"შსს აკადემიასა" და "ქუთაისს" შორის მატჩი ყველაზე დრამატული გამოდგა
ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე, მაკედონიის ნაკრებს ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავდა. ალექსანდრეს დროის ჩაფხუტებში გამოწყობილი მცირე ჯგუფი დარბაზში ისეთ ადგილს ირჩევდა და გუნდს იმდენად გულიანად ქომაგობდა, რომ არაერთი მეტოქის გულშემატკივარი დაჩრდილა.

სწორედ მაკედონელთა 20-კაციანი ჯგუფი გამახსენა "ქუთაისის" ქომაგთა გამოჩენამ სპორტის სასახლეში - ქუთათურები 40 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან, შეძახილებს სიმღერებიც მოაყოლეს... ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ უმეტესობას "ნიუ იორკ ნიქსის" 33-ნომრიანი, პატრიკ იუინგის ფორმა ეცვა.

ჰოდა, საინტერესო დამთხვევის მომსწრენი გავხდით - სნაიპერმა დავით ბარბაქაძემ ზუსტად 33 ქულა ჩააგდო და ნამატჩევს ღიმილით თქვა: ეს სწორედ 33-ნომრიან გულშემატკივართა პატივსაცემად გავაკეთეო...

თემას "შსს აკადემია"-"ქუთაისის" მატჩის მიმოხილვაში განვავრცობთ.

სოხუმი-თსუ 89:83

23:16, 28:19, 14:33, 24:15

სოხუმი: ფარღალავა (24ქ, 7მ, 7პ), როგავა (10ქ, 3პ), ჩლაიძე, ათუაშვილი (15ქ, 9მ), ფაცაცია (12ქ, 11მ, 4პ), გაფრინდაშვილი (2ქ, 3პ), ქადარია (9ქ), ჯგერენაია (3ქ), ჯანაშია (10ქ), ჩაჩიბაია (14ქ, 11მ, 3პ).

თსუ: კოხრეიძე (9ქ, 4პ, 4ჩ), თავამაიშვილი, ნინიაშვილი (21ქ, 5მ), ჩიტაშვილი (20ქ, 7პ, 4ჩ), ხიზანიშვილი (11ქ), შერმადინი (1ქ), მაისურაძე (5ქ), ჩქარეული (2ქ), ბაქრაძე (4ქ, 5მ), ჩიკვილაძე, ვ. ბერუაშვილი (10ქ, 12მ, 4პ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

რიმვიდას სამულენასი (სოხუმის მწვრთნელი):

- მინდა მადლობა ვუთხრა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს, რომლის წყალობით მეტოქემ კარგი თამაში აჩვენა. დავუშვით 25 შეცდომა, რაც ძალიან ბევრია.

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი):

- გუნდში მექანიზმი მოშლილია, 2 კალათბურთელი გამოგვაკლდა; სოსო შერმადინს კი კისერი ჰქონდა გაშეშებული და ტკივილგამაყუჩებლების საშუალებით ითამაშა. ვცდილობთ ვუჩვენოთ ქართული, შემტევი კალათბურთი, არაფერი დავთმოთ. ქართველები ვართ, გვაქვს ქართული სისხლი და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

შსს აკადემია-ქუთაისი 83:85

20:20, 21:22, 23:24, 19:19

შსს: მუდი (2ქ), ნიკოლაძე (1ქ), ლონდარიძე, თენიეშვილი, იმნაძე, ტაბსი (12ქ, 8მ), ბლერი (20ქ, 7პ, 5ჩ), ბოქოლიშვილი (6ქ, 3პ), სმიტი (28ქ, 11მ), ტრეპალოვაცი (12ქ, 6მ), ბექაური.

ქუთაისი: ფაშაევი (11ქ), ბაბუნაშვილი (16ქ, 6პ), დიდია (3ქ, 5მ, 4პ), ცეკვავა (5ქ, 7პ, 3ჩ), დ. ბარბაქაძე (33ქ, 8მ), გ. ბარბაქაძე (8ქ), კოღუაშვილი (2ქ), მათიაშვილი (7ქ, 8მ, 3ჩ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ს. საინერსი.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში დავით ბარბაქაძემ სამქულიანით იმერლები 71:64 დააწინაურა. სწორედ ამ დროს ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა კოლეგამ - სუპერლიგა "გაველურდაო".

საქმე ისაა, რომ ძმებ ბარბაქაძეებს "ველურებს" ეძახიან. შსს-სთან უფროსმა, დათომ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა, 33 ქულა (7 ორქულიანი და 9 სამიანი ისროლა და 5-5 ჩააგდო, რასაც 8 საჯარიმო წაუმატა), 8 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მისმა "ქუთაისმა" "აკადემია" 85:83 დაამარცხა და "ველურაც" ტურის საუკეთესო კალათბურთელად დავასახელეთ.

თამამად შეიძლება ითქვას - ეს იყო მეორე წრის ყველაზე დრამატული მატჩი. თავად განსაჯეთ: თამაშისთვის განკუთვნილი დრო რომ ამოიწურა, საჯარიმოს ხაზთან შსს-ს ახალწვეული ალენ ტრეპალოვაცი დადგა, რომელსაც ორი ტყორცნის რეალიზების შემთხვევაში მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლო, მაგრამ... რა ანგარიშით მოიგო "ქუთაისმა", ოქმში წაიკითხავდით.

გარდა დრამატული ფინალისა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა როგორც სანახაობრივი, ისე ტაქტიკური თვალსაზრისით. ვიხილეთ ორი მწვრთნელის ტაქტიკური ჭიდილი, რომელიც კინაღამ ფრედ დასრულდა.

"შსს აკადემიას" თავკაც გიორგიოს კეცელიდისს კარგად მოეხსენებოდა, რომ "ქუთათურთა" რიგებში ქულაუხვობით რეზო დიდია და გიგი ბარბაქაძე გამოირჩევიან. ამიტომ მათ განეიტრალებას დიდი ყურადღება დაუთმო და ამ დუეტისგან მხოლოდ 11 ქულა მიიღო. სამაგიეროდ, დავით ბარბაქაძემ გაისროლა, რომლისგანაც ამას ნამდვილად არ ელოდა თუნდაც იმიტომ, რომ დათოს მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში 18-ზე მეტი არ ჰქონდა მოგროვილი.

თბილისელებმა აქცენტი ფარქვეშიდან შეტევაზე გააკეთეს. კარგადაც გამოუვიდათ: სამწამიანი ზონიდან 46 ქულა მოინაგრეს, მაშინ, როცა სტუმრებმა ფარქვეშიდან მხოლოდ 32 ქულა ჩააგდეს. თუმცა იმერელთა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა სწორად გათვალა და შსს-ს ფარქვეშიდან მოძალების გაბათილება პერიმეტრის გააქტიურებით სცადა. კარგადაც გამოუვიდა: მისმა გუნდმა 11 სამქულიანი გამოიყენა, მაშინ, როცა საკუთარ კალათში მხოლოდ 2 სამიანი მიიღო.

ამ კომპონენტში "შსს აკადემიას" დაბალი შედეგიანობის მიზეზი მწვრთნელის ჩანაფიქრის (აქცენტი სამწამიანზე გააკეთა) გარდა, ლარი ბლერის წინააღმდეგ თემურ ბაბუნაშვილის აგრესიული თამაშითაც იყო განპირობებული. სხვათა შორის, თემური შეტევაშიც გამოირჩა, 16 ქულა და 6 პასი მოაგროვა.

დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი):

- თუნდაც სატურნირო თვალსაზრისით, გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, რისთვისაც მთელი კვირა ვემზადებოდით. კმაყოფილი ვარ ბიჭების თავდადებით. ყველა მოთამაშე გმირია. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენ ქულას ჩააგდებს. მთავარია, ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

გიორგიოს კეცელიდისი (შსს კადემიას მწვრთნელი):

- ცუდი სტატისტიკა გვაქვს საჯარიმო სროლებსა და სამქულიანებში, თუმცა "ქუთაისთან" ავირჩიეთ სტრატეგია, რომლის მიხედვით ფარქვეშიდან უნდა შეგვეტია. ამ მხრივ უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ყველაფერი ბოლო წამებზე მეტოქის სასარგებლოდ გადაწყდა. დამარცხებას ალენ ტრეპალოვაცის ჯარიმებს ნუ დავაბრალებთ, მთელმა გუნდმა წააგო.

ჯასტინ ტაბსი (შსს აკადემია):

- ბევრი შეცდომა დავუშვით. მესამე პერიოდში ინიციატივასაც დავეუფლეთ, მაგრამ შენარჩუნება ვერ შევძელით.

გიგი ბარბაქაძე:

- დიდი მადლობა ქუთაისიდან ჩამოსულ ყველა გულშემატკივარს, რომელმაც ასეთ ცუდ ამინდში დიდი გზა გამოიარა და გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარა.

სამედიცინო-არმია 65:101

12:28, 24:24, 15:16, 14:33

სამედიცინო: ტომარაძე (2ქ), ჭოჭუა (18ქ), დვალიშვილი (8ქ, 9მ), აბაიშვილი (2ქ, 4პ), ილიჩი (13ქ), კვეტენაძე (5ქ, 5მ), პირველაშვილი, სამოილოვიჩი, გაბისონია (14ქ), ფერიაშვილი.

არმია: ვუდსაიდი (31ქ, 6პ, 8ჩ), ბაბიაშვილი (2ქ), ბოისა (2ქ, 8მ, 3ჩ), მინაშვილი (4ქ), უგრეხელიძე (4ქ), კვიმსაძე (2ქ), ტომასი (15ქ), ათანელიშვილი (4ქ, 5მ), შელბომი (12ქ, 10მ), დიასი (16ქ), საყვარელიძე (2ქ, 4პ), შარაბიძე (7ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე, ი. ბერიშვილი.

კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი):

- პლეი ოფები ახლოვდება და ვეცდებით დაცვაში თუ შეტევაში ჩვენი შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ნელ-ნელა ტრავმირებული კალათბურთელებიც ფორმაში შედიან. მხოლოდ ჯერემი რიჩარდსონი გვაკლდა, რაც ფედერაციის ბრალია. ვფიქრობ, დაუმსახურებელი ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

კახა შენგელია (სამედიცინოს მწვრთნელი):

- შევეცადეთ, ეს მატჩი მომდევნო შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოგვეყენებინა. მომავალ შაბათს უშუალო კონკურენტ თსუ-ს ვეთამაშებით. გამარჯვება ძალიან გვჭირდება.

სტუ-ოლიმპი 74:91

18:24, 13:16, 20:20, 23:31

სტუ: ტეტელაშვილი (2ქ, 4პ), თევზაძე (3ქ), მაჩალაძე (7ქ, 8მ), ხანიაშვილი (25ქ), კობიძე (6ქ, 5მ), დეკანოიძე, ძიძიგური (2ქ, 5პ), კოპალიანი (1ქ), კორძაძე (4ქ), ნოზაძე (7ქ, 7მ, 3პ, 3დ), ანთაძე (17ქ, 4ჩ).

ოლიმპი: გულისაბედაშვილი (10ქ, 7მ, 4პ), ნანიტაშვილი, თავართქილაძე (6ქ), სიგუა (2ქ, 3პ), მილუტინოვიჩი (8ქ, 7მ, 2დ), მ. ბერიშვილი (14ქ, 9მ, 8პ, 4ჩ), სლიუკა (3ქ), ტუტუსი (16ქ, 5მ), ტოდოროვიჩი (13ქ, 8მ), ჰოგერი (19ქ, 10მ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ს. საინერსი, ი. ბერიშვილი.

თემურ აბულაძე (ოლიმპის მეორე მწვრთნელი):

- დღეს შესაძლებლობების 30 პროცენტიც ვერ გამოვამჟღავნეთ. ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული გიორგი გამყრელიძეს, რომელიც სტუ-სთან ვერ დაგვეხმარა. ვერც იმას გეტყვით, ზუსტად როდის შეუერთდება გუნდს.

ზურაბ ტომარაძე (სტუ-ს მწვრთნელი):

- წინა მატჩებში გუნდი მთლიანად დაშლილი იყო. ახლა კი უკეთესად გავისარჯეთ და მცირედი წინააღმდეგობა მაინც გავუწიეთ ისეთ ძლიერ მეტოქეს, როგორიც "ოლიმპია".

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. არმია 15 15 0 1368/953 30

2. ქუთაისი 16 12 4 1362/1232 28

3. ოლიმპი 15 12 3 1243/1103 27

4. სოხუმი 16 10 6 1307/1217 26

5. შსს აკადემია 16 9 7 1438/1282 25

6. დინამო 16 8 8 1325/1366 24

7. სამედიცინო 16 6 10 1290/1379 22

8. სტუ 15 5 10 1162/1280 20

9. თსუ 15 5 10 1209/1339 20

10. ბათუმი 15 2 13 1055/1327 17

11. რუსთავი 15 1 14 1046/1327 16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაისი
ძაან აფასებენ ქუთაისელი ბიჭები გულშემატკივარს და გულშემატკივარიც ბოლომდე გვერდში უდგას ჩვენ საყვარელ გუნდს. ყველაზე კარგად ქუთაისის სპორტის სასახლეში იგრძნობა ეს......
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა