ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჰუნტელარი გაგიჟდა

ჰუნტელარი გაგიჟდა

შესაძლოა, ბერტ ვან მარვიიკი უკვე ნანობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე კლას-იან ჰუნტელაარს ძალიან ცოტა დრო მისცა...

შესაძლოა, ბერტ ვან მარვიიკი უკვე ნანობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე კლას-იან ჰუნტელაარს ძალიან ცოტა დრო მისცა. როგორც გახსოვთ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე რობინ ვან პერსი ირჯებოდა, ჰუნტე კი სათადარიგოთა სკამს ხეხავდა. ჰოლანდიამ ფინალს უწია და შესაძლოა იკითხოთ, სულ რომ ეთამაშა "მილანის" მაშინდელ ფორვარდს, მეტი რაღა შედეგი უნდა მიეღოთო, მაგრამ მეტიც შეიძლებოდა - თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონობა. როგორც უკვე მიხვდით, ჰოლანდიის ნაკრების მორიგ წარმატებაში ლომის წილი სწორედ კლას-იან ჰუნტელაარმა დაიდო და ეს შეხვედრა "ნარინჯისფრებმა" ფინეთის ეროვნულ გუნდთან გამართეს.

ჰოლანდიამ 2:1-ზე გაიმარჯვა და ორივე გატანილი გოლი ჰუნტელაარის ანგარიშზეა - ჯერ ვესლი სნეიდერს დაუფასა ზუსტი გადაცემა და თავური დარტყმით იხეირა, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ჰოლანდიის უმთავრესმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. ფინელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა - ჰოლანდიამ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფის ლიდერად მოგვევლინა. ვან მარვიიკის შიში იმის თაობაზე, რომ დიდი საფეხბურთო ფორუმის შემდეგ, გუნდს ჩავარდნა დაეწყებოდა, არ გამართლდა და მწვრთნელს შეუძლია მშვიდად იყოს. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი იმაზე გაცილებით უფრო კარგად მიდის, ვიდრე შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა. თუნდაც იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ გამოჩნდა თავდამსხმელი, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია - ის, რაც ასე ძალიან აკლდა მუნდიალზე "ნარინჯისფერთა" გუნდს. ვან პერსიც ჩადგება ფორმაში, არიენ რობენიც გამოჯანმრთელდება და კონკურენციაც გამძაფრდება, რაც მხოლოდ წაადგება ჰოლანდიურ ფეხბურთს და კონკრეტულად ეროვნულ ნაკრებს.

შეხვედრაზე დეტალური საუბრისგან თავს შევიკავებთ, რადგან განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ მატჩის საბოლოო რეზულტატი. ვერ ვიტყვით, რომ ჰოლანდიელებმა ძალიან მაღალ ტემპში ითამაშეს, მაგრამ სამაგიეროდ, არაერთი ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს და ნათლად გამოჩნდა, რომ შეთამაშების მხრივ, არავითარი პრობლემა არ აქვთ.

ბერტ ვან მარვიიკმა კმაყოფილება გამოთქვა შეგირდების თამაშით და დასძინა, რომ გუნდი სწორ გზას ადგას: "კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ სწორ გზას ვადგავართ და ამ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ. მადლობა შეგირდებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ანგარიში თამაშის რეალურ სურათს არ ასახავს. ფინეთი საკმაოდ კარგი გუნდია, ბევრს გაამწარებს და მიხარია, რომ დაგეგმილი სამი ქულა უპრობლემოდ ავიღეთ".

მატჩის შემდეგ, პრესის ყურადღების ცენტრში შეხვედრის მთავარი გმირი, კლას-იან ჰუნტელაარი მოექცა, ვინაც შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ძალიან კარგ ფორმაში ვარ და მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებს გატანილი გოლებით დავეხმარე. განვლილ ორ პაექრობაში ექვსი ქულა ავიღეთ და ამაში ყველამ თანაბარი წვლილი შევიტანეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც დროული გადაცემებით მომამარაგეს და მეც ისღა დამრჩენოდა, თავი გამომეჩინა. ბევრს ეგონა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კრიზისი დაგვეწყებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი რიგზეა".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა