ბერძენ-რომაელებმა მოსკოვური მსოფლიოს ჩემპიონატი ცივი შხაპით დაასრულეს - ჩვენი გუნდის ლიდერი, ევროპის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) მესამე წრეში ხორვატ ნევენ ზუგაისთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. ვინაიდან კვირკველია ჩვენი ნაკრების ბოლო მონაწილე იყო, ეს ავტომატურად ნიშნავდა გუნდის კრახსაც.

ბერძენ-რომაელებმა მოსკოვური მსოფლიოს ჩემპიონატი ცივი შხაპით დაასრულეს - ჩვენი გუნდის ლიდერი, ევროპის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) მესამე წრეში ხორვატ ნევენ ზუგაისთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. ვინაიდან კვირკველია ჩვენი ნაკრების ბოლო მონაწილე იყო, ეს ავტომატურად ნიშნავდა გუნდის კრახსაც. ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც 2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მომხდარი ალბათ, ლოგიკური დასასრულია იმ პროცესებისა, რაც ბოლო წლებში საქართველოში ზოგადად საჭიდაო სახეობებში ხდება. სავარაუდოდ, ამ წაგებას მწვრთნელის შეცვლა მოჰყვება, მაგრამ ეს არაა გამოსავალი. მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა ძირეული რეფორმები საჭიდაო მეურნეობაში, მართვის სისტემის შეცვლა და კიდევ უამრავი ღონისძიება, რომელთაგანაც ერთ-ერთი უმთავრესი დისციპლინის განმტკიცებაა.

სიმართლე გითხრათ, კვირკველია ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი მეგონა. მით უფრო, ამ ჩემპიონატისთვის ჩვეულად ემზადებოდა. ბოლოსწინა შეკრებაზე ტრავმა კი მიიღო და ვერ გეტყვით, ამან რამდენად იქონია გავლენა მის მზადყოფნაზე, მაგრამ ფაქტია, რომ კრიტიკულ მომენტებში ხორვატი ორჯერ ვერ დაატრიალა. არადა, პირველი პერიოდი მოიგო და რაკიღა მეორეში მეტოქეს ერგო ჩოქბჯენში ჩასვლა, საქმის მოთავება მაშინვე შეეძლო. ვითარების გამოსწორება დამატებით დროშიც შეიძლებოდა, რაკიღა ბედი ისევ მის მხარეს იყო, მაგრამ ვერც ამჯერად დაატრიალა და წააგო. სამწუხაროდ, ჩვენებურს კუბელ რაულ კონსუეგრასთან მოგება ვერაფერში წაადგა. ნევენ ზუგაი თავისი ძმის - ნენად ზუგაისგან განსხვავებით (რომელიც 84-ში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა) რომ ვერაფერი მოჭიდავეა, მალევე დამტკიცდა - ჯერ მომავალ ჩემპიონთან, თურქ სელჩუკ ჩებთან დამარცხდა, რაც მოსალოდნელიც იყო, მერე კი სანუგეშოშიც პირველივე ბრძოლა დათმო არცთუ ძლიერ აზერბაიჯანელ რაფიკ ჰუსეინოვთან. სამწუხაროა ასეთ ფალავანთან მარცხი.

ჩები ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა. თან დამაჯერებლად მოიგო ტურნირი. აღსანიშნავია სომეხი ევროპის ჩემპიონის არსენ ჯულფალაკიანის წარმატებაც, თავად ტურნირს კი რაც შეეხება, გუნდურ ჩათვლაში რუსებმა გაიმარჯვეს, ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავედ კი ამბაკო ვაჩაძე (66) დაასახელეს. რუსებს და მათ ქართველ მწვრთნელ გოგი კოღუაშვილს ერთადერთი ოქრო ქართველმა ვაჩაძემ მოუტანა.

დღეს ჩემპიონატში მხოლოდ ქალების ჯერია, ხვალიდან კი ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც ჩაებმებიან - პირველად 55 კილოგრამის ფალავნები იასპარეზებენ, ანუ ჩვენებურთაგან ბესარიონ გოჩაშვილი გამოვა.

74. სელჩუკ ჩები (თურქეთი), 2. არსენ ჯულფალაკიანი (სომხეთი), 3. იმილ შარაფეტდინოვი (რუსეთი), დანიარ კობონოვი (ყირგიზეთი).

ლელო

lasha qardava
აუ მანჩო რა იმედი გაგვიცრუე,არაუშავს გაიბრწყინებ ისევ:):)
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა