ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ინგლისი. პრემიერლიგა. XXVIII ტურის წინ: დი მატეოს პრემიერლიგური პრემიერა

ინგლისი. პრემიერლიგა. XXVIII ტურის წინ: დი მატეოს პრემიერლიგური პრემიერა

აღმოფხვრის იტალიელი შეცდომათა იმ "ბუკეტს", რასაც ანდრე ვილაშ-ბოაში შეეწირა?
ამ უქმეებზე ინგლისის პრემიერლიგაში ცოტა უცნაური ტური ტარდება. კი დავფიქრდით, მაგრამ ვერც ერთ შეხვედრას ცენტრალურის სტატუსი ვერ მივანიჭეთ. ყველაზე საინტერესოდ "სანდერლენდი"-"ლივერპულის" დაპირისპირება მოგვეჩვენა.

ორშაბათს "არსენალი"-"ნიუკასლიც" ტარდება, მაგრამ როცა ეს მასალა იწერება, იქამდე ჯერ კიდევ 72 საათზე მეტია დარჩენილი და "ემირიტსის" შეხვედრაზე წერა ცოტა გვიჭირს.

პირველზე რატომ შეჩერდა არჩევანი, ახლავე გეტყვით. "სტედიუმ ოფ ლაითზე" მარტინ ონილის მისვლის შემდეგ "შავმა კატებმა" თამაში გამოასწორეს. მეტიც, იანვარში ისინი ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ. 6 მატჩიდან 4 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და მხოლოდ "სტემფორდ ბრიჯზე" დამარცხდნენ "ჩელსისთან".

კარგი იყო თებერვლის დასაწყისიც, მაგრამ მერე ამას უეცრად "ვესტ ბრომვიჩთან" 0:4 და "სენტ ჯეიმს პარკზე" "ნიუკასლთან" უსახური 1:1 მოჰყვა. ამ თამაშის შემდეგ დამრიგებელმა შეგირდებს უსაყვედურა, პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდნენ, მეორეში კი საქმე მოთავებულად ჩათვალეს და ჩაეძინათო.

გარდა უაზროდ დაკარგული ქულებისა, ონილი იმანაც გააბრაზა, რომ ის ორმა წამყვანმა ნახევარმცველმა დააღალატა. მაიკ დინმა ჯერ სტეფან სესინიონი გააგდო, საფინალო სასტვენის შემდეგ კამათისთვის მის გზას ლი კატერმოულიც გაუყენა. პირველს 3 მატჩით აუკრძალეს მინდორზე გასვლა, მეორეს - 4-ით.

"ლივერპულზე" კი რისი თქმა შეიძლება? გუნდს "არსენალთან" არაერთი და ორი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარის დიდებული თამაშის გამო კოშელნის ავტოგოლს დაყაბულდა. მერსისაიდელებს ვერც ლიგის თასის მოგებამ უშველა. კენი დალგლიშის გუნდი ისევ კოჭლობს.

ბოლო 5 შეხვედრაში "წითლებს" ერთადერთი მოგება აქვთ ქვედალიგელ "ლეიტონ ორიენტთან" (6:1) და ისიც 3 ავტოგოლის დახმარებით. პრემიერლიგაში კი "წითლებმა" ბოლოს "ვულვზს" 39 დღის წინ მოუგეს.

მართალია, დალგლიშს დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ როგორც ირკვევა, შანსი იმისა, რომ სტივ ჯერარდი და გლენ ჯონსონი სასტარტოში თამაშს შეძლებენ, საკმაოდ მცირეა. საუკეთესო შემთხვევაში კაპიტანს 30 წუთით თუ შეეძლება მოედანზე გამოსვლა.

"მომავალ თამაშებზე ისეთივე განწყობით უნდა გავიდეთ, როგორც ეს "არსენალთან" გავაკეთეთ. ბიჭებმა ლონდონელებთან მართლა კარგად ითამაშეს. თუკი ამას მოვახერხებთ, ასე ხშირად აღარ წავაგებთ. ბოლო თამაშის დასრულების შემდეგ განწყობა ძალიან ცუდი იყო. ის ვერ მივიღეთ, რასაც ვიმსახურებდით. თუმცა თამაშის ხარისხი მაინც იმედის მომცემი იყო", - აცხადებს დალგლიში.

"ჩელსი"-"სტოკ სიტის" დაპირისპირება ყურადღებას ყველაზე მეტად იმით იპყრობს, რომ "ლურჯებს" პრემიერლიგის შეხვედრაში პირველად გაუძღვება რობერტო დი მატეო. მან ლონდონელებს შუა კვირაში უკვე უთავკაცა - "ბირმინგემთან" ინგლისის თასზე.

ჟურნალისტებმა დანანებით აღნიშნეს, რომ იტალიელს არაფერი ახალი უჩვენებია. პრინციპში შეიძლება მან ეს ვერც მოასწრო. შანსი, იმის დასამტკიცებლად, რომ ანდრე ვილაშ ბოაშისგან რამეთი განსხვავდება, მას 10 მარტს მიეცემა. სიმბოლურია, რომ "სტოკ სიტისთან" ჰქონდა დებიუტი მის წინამორბედსაც.

იმედია, დი მატეო აღმოფხვრის შეცდომათა იმ "ბუკეტს", რასაც პორტუგალიელი სპეციალისტი შეეწირა - პირველ რიგში დაპირისპირებას წამყვან ფეხბურთელებთან.

10 მარტს საინტერესო თამაში შედგება ლივერპულის "გუდისონ პარკზე" - "ევერტონი"-"ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. მასპინძლებმა წინა ტურში თავი მაინცდამაინც ვერ გამოიჩინეს, როცა "ქუინზ პარკთან" ქულას ძლივს გამორჩნენ. "ტოტენჰემმა" კი ბოლო ორ ტურში საქმე ისე გაიხადა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა კი არა მესამე ადგილიც საეჭვო გაუხდა.

ჰარი რედნაპის გუნდმა შუა კვირაში "სტივენეიჯთან" ინგლისის თასის 1/8-ფინალში ითამაშა. მოგებით მოიგო, მაგრამ ორი წამყვანი ფეხბურთელის ტრავმად კი დაუჯდა - ვიცე-კაპიტანი მაიკლ დოუსონი სეზონის დარჩენილ ნაწილსაც გამოტოვებს და ვერც ევროპის ჩემპიონატზე წავა. აარონ ლენონის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. თუმცა დღეს ის მოედანზე ვერ იქნება.

დაბოლოს, 11 მარტის დაპირისპირებებზეც ვთქვათ. შუა კვირაში ევროპის ლიგაზე წყვილად წაგებული თამაშების შემდეგ კვირას ერთდროულად იწყებენ თავიანთ თამაშებს მანჩესტერული გრანდები. "სიტი" "სუონსის" სტუმრობს.

შეუძლებელია, რომ "სპორტინგთან" წაგება არ აისახოს რობერტო მანჩინის გუნდის განწყობაზე. მით უფრო, რომ "ეტიჰადის" მკვიდრთ ვერ დავაბრალებთ, რომ შესუსტებული შემადგენლობით ასპარეზობდნენ. პირიქით, ისინი ძალიანაც მონდომებულები იყვნენ, მაგრამ ვერას გახდნენ.

"სიტის" არც წინა ტურში უთამაშია კარგად. მართალია, "ბოლტონთან" 2:0-ისთვის რა ენერგიაც დახარჯეს ისიც ეყოთ, მაგრამ "სუონსი" სხვა საქმეა. უელსელებს ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ - მათ წინა ტურში გაძევებული ნათან დაიერი არ ეყოლებათ.

თანაქალაქელთა ფეხის დაცდენას ელოდება "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც მზადაა, "სიტი" ცხრილის სათავეში ჩაანაცვლოს. "ეშმაკებმა" ხუთშაბათს "ბილბაოსთან" ევროპის ლიგის საშინაო შეხვედრა დათმეს. დიდი ფიცი-მტკიცის მიუხედავად, იოლი შესამჩნევია, რომ ალექს ფერგიუსონის გუნდი სრულად კონცენტრირებული მხოლოდ პრემიერლიგაში თამაშობს.

რას ნიშნავს ბოლომდე მობილიზებული "იუნაიტედი", ამას საკუთარ ტყავზე 11 მარტს როი ჰოჯსონი გამოცდის. თუმცა ნამდვილად არ გვინდა იმის თქმა, რომ მის გუნდს შანსი არ აქვს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXVIII ტური

10 მარტი

ბოლტონი-ქუინზ პარკი 16:45

ტრავმა: გარდნერი, ლი, ჰოლდენი, მირსი, რაილი, დევისი, ალონსო - კემპბელი, ჰელგუსონი, ფორლინი, ჰოლი, დაიერი

ასტონ ვილა-ფულჰემი 19:00

ტრავმა: კლარკი, დენი, ბენტი, დელფი - კელი, ჰიუზი, გრიგერა, სიდუელი

ჩელსი-სტოკ სიტი 19:00

ტრავმა: კოული, ბოსინგვა - სიდიბე, უილკინსონი

სანდერლენდი-ლივერპული 19:00

ტრავმა: ბრამბლი, ანხელერი, ვესტვუდი, კირიაკოსი, რიჩარდსონი, ბრაუნი - ლეივა, ჯერარდი, ჯონსონი, აგერი

დისკვალიფიკაცია: კატერმოული, სესინიონი

ვულვერჰემპტონი-ბლექბერნი 19:00

ტრავმა: ჰენრი, ედვარდსი - სალგადო, გრელა

ევერტონი-ტოტენჰემი 21:30

ტრავმა: გიბსონი, როდუელი, ანიჩებე - დოუსონი, ჰადლსტოუნი, ლენონი, საა

11 მარტი

მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ბრომვიჩი 18:00

ტრავმა: ვალენსია, ლინდეგორი, ფლეტჩერი, ოუენი, კლევერლი, ვიდიჩი - შარნერი, ტომასი, რიდი, ჯონსი, გერა

სუონსი-მანჩესტერ სიტი 18:00

ტრავმა: აგუსტინი, ბოდე, ლიტა - რიჩარდსი, საბალეტა, კომპანი

დისკვალიფიკაცია: დაიერი

ნორვიჩი-უიგანი 20:00

ტრავმა: აიალა, ვონი, რუდი, ტირნი

12 მარტი

არსენალი-ნიუკასლი 00:00

ტრავმა: დიაბი, ფრიმპონგი, სანტოსი, უილშირი, კოკელენი, ბენაიუნი, არტეტა, რემსი, სკილაჩი, მერტეზაკერი - მარვო, რეინჯერი, ტეილორი, ბესტი, ლოვენკრანდსი, ამეობი

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. სიტი 27 21 3 3 69-19 66

2. იუნაიტედი 27 20 4 3 66-27 64

3. ტოტენჰემი 27 16 5 6 52-33 53

4. არსენალი 27 15 4 8 55-38 49

5. ჩელსი 27 13 7 7 47-32 46

6. ნიუკასლი 27 12 8 7 39-39 44

7. ლივერპული 26 10 9 7 30-25 39

8. ფულჰემი 27 9 9 9 37-36 36

9. სტოკ სიტი 27 10 6 11 27-38 36

10. ვესტ ჰემი 27 10 5 12 34-35 35

11. ნორვიჩი 27 9 8 10 38-44 35

12. სანდერლენდი 27 9 7 11 35-31 34

13. ევერტონი 26 9 7 10 27-28 34

14. სუონსი 27 8 9 10 30-34 33

15. ასტონ ვილა 27 6 12 9 30-35 30

16. ქუინზ პარკი 27 5 7 15 28-46 22

17. ბლექბერნი 27 5 7 15 38-60 22

18. ვულვზი 27 5 7 15 30-56 22

19. ბოლტონი 27 6 2 19 29-56 20

20. უიგანი 27 4 8 15 23-52 20

ბომბარდირები

25 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 18 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 16-16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დემბა ბა (ნიუკასლი); 13-13 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი); 12 -კლინტ დემპსი (ფულჰემი); 11-11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ