ფუტსალში რუსეთის თასის მფლობელ "გაზპრომ-იუგრაში" მწვრთნელის ასისტენტი ბესო ზოიძეა, მეკარე კი ზვიად კუპატაძე
ფოტოზე: მარჯვნივ ბესო ზოიძე

ფუტსალში რუსეთის თასის მფლობელი "გაზპრომ-იუგრა" გახდა. იუგორსკელებს ურიგო გუნდი არ ჰყავთ, რუსეთის სუპერლიგაში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ ტიუმენის ოლქის 32-ათასიანი ქალაქის გუნდის წარმატება დიდი სენსაცია აღმოჩნდა.

ამ ამბავით იმიტომ დავინტერესდით, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და დუბლების დამრიგებელი ქართველი სპეციალისტი ბესო ზოიძეა, "იუგრას" ძირითადი მეკარე კი 34 წლის ზვიად კუპატაძეა, რომელიც გუნდში 2004 წლიდან თამაშობს.

რუსეთის ფუტსალის თასის მფლობელი "გაზპრომ-იუგრასა" და მოსკოვის "დინამოს" ორმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვა. იუგორსკელებმა პირველი მატჩი 6:2 მოიგეს და მეორეში წაგების (3:5) მიუხედავად, თასს დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ ტიუმენელები ფინალში მესამედ გავიდნენ, მაგრამ თასს პირველად დაეუფლნენ.

"შარშან ფინალში მოსკოვის "დინამომ" ორივეჯერ მოგვიგო. ამიტომ რევანშზე ვფიქრობდით და განსაკუთრებული მონდომებით ვემზადებოდით. გამართლებაზე ვილაპარაკი უაზრობაა, რადგან ბიჭებმა გასაოცარი ჟინი გამოავლინეს, საკუთარ თავს აჯობეს და გამარჯვება დაიმსახურეს.

ყველაზე მეტად ის მახარებს, დღეისათვის რუსეთის ყველაზე ძლიერი და ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი რომ დავამარცხეთ. ფინალში აქამდეც გავსულვართ, ჩემპიონატში საპრიზო ადგილებიც დაგვიკავებია, მაგრამ დღემდე ტიტული არ გვქონდა", - თქვა მატჩის შემდეგ რუსეთის ფუტსალის ასოციაციის ვებგვერდთან ინტერვიუში ბესიკ ზოიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა