იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაც მოიგო და ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი...

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაც მოიგო და ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი. ესტონეთის და ფარერის კუნძულების ძლევა საგმირო საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ამდენი წარუმატებლობის შემდეგ, ეს ორი გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ იტალიას სუსტ გუნდებთან ფეხის დაცდენა სჩვევია და საამისოდ არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია - ამ შემთხვევაში კი ყველაფერმა უმტკივნეულოდ ჩაიარა და "სკუადრა აძურა" ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

ფარერებთან ჩეზარე პრანდელიმ სამი გამოკვეთილი შემტევით ითამაშა: ფლანგებიდან ჯუზეპე როსი და ანტონიო კასანო უტევდნენ, ცენტრფორვარდის პოზიცია კი ალბერტი ჯილარდინომ დაიკავა. ეს უკანასკნელი მშობლიურ "არტემიო ფრანკიზე" თამაშობდა და ბუნებრივია, ძალიან უნდოდა თავის გამოჩენა. საერთოდ, კასანოსა და როსის გარემარბებად გამწესებას ჯერ კიდევ მუნდიალის წინ ითხოვდნენ იტალიელი ჟურნალისტები და ის რაც მარჩელო ლიპიმ არ დაუშვა, ჩეზარე პრანდელიმ გააკეთა. ერთი სიტყვით, "აძურამ" შემტევი ფეხბურთი ითამაშა და სტადიონზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი სანახაობრივი ფეხბურთის მომსწრე შეიქმნა. სპექტაკლი დადგა ანტონიო კასანომ, რომელმაც არაერთი რეიდი გამოაცხო, უამრავი ზუსტი და გამჭოლი გადაცემა გააკეთა და ერთი გოლიც მიითვალა აქტივში. თანაც, გოლი მეტად ეფექტური გამოუვიდა, ფლანგიდან დაიძრა, ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია. იქამდე ალბერტო ჯილარდინომ იხეირა თავური დარტყმით, რასაც დანიელე დე როსის მიერ მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგიანი დარტყმით დაგვირგვინება მოჰყვა. ერთი სიტყვით, კასანომ ანგარიში 3:0 გახადა და სწორედ ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ნახევარში პრანდელიმ სამივე ცვლილება განახორციელა - დე როსის ნაცვლად თამაშში ანჯელო პალომბო ჩართო, ჯილარდინოს ჯამპაოლო პაცინი ჩაენაცვლა, ხოლო როსის ფაბიო კვალიარელა. ანუ, ტაქტიკური გადაადგილება არ მომხდარა და "აძურამ" თამაში იმავე სქემით ჩაამთავრა, რითიც დაიწყო. შეიძლება თქვათ, რა საჭირო იყო ტაქტიკის შეცვლა მოგებულ თამაშშიო, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ასეთ პაექრობაში უნდა გამოსცადო ახალი სქემები და ტაქტიკური მონახაზები. რაც შეეხება მეორე ნახევარში განვითარებულ მოვლენებს, თამაშის სურათი არ შეცვლილა - იტალია გამუდმებით უტევდა და კიდევ ორი გოლი გაუტანა მეტოქეს. ჯერ ფაბიო კვალიარელამ გამოიჩინა თავი, ვინაც ფარერელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და კუნძულელთა კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა - შეხვედრის საბოლოო რეზულტატი კი ანდრეა პირლომ დააფიქსირა, ვინაც საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად და ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში გაახვია.

ნამატჩევს, ჩეზარე პრანდელი ძალიან კმაყოფილი გახლდათ: "უნდა ვაღიარო, რომ იოლი თამაში გვქონდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გავიმარჯვეთ. ამას ველოდი კიდეც, რადგან პირველი გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელები ამაღლებულ განწყობაზე გახლდნენ. თანაც, ჩვენ ფლორენციაში ვითამაშეთ, იქ, სადაც მხარდაჭერა ყოველთვის გარანტირებული გვაქვს. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ქომაგებს, რომლებმაც პირადად ჩემდამი დიდი სითბო გამოხატეს. კასანო კვლავ ყურადღების ცენტრშია და ეს არ მიკვირს, რადგან ესტონეთთან თამაშის მსგავსად, ფარერებთანაც შესანიშნავად იასპარეზა. ლიდერობა აიღო თავის თავზე და გულშემატკივარი აღტაცებაში მოიყვანა. მარჩელო ლიპიმ თავისი არჩევანი გააკეთა, როდესაც ანტონიო მუნდიალს მიღმა დატოვა, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, კასანო რომ სამხრეთ აფრიკაში წაეყვანა, ყველაფერი სხვაგვარად ხომ არ იქნებოდა? - ეს უკვე წარსულია და უმჯობესია, აწმყოს დავუბრუნდეთ. ძალიან გამახარა ჯილარდინოს გოლმა, რადგან ალბერტოს მთელი გულით უნდოდა, რომ "არტემიო ფრანკიზე" თავი გამოეჩინა. მთლიანობაში, ძალიან კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ და კმაყოფილი ვარ".

პრესასთან გასაუბრება ალბერტო ჯილარდინოსაც მოუწია, რომელიც პრანდელის თქმის არ იყოს, მთელი კვირას იმას გაიძახოდა, ფარერებს გოლი უნდა გავუტანოო: "მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე არც თუ ძლიერი გვყავდა, მიღწეული გამარჯვებით მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. შემტევი, კომბინაციური ფეხბურთი ვითამაშეთ და გულშემატკივარმაც დიდი სიამოვნება მიიღო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ გოლს მაინც გავიტანდი და ასეც მოხდა - ორმაგად სასიამოვნოა, რომ ეს გოლო ფლორენციელი გულშემატკივრების თვალწინ გავიტანე".

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის