დღის პირველ მატჩში შედგა "შსა აკადემიასა" და "კარდინალის" დაპირისპირება, სადაც საბოლოოდ აკადემიელებმა 74:77 იმარჯვეს
ვაკეში მდებარე აკადემიის დარბაზმა 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ ტურს უმასპინძლა. დღის პირველ მატჩში შედგა "შსა აკადემიასა" და "კარდინალის" დაპირისპირება, სადაც საბოლოოდ აკადემიელებმა 74:77 იმარჯვეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი "კარდინალის" უპირატესობით წარიმართა, რომელმაც ტაიმში 38:36 იმარჯვა.. მესამე მეოთხედში "ძალოვნები" გააქტიურდნენ და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს - 54:55, გადამწყვეტ მეოთხედში კი მოახერხეს თამაშზე მობილიზება, მეტოქე საბოლოოდ გატეხეს და სატურნირო ცხრილში 11 მოგებითა და 3 მარცხით პირველ ადგილზე დამკვიდრდნენ.

"შსს აკადემიას" 25 ქულით მერაბ ბოქოლიშვილმა ულიდერა, ხოლო 21 ქულითა და 9 მოხსნით ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა ნოდარ თენიეშვილს დააკლდა. "თბილისის კარდინალებს" 15 ქულა გიორგი კალანდაძემ შესძინა, ხოლო 12 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ხარაძის ანგარიშზეა.

"დინამოსა" და სტუ-ს შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულა, რომელმაც მეტოქე დიდი ანგარიშით 108:86 დაამარცხა. მატჩის საწყისი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში სტუ დაწინაურდა და წინ 47:41 გავიდა.

მესამე პერიოდის შუაწელში "ტექნიკოსებმა" მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - 47:64, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და სრულიად დამსახურებული მოგება გაიფორმეს. "დინამოს" შემადგენლობაში გიგა მეხრიშვილი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულითა და 12 მხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო სტუ-ს მხრიდან ორმაგი დუბლით თავი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა გამოიჩინა. საბა ლობჟანიძემ 33 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო ზურაბ მაჩალაძემ - 24 ქულა და 12 მოხსნა.

დღის დასკვნით მატჩში "მაკაბიმ" უმასპინძლა "ქუთაისს", თუმცა მეტოქესთან ევრაფერი გააწყო და უშანსოდ, 52:108 დამარცხდა.

ქუთათურებმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და მორიგი გამარჯვება იზეიმეს. მაკაბელებს 36 ქულით ლევან რევაზაშვილმა ულიდერა, ხოლო "ქუთაისის" შემადგენლობაში 30 ქულით საუკეთესო ლევან გრძელიძე იყო. ორმაგი დუბლი მიითვალა ავთანდილ ლომინაშვილმა, რომელმაც 28 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა.

u-20.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა