მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირში 14 წლის თბილისელმა ბურთითა და რგოლით ვარჯიშებში მედლები მოიპოვა
თხუთმეტი ქვეყნის ახალგაზრდა მხატვრული ტანმოვარჯიშეები მონაწილეობდნენ გერმანიის ქალაქ შმიდენის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში.

მოასპარეზეთა შორის იყო 14 წლის თბილისელი სოფო ფარულავა (მწვრთნელი ლუბოვ სერგოვანცევა). ქართველმა სპორტსმენმა მსგავს ტურნირზე შარშან მრავალჭიდში მე-12 ადგილი დაიკავა.

ამჯერად 6 საფეხურით წინ წაიწია (პირველ ადგილზე რუსი დაშა სალდატოვა გავიდა). რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, ევროპელ თანატოლებთან პაექრობაში ჩვენებურმა ბურთითა და რგოლით ვარჯიშებში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

14 მარტს სოფო ფარულავა გაბრიელა ხვედელიძესთან ერთად უკრაინის დედაქალაქში გაემგზავრება და 15-19 მარტს კიევის საერთაშორისო ტურნირში - ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის, სპორტის დამსახურებული ოსტატის ირინა დერიუგინას თასის გათამაშებაში მოსინჯავს ძალებს.

ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მზევინარ სამუკაშვილმა გვითხრა, რომ მარტის მიწურულსა და აპრილის დასაწყისში ჩვენი მხატვრული ტანმოვარჯიშეები ეროვნულ ჩემპიონატში ჩაებმებიან, სადაც საუკეთესო სამეული შეირჩევა. პირველობის გამარჯვებული მაისის ბოლოს ნიჟნი ნოვგოროდში (რუსეთი) ევროპის ჩემპიონატზე ორი საგნით, ხოლო მეორე-მესამე პრიზიორები თითო საგნით იასპარეზებენ.

მანამდე კი 12-13 მაისს საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად გაიმართება მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი - "თბილისის თასი": 12 ქვეყნის წარმომადგენლები ორ ასაკში იპაექრებენ - ახალგაზრდები მრავალჭიდში, უფროსები კი ჯგუფურ ვარჯიშში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა