თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი, 28 წლის ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც აფრიკული ქვეყნის ჩემპიონატში ითამაშა და პირველი ქართველი მეგოლეცაა. ნერგაძე სამხრეთ აფრიკის პრემიერ სუპერლიგის "მოროკა სვოლოუსის" წევრია.

თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი, 28 წლის ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც აფრიკული ქვეყნის ჩემპიონატში ითამაშა და პირველი ქართველი მეგოლეცაა. ნერგაძე სამხრეთ აფრიკის პრემიერ სუპერლიგის "მოროკა სვოლოუსის" წევრია. ის ჩემპიონატის მე-2 ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო კეიპთაუნის "აიაქსის" წინააღმდეგ. თავის მეორე შეხვედრაში აფრიკის კონტინენტზე ნერგაძემ პირველი გოლი გაიტანა - მე-40 წუთზე მან "აიაქსის" კარი დალაშქრა. ქართველის გოლმა იოჰანესბურგელებს ვერ უშველა, სტუმრებმა 3:2 მოიგეს. "მოროკა სვოლოუსს", რომელსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი გერმანელი სპეციალისტი რაინერ ცობელი წვრთნის, 2 მატჩიდან ქულაც არ აუღია.

ნერგაძე თავიდანვე აქტიურად ჩაერთო თამაშში, "აიაქსის" გოლკიპერმა ნახტომში არ დაანება ქართველს პირველივე წუთზე თავით გაეტანა, მან ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 34-ე წუთზე ჩვენებურს ბურთი ხელზე მოხვდა და სტუმართა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, ფანტენიმ დუბლი შეასრულა - 0:2. ნერგაძემ 6 წუთში გამოასწორა თავისი შეცდომა, როცა კუთხურს კვლავ თავური დაუხვედრა, ამჯერად მან აჯობა მეტოქის ცნობილ გოლკიპერ ჰანს ვონკს. თამაშის შემდეგ ცობელმა შეაქო ქართველი დებიუტანტი და აღნიშნა მისი კარგი თამაში.

კაკულიას პირველი გოლი

მოლდოვის ნაციონალურ დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა 19 წლის დავით კაკულიამ. ქართველი ნახევარმცველი დიდი ხანი არაა, რაც "სფინტულ გეორგეს" შემადგენლობაში ჩაირიცხა. "სფინტულ გეორგემ" სტუმრად 3:0 მოუგო "კოსტულენის", მასპინძელთა რბევას კი სათავე ქართველმა ლეგიონერმა დაუდო მე-16 წუთზე. კაკულიამ ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა. "სფინტულ გეორგე" 4 ქულით მე-11 ადგილზეა.

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს