თეიმურაზ ჯუღელს ჯერაც არ მოუგია კომუსუბის რანგში, ელიტის უმძიმესმა ფალავანმა კისენოსატოსთან წააგო
14 მარტს ოსაკაში, გაზაფხულის ბაშოს მე-4 დღეს სამივე ქართველმა წააგო. თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) ჯერაც არ მოუგია კომუსუბის რანგში, სუმოს ელიტის უმძიმესმა ფალავანმა კისენოსატოსთან წააგო.

ქართველი ჩინებულად მიაწვა მეტოქეს, მაგრამ "იშვიათმა ტალანტმა" კონტრშეტევაზე გამოიჭირა ჩვენებური. დღეს გაგამარუს დიდი გამოცდა ელის - მის წინააღმდეგ დოჰიოზე თვით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო დადგება.

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ვერაფერი გაახერხა ვაკაკოიუს ცუპარისთან და წააგო. მისი ბალანსი უარყოფითია: 1-3. დღეს ტოჩინოშინი ბულგარელ ოძეკის, კოტოოშუს ხვდება.

ძურიოს დივიზიონში ზედიზედ მეორედ დამარცხდა ლევან ცაგურია (კოკაი) და ბალანსი გაუნულდა: 2-2.

IV დღე (მნიშვნელოვანი მატჩები): ჰაკუჰო-ტოკიტენკუ (სუკუინაგე), კოტოოშუ-მიოგირიუ (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), კაკურიუ-ბარუტო (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), კისენოსატო-გაგამარუ (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ამინიშიკი (ჰიკიოტოში), არანი-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), ვაკაკოიუ-ტოჩინოშინი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-შოჰოზანი (შიტატედაშინაგე). ძურიო: ტოსაიუტაკა-კოკაი (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კაკურიუ (სეკივაკე), ტაკაიასუ (მაეგაშირა 7)... 1-3: ტოჩინოშინი (მ 3)... 0-4: გაგამარუ (კომუსუბი).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები: ჰაკუჰო-გაგამარუ, კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი, ბარუტო-ტოჩინოვაკა, ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე, კისენოსატო-ტოკიტენკუ, ტოჩინოშინი-კოტოოშუ, ამინიშიკი-კაკურიუ, კიოკუტენჰო-მიოგირიუ, ვაკაკოიუ-ტოიონოშიმა, ჰომაშო-არანი. ძურიო: კოკაი-კაისეი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა