"ნიქსმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო და პლეი ოფის ზონიდან გავარდა

ზედიზედ ხუთი მატჩის წაგების შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" თითქმის უშანსოდ იყო "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ მატჩში. თუმცა მაიკ დ'ეტონის გუნდის ბოლომდე ჩამოწერა მართებული არ იქნებოდა, რადგან უკვე მერამდენედ ამ სეზონში "ბულზმა" ვერ შეძლო ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება.

ამ მომენტისთვის ლაზარეთში სასტარტო ხუთეულის ორი წევრი იმყოფება - ჰემილტონი და დენგი. გარდა ამისა - მნიშვნელოვანი სათადარიგო უოტსონი. მაგრამ აღნიშნულ შეხვედრაში "ჩიკაგოს" რეზერვისტებმა უკეთ ითამაშეს, ვიდრე მეტოქის სათადარიგოებმა. მასპინძლების "სკამმა" 25 ქულა დააგროვა და მხოლოდ სამი შეცდომა დაუშვა. ტაჯ გიბსონმა კი უფრო მეტი მოხსნა გააკეთა, ვიდრე "ნიქსის" ერთად აღებულმა ყველა რეზერვისტმა.

საინტერესო იყო გასული სეზონის MVP-ის დერიკ როუზისა და ახალი ვარსკვლავის ჯერემი ლინის დუელი. ამ უკანასკნელმა ცუდად თითქოს არ ითამაშა (ერთხელ როუზსაც კი დაუფარა), მაგრამ პრინციპული დაპირისპირება მაინც წააგო. საქმე მხოლოდ დერიკის 32 ქულაში არ არის (როუზს დაბალი პროცენტი ჰქონდა - 29-იდან 12 ჩაგდებული ბურთი).

მასპინძლების ლიდერმა 7-შედეგიანი პასი შეასრულა, მაგრამ ოთხი შეცდომა დაუშვა და ექვსჯერ(!) დაუფარეს. უბრალოდ, "ჩიკაგოს" პლეიმეიკერი შეუჩერებელი იყო იმ დროს, როცა ეს გუნდს ძალიან სჭირდებოდა, კერძოდ, შეხვედრის ბოლო წუთებზე. სწორედ მეოთხედში დაგროვებულმა 10-მა ქულამ გადაწონა მატჩის ბედი "ბულზის" სასარგებლოდ - მანამდე თამაში თანაბარი იყო.

მატჩის შემდეგ მაიკ დ'ენტონი სამართლიანად წუხდა თავისი გუნდის ერთ პრობლემაზე - ფარქვეშ ბრძოლაზე. 56:38 - ასეთი იყო მოხსნებში ანგარიში, ხოლო შეტევაში ეს სხვაობა კიდევ უფრო კატასტროფული გახლდათ - 22:9 "ჩიკაგოს" სასარგებლოდ.

დიდ ფილს ნიუ იორკი უნდა

სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა ESPN-ის რადიოეთერში ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა სტივენ ეი სმიტმა. მისი თქმით, "ჩიკაგო ბულზისა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა "ნიუ იორკ ნიქსის" გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.

სმიტის თქმით, თუ "ნიქსის" მფლობელი ჯეიმს დოლანი ლეგენდარულ სპეციალისტს სამუშაოს შესთავაზებს, ფილ ჯექსონი თანხმობას განაცხადებს. ნიუიორკულ კლუბს უკვე ექვსმატჩიანი წაგებათა სერია აქვს და ფანები გუნდის დამრიგებლის, მაიკ დ'ენტონის გადადგომას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს 12-გზის ჩემპიონმა (ერთხელ მოთამაშის რანგში) ფილ ჯექსონმა სამწვრთნელო კარიერა გასული წლის გაზაფხულზე დაასრულა.

ჩიკაგო-ნიუ იორკი 104:99

23:25, 25:25, 31:28, 25:21

ჩ: როუზი (32+6 მოხსნა+7 პასი), გიბსონი (15+13 მოხსნა), ბუზერი (15+7 მოხსნა), ნოა (12+10 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ბრიუერი (11+7 მოხსნა+7 პასი).

ნ-ი: ენტონი (21+8 მოხსნა), სტაუდმაიერი (20), ლინი (15+8 პასი+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ჩენდლერი (13+10 მოხსნა+3 დაფარება), ფილდსი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა