ამსტერდამის "აიაქსიდან" ლომბარდიული გრანდში გადასულმა ფეხბურთელმა მილანურ ყოფაზე ისაუბრა
ურბი ემანუელსონი "მილანში" 2011 წლის ზაფხულში გადავიდა, იქამდე კი ამსტერდამის "აიაქსის" ღირსებას იცავდა და ჰოლანდიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

თავიდან ცოტა გაუჭირდა ლომბარდიულ გრანდში დამკვიდრება, თუმცა ბოლო დროს აშკარად მოუმატა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.

მართალია, ამას "მილანის" სავსე ლაზარეთმაც შეუწყო ხელი, მაგრამ ურბის წარმატებას ეს ნაკლებად აკნინებს. "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტთან ემანუელსონმა "მილანში" მის ყოფაზე ისაუბრა:

"ჰოლანდიის დატოვება ძალიან გამიჭირდა, რადგან "აიაქსი" ერთ მუშტად შეკრული გუნდი იყო და იქ ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში. ამიტომ, არაერთხელ ვთქვი უარი სხვადასხვა შეთავაზებებზე...

თუნდაც "რომას" და "ტოტენჰემის" ვარიანტები ავიღოთ, რომლის მესვეურებიც არაერთხელ გამოვიდნენ კონტაქტზე. ბოლოს, "მილანიც" გამოჩნდა და იქ კი მივხვდი, რომ უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლებოდა.

საბედნიეროდ, ახალ გუნდში შესანიშნავად მიმიღეს და ყველანაირად გვერდში დამიდგნენ. თავს უბედნიერესად ვგრძნობ და ერთი წუთითაც არ მინანია, რომ "როსონერიში" გადმოსვლის გადაწყვეტილება მივიღე - მეტიც, ეს მართლაც ბრძნული ნაბიჯი იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა