გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მონღოლ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის დაეჭიდა, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) სეკივაკე კაკურიუს ხვდებოდა
თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ თეიმურაზ ჯუღელისგან (გაგამარუ) და ლევან გორგაძისგან (ტოჩინიშინი) იანვრის ბაშოს მიღწევის გამეორებას არც არავინ ელოდა.

ორივე ჩვენებური იმდენად დაწინაურდა რეიტინგში, რომ მხოლოდ ნარჩევ რიკიშებთან აქვთ საქმე. ახლა ქართველ სუმოისტთა მთავარი ამოცანა ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულებაა. ოსაკას ტურნირის სტარტმა გვიჩვენა, რომ ამის მიღწევა მათ ძალზე გაუჭირდებათ.

12 მარტს აღმოსავლეთის კომუსუბი გაგამარუ მონღოლ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის დაეჭიდა (ადრე მას ყველა ამ წოდებით იცნობდა). ქართველის 70-კილოიანი უპირატესობა აზიელმა ყელში წვდომით გაანეიტრალა, შემდეგ სწრაფად გადახტა მარცხნივ, მოიგდო მეტოქის მავაში და ელვის უსწრაფესად შეასრულა გდება.

ტოჩინოშინი სეკივაკე კაკურიუს ხვდებოდა. იაპონელმა ცაციით დაიჭირა ქართველის მავაში, დაატრიალა ის და ლამაზად შეასრულა უვატენაგე.

ორივე ჩვენებურს 0-2 ბალანსი აქვს. დღეს თეიმურაზი კაკურიუს შეხვდება, ხოლო ტოჩინოშინი ოს არანს.

ძურიოს დივიზიონში ზედიზედ მეორედ იმარჯვა კოკაიმ (ლევან ცაგურია).

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-მიოგირიუ (ოშიტაოში), ჰარუმაფუჯი-გაგამარუ (უვატედაშინაგე), ტოჩიოძანი-კისენოსატო (ოშიდაში), კოტოოშუ-ტოჩინოვაკა (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოკიტენკუ (იორიკირი), ბარუტო-იოშიკაძე (ცურიდაში), ამინიშიკი-კიოკუტენჰო (იორიკირი), კაკურიუ-ტოჩინოშინი (უვატენაგე), შოჰოზანი-არანი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-გოეიდო (ცუკიოტოში). ძურიო: კოკაი-საგაცუკასა (ჰატაკიკომი).

III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოჩინოვაკა, კისენოსატო-იოშიკაძე, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, ბარუტო-მიოგირიუ, ჰარუმაფუჯი-ტოკიტენკუ, გაგამარუ-კაკურიუ, კიოკუტენჰო-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-არანი, ვაკაკოიუ-შოჰოზანი. ძურიო: კოკაი-ტამაასუკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა