"არსენალი"-"ნიუკასლის" მატჩში ლამის 90 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სიტყვიერი დაპირისპირება რობინ ვან პერსისა და ტიმ კრულს შორის
"არსენალი"-"ნიუკასლის" მიმოხილვაშიც ვწერდით, რომ ლამის 90 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სიტყვიერი დაპირისპირება რობინ ვან პერსისა და ტიმ კრულს შორის.

მასპინძელთა თავდამსხმელი ყოველ ჯერზე, როცა "კაჭკაჭების" მეკარე დროის გაყვანას ცდილობდა, საშინლად ღიზიანდებოდა. მას შემდეგ კი, რაც ანგარიში 2:1 გახდა, ფეხბურთელებს შორის ლამის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ჰოვარდ ვებმა ორივეს ყვითელი ბართი უჩვენა და ისე დააშოშმინა. "რობინთან მომხდარი ინციდენტის გამო იმედგაცრუებული ვარ, თუმცა არაფერი იქამდე გაუგონარი არ მომხდარა.

"ჩვენ პროფესიონალი სპორტსმენები ვართ და გვესმის, რომ რაც მოედანზე ხდება, იქვე მთავრდება. მით უფრო, რომ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ვთამაშობთ და როცა მინდორზე ვართ, მხოლოდ მოგებაზე ფიქრის დროღა გვრჩება," - განუცხადა ჟურნალისტებს თამაშის მეორე დღეს ტიმ კრულმა.

ამავე ინციდენტს გამოხმაურა "ნიუკასლის" ცენტრალური მცველი ფაბრისიო კოლოჩინიც. არგენტინელის თქმით, მისთვის კონფლიქტის წარმოშობის რეალური მიზეზები უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა.

მიზეზი მარტივია: ვან პერსი და კრული ერთმანეთთან ჰოლანდიურად ლაპარაკობდნენ: "ისინი თავიანთ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდნენ. მე მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ ეს მეგობრული საუბარი არ იყო. ტიმი ძალიან მშვიდი ადამიანია და რაკი მას ასეთი მწვავე რეაქცია ჰქონდა იმაზე, რაც მოისმინა, ჩემვის ეს უკვე ნიშნავს, რომ ვან პერსი ტყუოდა. მან მეორე გოლის აღნიშვნისას ფეარ პლეის წესები ფეხქვეშ გათელა".

მცირე კომენტარი გააკეთა ხონას გუტიერესმაც. "დარწმუნებული ვარ, რომ ვან პერსი მართალი არ იქნებოდა. ის, რაც მან გააკეთა, ნამდვილად ზედმეტი იყო. მათ ხომ იმ მომეტისთვის თამაში უკვე მოგებული ჰქონდათ? არ მესმის ამ ადამიანის. როცა მოგების შემდეგ ასე იქცევი, ნიშნავს, რომ ცუდი პიროვნება ხარ. მე არ ვლაპარაკობ ვან პერსიზე, როგორც ფეხბურთელზე. ხომ ნახეთ, მას დაწყნარებისკენ თანაგუნდელებიც კი მოუწოდებდნენ. კარგია, რომ ტიმი სიმშვიდეს ბოლომდე ინარჩუნებდა," - უთხრა მან ESPN-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
"ბორჯღალოსნები" | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის
გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა
ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე
[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს
"ბორჯღალოსნები" | მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა
[VIDEO] დონჩიჩის ისტორიული მიღწევა, რივზს ბრაიანტის გადასასწრებად ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" მორიგი მატჩი მოიგო
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია - "კვარა" ცეკვის შემდეგ
ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება