივარს, ამა და ამის გამო აღარ მჭირდება სირაძეო. მაგრამ მსგავსი არაფერი თქმულა. ფეხებზე დაკიდებაა, როცა აღარავინ გიკავშირდება და არ გახსენებენ.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ნაკრებში არასოდეს ვყოფილვარ.

კიდევ გავიმეორებ, რა იყო პოლონეთთან ამხანაგურ მატჩზე ჩემი ჩამოუსვლელობის მიზეზი: ნაკრებში თამაშისთვის თავი ნაღდად არ ამირიდებია, - ეს აბსურდია. ვიზის აღებას ვერ ვასწრებდი. არც უთამაშებელი ვყოფილვარ, როგორც ამბობდნენ. რუსეთის პრემიერლიგაში ვინ თამაშობს და ვინ არა, ამის გაგება ადვილია. და კიდევ, ხორვატებთან სტუმრად თამაშისას ქეცბაიასთვის შეცვლა არ მითხოვია.

- ალბანეთთან საქართველოს ნაკრების თამაშს ნახავდი. რა შთაბეჭდილება დაგრჩა?

- სამწუხაროდ, ვერ ვუყურე, მაგრამ ძალიან გამიხარდა, გუნდმა წელი გამარჯვებით რომ დაიწყო. არავინ იფიქროს, რადგან არ მიწვევენ, ნაკრების წარმატება მწყინს. ეს ჩვენი ქვეყნის ნაკრებია და მისი თითოეული გამარჯვება ჩემთვის ძვირფასია.

აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი გუჯა რუხაიაზე: მას ჩემზე კარგად არავინ იცნობს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებს დიდ ძალას შემატებდა. რამდენი ხანია ვუყურებ და ძალიან საჭირო მოთამაშეა. ასევე ვფიქრობ გოგიტა გოგუაზე. ის ნაკრებში თამაშს იმსახურებს, რაც არაერთხელ დაამტკიცა.

- ლადო დვალიშვილის შესახებ რას იტყვი, ახლა მას ნაკრებში მძიმე დღეების გადატანა მოუხდა...

- ლადო ჩემი მეგობარია და გულწრფელად ვგულშემატკივრობ. ყოველთვის მქონდა მისი იმედი და დარწმუნებული ვარ, მალე ისევე დაიწყებს გატანას, როგორც პირველი სანაკრებო მატჩების დროს. იქნებ ეს ვინმეს დაავიწყდა? ნაკრებში რომ პირველად გამოიძახეს, ყველას დიდი იმედი გაუჩნდა, რადგან ბევრი გაჰქონდა.

პენალტის გაფუჭება და დათარსული პერიოდი კი ყველაზე ცნობილ თავდამსხმელებსაც ჰქონიათ და ლადოს ახლა გამხნევება და თანადგომა უფრო სჭირდება, ვიდრე ხელის კვრა და ძაგება.

- ნალჩიკის "სპარტაკმა" სეზონი წარუმატებლად დაიწყო და "ვოლგასთან" წააგო. შენი აზრით, გუნდს პრემიერლიგაში დარჩენის რა შანსი აქვს?

- "ვოლგასთან" არახელსაყრელ პირობებში ვითამაშეთ. ჯერ ერთი, მატჩი ხელოვნურ საფარზე ჩატარდა, სადაც "ვოლგა" ემზადებოდა. ჩვენ კი ანტალიიდან მატჩის წინა დღეს ჩამოვფრინდით და მინდორზე ვარჯიშების შემდეგ ხალიჩაზე თამაში გაგვიჭირდა. მეორეც, სითბოდან უცებ სიცივეში მოვხვდით და ჩვენი შესაძლებლობები ვერ ვაჩვენეთ. მაგრამ პრემიერლიგაში დარჩენის იმედი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zaali

alex , ამ გოგუასი რა მოსწონს. კი გამოჩნდა დინამოში მაგის "მაღალი" კლასი.

• mentalitet

ბურტონ, ვინაა ასაკოვანი?? სირაძე? შენ მაგრა გეშლება, ეხლავე ჩამოგიყალიბებ ჩვენი ნაკრების ასაკობრივ კატეგორიებს: 1) ძველი გვარდია: კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი.. ქეცბაია, არველაძეები, ქინქლაძე.. 70ებში დაბადებულები. ასათიანიც კი არ შედის ამ თაობაში, 1981 ანია და მერე დაემატათ, ასკა სულ სხვა იყო.. 2) მომდევნო თაობა, რომელმაც ეხლა უნდა ითამაშოს! 1980-86 წლებში დაბადებულები: გოგუა და სირაძე, ამისულაშვილი, სალუქვაძე, ხუბუტია, რევიშვილი და ლორია, მარცვალაძე და ხოჯავა, კანკავა,ლობჟანიძე, გვიგალაშვილი, გურული, კობახიძე.. და ასათიანმაც უნდა ითამაშოს. რას ერჩი ამ ხალხს? ეხლა ეს ხალხი უნდა გაუძღვეს ნაკრებს და ახალგაზრდებს! თაობათა ცვლა ასე ხდება და არასდროს არ შეიძლება მარტო ახალგაზრდების შეყრა მოედანზე, უმეტესობა უნდა იყვნენ ღირსეული და გამოცდილი უფროსი ფეხბურთელები..

• mentalitet

სერ დავიდ სირაძე და "გოგიტა ლა კომედია" დააბრუნეთ ნაკრებში!!; )) დავით ჯიგარო ტყუილად ნერვიულობ, შეილება არავინ გახსენა მაგრამ ყველას მაგრა უყვარხარ და აუცილებელი ხარ ნაკრებში მოედანზე!! სხვები არ ვიცი, მე სულ ნაკრების სიაში გეძებ ხოლმე და ძალიან მინდა რომ შენც ითამაშო ხოლე:) შენი კლასი, შენი სული, შენი შემართება მაგრა მიყვარს:) აი სუფთა ფეხბურთელი ხარ! და აუცილებელი პიროვნება გუნდში! ქეცბა არ ვიცი მაგრამ სხვა ნებისმიერი მწვრთნელი აუცილებლად გამოგიძახებს ნაკრებში, ამის ვერ დანახვა შეუძლებელია.. პრაგმატიზმი და არა-ქართული საფეხბურთო აზროვნება ქეცბას უდიდესი შეცდომაა, მე მწამს რომ მოვა სხვა ქართველი მწრვთნელი რომელიც ყველაფერს იმას გააკეთებს რაც საჭიროა

• Burton

alex--მეგობარო, ვერც ახალგაზრდები იტანენ ბურთს-ბურთზე, მაგრამ მათ დათოსგან განსხვავებით მომატების პერსპექტივა გააჩნიათ. გოგუასთან დაკავშირებით გეთანხმები.

• სანდრო

genacvalet ra chemi komentarebi ar modis tkven madashi rom ar debt??? tu akac mishas xeli urevia blin

• alex

Burton ახალგაზრდები ხო რას ამბობ ბურთს ბურთზე იტანენ მეტოქის კარებში. კი ბაზარი არაა ახალგაზრდენი უნდა იყვნენ, მაგრამ წინ გამოცდილი ფორვარდი გვჭირდება, მაგალითად სირაძე. მალტასთან შეხვედრაში დაგავიწყდა ვინ დაგაწყებინა სიხარულისგან ყვირილი ბოლო წუთზე? სირაძემ. ხორვატებთან საგოლე პასით ამან გაუკეთა კანკავას, ლატვიასთანაც ამან გაიტანა გოლი. ამაზე გამოცდილი დღეს ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე არავინ გვყავს. და კიდევ ერთი: სანამ პირად ურთიერთობებს გვერდზე არ დავაყენებთ და პირველ რიგშინაკრების წარმატებაზე არ ვიფიქრებთ არაფერი გამოგვივა. ამით იმის ტქმა მინდა, რომ გოგუამაც და ქეცბაიამაც შერიგებისკენ ნაბიჯები უნდა გადადგან გოგუას გარეში აშკარაა რომ გვიჭირს.

• Burton

დათო, ძმაო, გვიყვარხარ და გაფასებთ, მადლობა გატანილი გოლებისთვის. გასაგებია, რომ გული გწყდება, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ უკვე ასაკში ხარ, კლუბშიც ვერ ხარ შედეგიანი, ძალიან ცოტა გოლები გაგაქვს. ნაკრებში ახალი გუნდი შენდება და ახალგაზრდებს აძლევენ შანსს. გაგებით უნდა მოეკიდო ამ საკითხს. წარმატებები!

• SSC NAPOLI

აუ ამას სულ პრეტენზიები როგორ უნდა ქონდეს რა :@

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!