"მეტალურგისგან" გადამწყვეტი ეტაპის ასე შთამბეჭდავად დაწყებამ კონკურენტები უნდა დააფიქროს
12. 03. რუსთავი. ფოლადი. 300 მაყურებელი

მეტალურგი-ბაია 4:0

1:0 სიხარულიძე (24), 2:0 კვარაცხელია (63, მაისურაძის პასით), 3:0 სიხარულიძე (77), 4:0 თექთურმანიძე (89)

მეტალურგი ბაია

4-2-3-1 4-3-3

ბედიაშვილი სომხიშვილი

ს. თოდუა აფაქიძე

კვარაცხელია პაჭკორია

მახვილაძე ლ. ტყებუჩავა

ჯაფარიძე აკობია

რაზმაძე კუტალია

ქავთარაძე ტყემალაძე

თექთურმანიძე სიხარულია

ი. მაისურაძე კუკავა

ოთარაშვილი გაბედავა

სიხარულიძე შ. ლომია

მწვრთნელი: მწვრთნელი:

კ. ჟორჟიკაშვილი გ. ტყებუჩავა

მეტალურგი

42. ოთარაშვილი - გავაშელიშვილი

74. ქავთარაძე - ტატანაშვილი

84. რაზმაძე - ექვთიმიშვილი

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჭედია, სეთურიძე, გეწაძე

ბაია

45. ტყემალაძე - ზ. ქვარცხავა

62. კუტალია - გუჯეჯიანი

77. ლომია - ეხვაია

სათადარიგოები: მაქაცარია, გ. ქვარცხავა, ნ. შონია, ფარჯიკია

გაფრთხილება: ტყემალაძე (40), აკობია (53), აფაქიძე (60)

არბიტრი: ლ. სილაგავა

თბილისისგან განსხვავებით, 12 მარტს რუსთავში მატჩის ჩატარება-არჩატარებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა და "მეტალურგმაც" დამაჯერებელი გამარჯვებით გაახარა ის სამასამდე ქომაგი, სუსხის მიუხედავად "გმირულად" რომ გაძლო შეხვედრის დამთავრებამდე.

"მეტალურგს" დიდი ხანი არ ჰქონდა საშინაო ასპარეზზე გამარჯვება მოპოვებული და ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპის ასე შთამბეჭდავად დაწყება კონკურენტებისათვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. თანაც, ვერავინ იტყვის, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშაო. თუმცა, საკადრო პრობლემების მიუხედავად, "მეტალურგმა" თავიდანვე მოიპოვა ტერიტორიული უპირატესობა და შეხვედრის საბოლოო შედეგიც ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ.

"ბაია", ფაქტობრივად, მხოლოდ საწყისი 15-20 წუთი ეპაექრებოდა თანაბრად მეტოქეს. პირველი სახიფათო მომენტიც ზუგდიდელებმა შექმნეს, როცა ლაშა კუკავა მახვილი კუთხიდან ცდილობდა "მეტალურგის" მეკარისათვის ბურთის თავზე გადაგდებას, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

აი, ამის მერე კი "მეტალურგის" უპირატესობა ნათლად გამოიხატა და გიორგი თექთურმანიძისა და ირაკლი მაისურაძის მცდელობებს შედეგი თუ არ მოჰყოლია, მომდევნო შეტევა უკვე გოლით დასრულდა: მაისურაძის შორიდან დარტყმული ბურთი "ბაიას" კარის ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ყველას ირაკლი სიხარულიძემ დაასწრო და ზუსტი "თავურით" თავისი გუნდი დააწინაურა.

პირველ ტაიმში დასამახსოვრებელი ლაშა ჯაფარიძისა და გიორგი ოთარაშვილის ეფექტური კომბინაციაც იყო, სტუმართა მეკარემ გიორგი სომხიშვილმა დროული რეაქცია რომ შეაგება. ამას გარდა, ის ეპიზოდიც გვინდა აღვნიშნოთ, როცა ვალიკო ტყემალაძისა და გიორგი ოთარაშვილის შეჯახებას ამ უკანასკნელის ტრავმა მოჰყვა.

შესვენების შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა თვალსაჩინოზე მეტი გახდა და მეტოქის კარში ერთიმეორეზე ეფექტური გოლებიც გაიტანეს.

ნურც იმ ფაქტს დავივიწყებთ, რომ შესვენების შემდეგ "მეტალურგის" რამდენიმე ფეხბურთელი სხვა პოზიციებზე ვიხილეთ, თუმცა ამ ცვლილებებმა დადებითი ეფექტი უფრო მოიტანა. ასე მაგალითად, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე "აწეულმა" ლაშა ჯაფარიძემ წამოიწყო სწორედ ის შეტევა, ჯერ კუთხური, შემდეგ კი გოლი რომ მოჰყვა: "სტანდარტული" ირაკლი მაისურაძემ ჩააწოდა. გუნდის კაპიტანმა გივი კვარაცხელიამ კი ეფექტური თავურით სტუმართა მეკარე უშანსოდ დატოვა.

მესამე გოლიც "სტანდარტულის" შესრულების შემდეგ გავიდა: კუთხური, დიმიტრი ტატანაშვილის თავური დარტყმა, ხარიხა და კვლავაც ირაკლი სიხარულიძის დასწრებაზე თამაში!

მატჩის ბოლო წუთებზე კი ერთიმეორეზე დინამიკური ორი ეპიზოდიც ვიხილეთ: ჯერ იყო და გიორგი თექთურმანიძემ თავისი ჩინებული რეიდი არანაკლებ შთამბეჭდავი შორეული და ზუსტი დარტყმით დაასრულა, მერე კი მასპინძელთა მეკარემ გრიგოლ ბედიაშვილმაც გამოავლინა თავისი ოსტატობა, როცა ირაკლი ეხვაიას მიერ დარტყმული ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა
მერე რა რო თოვლი იყო?! ჩვენ ბოლომდე იქ ვიყავით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ, მადლობა ბიჭებს!
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-0 გაგრა. შეწყვეტილი მოუგებელი სერია და გზა ფსკერისკენ
ერაყის ნაკრების 5 ფეხბურთელს აშშ-ში მუნდიალზე საასპარეზოდ ვიზა არ მისცეს
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
სამწუხარო ამბავი - NBA-ის კალათბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
ჰანსი ფლიკმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
[VIDEO] 5 მიზეზი, რის გამოც პსჟ-ს შეჩერებას ვერავინ ახერხებს
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
UEFA-მ ევროპული ტურნირების ფინალებზე მსაჯთა ვინაობა დაასახელა
ალონსო თანახმაა - "რეალის" ყოფილი დამრიგებელი პრემიერ ლიგას უახლოვდება
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
კუპერი კვლავ საქმეშია - საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა 70 წლის ასაკში მორიგი გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] დუეების ემოციური საღამო - მამამ იტირა, შვილმა ძმაზე ემოციური კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ენრიკე აღფრთოვანდა და ქართველს ტაში დაუკრა - რა გააკეთა კვარაცხელიამ ბოლო მატჩში, სადაც მხოლოდ 30 წუთი ითამაშა