ვონის დომინირებამ ქალებს შორის მიმდინარე სეზონს ყოველგვარი აზრი დაუკარგა
ლინდსი ვონის დომინირებამ ქალებს შორის მიმდინარე სეზონს ყოველგვარი აზრი დაუკარგა. დარჩენილ რბოლებში ინტრიგა მხოლოდ იმაში მდგომარეობს - შეძლებს თუ არა ამერიკელი კიდევ რამდენიმე რეკორდის გაუმჯობესებას.

გუშინ, ვონმა მსოფლიოს თასის მფლობელის რანგში მოიგო სეზონის ბოლო სწრაფდაშვება. ეს ავსტრიის კურორტ შლადმინგში მოხდა. ამერიკელმა წუთსა და 46,56 წამში დაფარა დისტანცია და დიდი უპირატესობით - 92 მეასედი წამით მოუგო მეორე ადგილზე გასულ ფრანგ მარიონ როლანდს. მესამეადგილოსანი სლოვენიელი ტინა მაზე ვონს წამითა და 22 მეასედით ჩამორჩა. ამ მოგებით ვონმა გაინაღდა სწრაფდაშვებაში ბროლის მცირე გლობუსი.

ლინდსიმ კარიერაში 53-ე და სეზონში მე-12 ეტაპი მოიგო. ერთ სეზონში უფრო მეტი გამარჯვება 1988-89 წლების სეზონში შვეიცარიელ ფრენი შნაიდერს ჰქონდა - 14 მოგება.

გარდა ამისა, ვონი წელს მეჩვიდმეტედ ავიდა პოდიუმზე, რაც ერთით ნაკლებია ყველა დროის რეკორდზე, რომელიც ლიხტენშტაინელ ჰანი ვენცელს (1980) და შვედ პერნილა ვიბერგს (1997) ეკუთვნით.

საერთო სათვლაში ვონს ახლა 1908 ქულა აქვს, რაც ქალებს შორის ახალი აბსოლუტური რეკორდია. წინ არის სუპერგიგანტისა და გიგანტური სლალომის სტარტები და თუ ამერიკელს გაუმართლებს, მოხსნის ავსტრიელი ჰერმან მაიერის რეკორდს, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია, ვისაც სეზონში 2000 ქულა აქვს დაგროვილი.

შლადმინგში მსოფლიოს თასის დასკვნით ეტაპზე მამაკაცებიც შეიკრიბნენ და მათაც გუშინ სწრაფდაშვებაში გამოავლინეს მსოფლიოს თასის მფლობელი.

ქალებისგან განსხვავებით, აქ ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო. გუშინდელი სტარტის წინ, სწრაფდაშვების ჩათვლაში ლიდერობდა ავსტრიელი ვეტერანი კლაუს კრიოლი. ასეთ შემთხვევას მის 14-წლიან კარიერაში პირველად ჰქონდა ადგილი, შესაბამისად, პირველად შეეძლო მოეგო მსოფლიოს თასის მცირე გლობუსი.

კრიოლის უპირატესობა მეორე ადგილზე მყოფ დიდიე კუშთან 48 ქულას შეადგენდა, მესამეადგილოსან ბიტ ფოიცთან - 51-ს.

რა თქმა უნდა, სხვაობა საკმაოდ დიდი იყო, თუმცა კრიოლმა მაინც მისცა შანსი კონკურენტებს. ავსტრიელმა მხოლოდ მეშვიდე დრო აჩვენა და ლიდერობის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ვეტერანი ნორვეგიელმა აქსელ-ლუნდ სვინდალმა გადაარჩინა, რომელმაც საუკეთესო დრო აჩვენა და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე არ აუშვა ბიტ ფოიცი. ეს უკანასკნელი მეორე იყო ფინიშზე და საბოლოოდ, შვიდი ქულა წააგო კრიოლთან. არადა, ეტაპის მოგების შემთხვევაში, ბროლის მცირე გლობუსი მისი საკუთრება გახდებოდა. რაც შეეხება მესამე პრეტენდენტს დიდიე კუშს, მას მხოლოდ მე-17 დრო ჰქონდა და ქულის გარეშე დაასრულა ეტაპი.

რაც შეეხება ბროლის დიდი გლობუსისთვის ბრძოლას, აქ ყველაზე კარგი შანსი იმავე ფოიცს გააჩნია. მან გუშინ 80 ქულა მოიპოვა და გაზარდა უპირატესობა უახლოეს მდევართან, ავსტრიელ მარსელ ჰირშერთან, რომელმაც ჩააგდო გუშინდელი სწრაფდაშვება.

ახლა ფოიცის უპირატესობა 135 ქულას შეადგენს, სეზონის ბოლომდე კი სამი რბოლაა დარჩენილი. სხვათა შორის გუშინდელი გამარჯვებით სეზონის მოგების მცირე შანსი სვინდალმაც დაიტოვა - მისი ჩამორჩენა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერთან 199 ქულას უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
ოფიციალურად - "ჩელსის" მწვრთნელად როსენიორი დანიშნეს
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
უკან "ბარსელონაში" - ჟოაო კანსელო კვლავ ევროპულ გრანდში ითამაშებს
ვინისიუსს "რეალის" გულშემატკივრებმა ისევ უსტვინეს და ლონდონური კლუბი არ შეიძენს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
"სპორტინგმა" "ვესტ ჰემისგან" ბრაზილიელი შემტევი შეიძინა
"ვენესუელა თავისუფალია" - მალდინი მადუროს დაკავებამ გაახარა
"შავი ლომი" | წლის პირველი მეტოქე - "მონტობანი"
ფრანგი ჟურნალისტი: "კვარას" მეორე სუნთქვა უნდა გაეხსნას - მსგავსი ფეხბურთელი ყოველ ზამთარს ხელმისაწვდომი არაა
პრესკონფერენცია ძვირად დაუჯდა - "იუნაიტედმა" ამორიმი გაათავისუფლა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ დემჩენკოს აზერბაიჯანული გუნდი ჩააბარეს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"მე მენეჯერი ვარ და არა მწვრთნელი" - ამორიმი "იუნაიტედის" ხელმძღვანელებს დაუპირისპირდა
"სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები არ მყავს, შეშფოთებული ვარ" - პეპ გვარდიოლა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
[VIDEO] ტაბატაძემ "კადისი" მარცხისგან ლამაზი გოლით იხსნა
ხვიჩას გარეშე - პსჟ-მ ნაკლებად სანახაობრივ პარიზულ დერბიში გაიმარჯვა
[VIDEO] ...იქნებ, ამიტომაც დაისაჯა გვარდიოლა - "ჩელსიმ" "ეტიჰადიდან" დამსახურებული ქულა წაიღო
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს