ასოციაციის ყრილობაზე დელეგატებმა პრეზიდენტის პოსტიდან გიზო ფხოველიშვილის გათავისუფლება გადაწყვიტეს
10 მარტს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ყრილობა ჩატარდა. წინასწარი ინფორმაციით, ის უნდა ყოფილიყო არა არჩევითი, არამედ რიგითი ყრილობა და პრეზიდენტის საკითხი არც უნდა განხილულიყო.

მაგრამ ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი გიზო ფხოველიშვილი ყრილობაზე არ გამოცხადდა, რის გამოც სხდომა დაგვიანებით დაიწყო და საბოლოოდ პრეზიდენტის პოსტიდან გაათავისუფლეს. დელეგატთა გადაწყვეტილებით, საარჩევნო ყრილობამდე პრეზიდენტის მოვალეობას ირაკლი ქავთარაძე შეასრულებს.

კაცმა რომ თქვას, მანამდე არსებული დაპირისპირებიდან ისედაც ცხადი იყო, რომ ადრე თუ გვიან, გამგეობის წევრები და დელეგატები მოქმედ პრეზიდენტს გადააყენებდნენ.

ყრილობას 42 დელეგატიდან 29 დაესწრო, მაგრამ ეს გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი იყო. მოქმედი პრეზიდენტის არგამოცხადებამ გამგეობის წევრებს მოთმინების ფიალა აუვსო.

"ორი წლის განმავლობაში ფხოველიშვილს არ ჩაუტარებია რიგითი ყრილობა და არც წლიური საქმიანობის ანგარიში წარუდგენია, რასაც მას წესდება ავალდებულებდა. მაგრამ ასოციაციის გამგეობასაც აქვს ყრილობის მოწვევის უფლება და ეს უფლება გამოვიყენეთ.

ველოდით, რომ ახლა მაინც მოვიდოდა ბატონი გიზო და მის ანგარიშს მოვისმენდით.

აქვე ვიტყვი, რომ ყრილობაზე მოსაწვევი სამი კვირით ადრე გაეგზავნათ დელეგატებსა და თავად პრეზიდენტს, მაგრამ ფხოველიშვილი "შერატონში" არც გამოცხადებულა და არც მიზეზიც გვაცნობა. მერე შემთხვევით შევიტყვეთ, რომ თბილისში არ იმყოფებოდა. მანამდე არც ასოციაციის გამგეობის სხდომას დასწრებია და დელეგატებმაც ჩათვალეს, რომ მისი საქციელი ყრილობისა და გამგეობის სრულ იგნორირებას ნიშნავდა.

გარდა ამისა, შემოდგომაზე დასაწყებ ჩემპიონატსაც ვერაფრით მოაბა თავი და საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზება საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაციამ აიღო. ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა, დაიშალა ახალგაზრდული ნაკრები...

აშკარა იყო პრეზიდენტის სრული უმოქმედობა და ყრილობაზე ბუნებრივად დაისვა მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ცხადია, საამისოდ წინასწარ არავინ ემზადებოდა, ამიტომ სასწრაფოდ მოგვიხდა არჩევნებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარება.

გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა მარტივი უმრავლესობაც საკმარისი იყო. ფარული კენჭისყრით, 29-ვე დელეგატმა გიზო ფხოველიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას დაუჭირა მხარი.

გადაწყდა, რომ საარჩევნო ყრილობა უახლოეს სამ თვეში ჩატარდება, თარიღს კი ასოციაციის გამგეობის სხდომაზე დავადგენთ. დროებით კი ასოციაციას ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ქავთარაძე უხელმძღვანელებს", - გვითხრა ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი დარჯანიამ.

ეროვნული ჩემპიონატი განახლდა

11 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატი, რომლის ორგანიზატორიც პირველად არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობს: "იბერია სთარი", თსუ, "თელასი", "აჭარა", "არგო", "სატრანსპორტო კომპანია", "უნივერსიტეტი" და "იმერეთი".

პირველი ტურის მატჩები ასე დასრულდა:

თსუ-"თელასი" 6:3

"აჭარა"-"უნივერსიტეტი" (თელავი) 3:5

"იბერია"-"სატრასპორტო კომპანია" 12:1

"ალგო"-"იმერეთი" გადაიდო, რადგან ქუთაისელმა ფეხბურთელებმა ჩამოსვლა დიდთოვლობის გამო ვერ მოახერხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს