ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკლუბი ფეხბურთი გვიბრუნდება. პარასკევის მატჩი ბუნდესლიგის მესამე ტურშიც ძალიან საინტერესოა, რადგან...

ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკლუბი ფეხბურთი გვიბრუნდება. პარასკევის მატჩი ბუნდესლიგის მესამე ტურშიც ძალიან საინტერესოა, რადგან დღეს ზინსჰაიმში ლიდერი "ჰოფენჰაიმი" და ორი ტურის შემდეგ უქულოდ მყოფ "შალკეს" მასპინძლობს. მართალია, ორი ტურის შემდეგ სერიოზული დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ის კი აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ "ჰოფე" ბუნდესლიგის ცხრილს დამსახურებულად ლიდერობს: "სოფლელებმა" პირველ ტურში "ვერდერს" გადაურბინეს (4:1), მეორე ტურში კი "ზანკტ პაული" დაამარცხეს (1:0) და თავს ექვსი ქულით იწონებენ.

"შალკე" კი აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობაშია: ფელიქს მაგათის ამბიციურმა გუნდმა ორივე თამაში წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს გელზენკირხენულ კლუბს მინიმუმ ქულა ჰაერივით სჭირდება. შექმნილი კრიზისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო იმისა, რომ მაგათმა აგვისტოს ბოლოს მილიონები დახარჯა და ათ ახალწვეულს კიდევ სამი მაღალი კლასის მოთამაშე მიამატა: კლაას იან ჰუნტელაარი, ნიკოლა პლესტანი და მანუელ ხურადო. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ დღეს რაულს ჰუნტელაარის სახით იდეალური მეწყვილე ეყოლება, მაგათს კი სასწრაფოდ სჭირდება ამ დუეტის გოლები, რათა "შალკემ" შვებით ამოისუნთქოს.

დღეს "დესპოტი ფელიქსი" სავარაუდოდ ახალგაზრდა იაპონელ მარჯვენა მცველს, აცუტო უჩიდას ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი ტრავმირებულია და საღამომდე გამოჯანმრთელება არ უწერია. თუმცა უჩიდას არყოფნა "შალკესთვის" სერიოზული დანაკლისი ნაღდად არ არის, რადგან იაპონელმა ფეხბურთელმა პირველ ორ თამაშში ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და "კიკერისგან" საშინელი შეფასებები (ორივე მატჩში 5 ბალი) დაიმსახურა.

სამაგიეროდ, ჯეფერსონ ფარფანს ძირითად შემადგენლობაში თამაში ჰუნტელაარის ყიდვის შემდეგაც კი განაღდებული აქვს. მაგათი ამბობს, ფარფანს სასტარტოდან ამოვარდნის საფრთხე არ ემუქრებაო. "ბოლო წამს" ნაყიდ ახალწვეულთაგან კი ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ მხოლოდ ჰუნტელაარი ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ჰოფენჰაიმი (4-3-3): შტარკე - ბეკი, შიმუნიჩი, ვორსა, კომპერი - ვაისი, ლუის გუსტავო, სალიჰოვიჩი - მლაპა, იბიშევიჩი, ბა.

შალკე (4-1-3-2): ნოიერი - ჰიოვედესი, მატიპი, მეტცელდერი, შარპეი - ჯონსი - კლუგე, რაკიტიჩი, ფარფანი - რაული, ჰუნტელაარი.

Germaneli
შალკე არ წააგებს, მაგრამ შეიძლება ვერ მოიგოს. ბუნდესლიგაში ორ ტურში მარტო ერთი ნიჩია დაჯდა ისე.. მოიკლედ, დღეს შალკე არ აგებს რა
koba
დღეს შალკე გაიმარჯვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა