ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩოგბურთში რასიზმი ყოფილა

ჩოგბურთში რასიზმი ყოფილა

ინდიან უელსის მასტერსის დროს მომხდარმა სკანდალმა ჩოგბურთში რასიზმის თემაზე ახალი პოლემიკა წარმოშვა
ინდიან უელსის მასტერსის დროს მომხდარმა სკანდალმა, როცა ფრანგმა მიკაელ ლოდრამ ჩინელი ფანების მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები ისროლა, ახალი პოლემიკა წარმოშვა ჩოგბურთში რასიზმის თაობაზე.

პორტალ The Tennis Space-ის მიმომხილველი მარკ ჰოჯკინსონი იმ აზრამდე მივიდა, რომ პრობლემის სათავე არა კორტზე, არამედ ტრიბუნებზე უნდა ეძიონ. გთავაზობთ ამ სტატიის ფრაგმენტებს.

ჩვეულებრივ, როცა ჩოგბურთში რასიზმზე ლაპარაკობენ, მხედველობაში ჰყავთ ცალკეული გულშემატკივრები, რომლებიც ზოგიერთ მოთამაშეს შეურაცხყოფას აყენებენ. მაგრამ ინდიან უელსში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა - ჩოგბურთელმა შეურაცხყო მაყურებელი. ფრანგი მიკაელ ლოდრა 2500 დოლარით დააჯარიმეს ორი აზიელი გულშემატკივრის მისამართით სალანძღავი რეპლიკების გამო.

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ პროფესიონალი ჩოგბურთელები და ამ თამაშის თაყვანისმცემლები, საერთო ჯამში კარგად აღზრდილი, კოსმოპოლიტი და ტოლერანტი ადამიანები არიან. მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩოგბურთში რასიზმის პრობლემა არ არსებობს.

ეს შეიძლება იყოს ახსნა იმისა, რატომ არ თამაშობს სერენა უილიამსი ამ კვირას კალიფორნიაში. და რატომ არ გამოდის ის უკვე ათი წელია ინდიან უელსში. სკანდალი 2001 წელს მოხდა, როცა უილიამსების ოჯახმა მიიჩნია, რომ მათზე რასისტული იერიშები მიიტანეს.

მაშინ ვენუს უილიამსი მოიხსნა ტურნირიდან "საოჯახო" ნახევარფინალის დაწყებიდან ათი წუთით ადრე, რაც გულშემატკივრებს არ მოეწონათ.

ფინალში კიმ კლაისტერსის წინააღმდეგ სერენას მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა, რომ ჩვეულებრივ რასიზმთან ჰქონდა საქმე.

ჩოგბურთელების მამამ რიჩარდ უილიამსმა განაცხადა, რომ ის და ვენუსი რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყვეს იმ დროს, როცა ტრიბუნებზე საკუთარ ადგილებს იკავებდნენ.

"როცა მე და ვენუსი ჩვენი ადგილებისკენ მივემართებოდით, რამდენიმე გულშემატკივარი შეურაცხყოფას გვაყენებდა, - იხსენებს უილიამსი. - ერთმა ბიჭმა დაიძახა: "სამწუხაროა, რომ ახლა 1975 წელს არ არის (ამ წელს ლოს ანჯელესში რასობრივ ნიადაგზე სერიოზული არეულობები მოხდა) - ჩვენ კარგად დაგამუშავებდით!"

ამის შემდეგ უილიამსების ოჯახმა სამუდამოდ გამოუცხადა ბოიკოტი ინდიან უელსის ტურნირს და სერენასა და ვენუსისთვის საჰარდო სერია მაიამის ტურნირით იწყება.

თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე მაიამიში ერთმა მაყურებელმა რასისტული ფრაზები ისროლა სერენას მატჩის დროს. ბუნებრივია, ჩოგბურთელი აღშფოთდა და ტურნირის დაცვის სამსახურს ამ გულშემატკივრის სტადიონიდან გაძევება სთხოვა. მისი თხოვნა შესრულდა. ასევე შეიძლება გავიხსენოთ სტვენა, რომელიც სერენას როლან გაროსზე აუტეხეს. შესაძლოა, აქაც რასიზმთან გვქონდა საქმე.

რამდენიმე წლის წინ, ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" დაიბეჭდა სტატია, რომლის ავტორები ირწმუნებოდნენ: "ჩოგბურთი სავსეა რასიზმით - დროა ამას ბოლო მოეღოს!"

სტატიის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საშუალო ფენის თეთრ წარმომადგენლებს, რომლებსაც ტრიბუნებზე უკავიათ ადგილი, სურთ, რომ თეთრმა სპორტსმენებმა გაიმარჯვონ.

"მართალია, ვენუსსა და სერენას ყოველთვის თბილად იღებენ უიმბლდონზე, მაგრამ ტრიბუნებზე, კომენტატორებსა თუ რეპორტიორებს შორის იშვიათად თუ ნახავთ შავკანიანს. ამ ადამიანთა უმეტესი ნაწილისთვის დები უილიამსები უცხოები არიან, განსაკუთრებით თეთრ მეტოქეებთან შედარებით".

"ყველაზე დაუჯერებელი ის არის, რომ ჩოგბურთის სამყაროს ურჩევნია არ შეიმჩნიოს რასიზმის პრობლემები, - წერია სტატიაში. - ამის ნაცვლად, დები უილიამსები და მათი მამა, რეგულარულად ისმენენ უსამართლო "ბრალდებებს": რომ მათ "შავებისთვის" დამახასიათებელი ფიზიკური მონაცემები აძლევს უპირატესობას, დები ქედმაღლები არიან, პოპულარობით არ სარგებლობენ დანარჩენ მოთამაშეებს შორის..."

ფრანგმა ჩოგბურთელმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ ავსტრალიის ღია პირველობის დროს მომიყვა, რომ პერიოდულად იღებს რასისტული შინაარსის წერილებს.

"გულშემატკივრები ხშირად მწერენ. ხანდახან კარგი წერილები მხვდება, მაგალითად, ბავშვებისგან, რომლებიც ოცნებობენ ჩოგბურთელობაზე. მაგრამ, ასევე მოდის რასისტული მუქარის წერილები, - ამბობს ცონგა. - საწყენია ასეთი რაღაცეების წაკითხვა.

ვცდილობ ავუხსნა საკუთარ თავს, რომ უბრალოდ არსებობენ ასეთი ადამიანები. მაგრამ მაინც გულს გტკენს ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, შეუძლებელია ადამიანთა სისულელის გაკონტროლება".

საინტერესოა, რა იგრძნო ცონგამ, როცა თავისი თანაგუნდელის რასისტული სკანდალის შესახებ შეიტყო? მაგრამ მსგავსი საქციელი ჩოგბურთელების მხრიდან, დიდი იშვიათობაა.

რა თქმა უნდა, შეიძლება გავიხსენოთ ამერიკის ღია პირველობის დროს ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტის საქციელი, რომელიც აფროამერიკელ ჯეიმს ბლეიკს ხვდებოდა და შავკანიანი მსაჯის შეცვლა მოითხოვა. თუმცა ავსტრალიელი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მას უბრალოდ არასწორად გაუგეს.

თუ ჩოგბურთში არსებობს რასიზმის პრობლემა, მისი წყარო ტრიბუნებზეა და არა კორტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა

სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა

ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე