"ატლანტა" დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "კლიპერსთან" მატჩში ანგარიშით 82:96 დამარცხდა
ზაზა ფაჩულიამ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "კლიპერსთან" მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. შეხვედრა 15 მარტს, გამთენიისას, ლოს ანჯელესში გაიმართა.

ფაჩულიას კარგმა თამაშმა საქმეს ვერ უშველა. მთლიანობაში ატლანტელებმა წარუმატებლად ითამაშეს და შეხვედრა ანგარიშით 82:96 დათმეს.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო. ზაზამ მოედანზე 35 წუთი გაატარა და 12 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მოაგროვა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ზუსტად ასეთი სტატისტიკა ჰქონდა კლიპერსის ახალგაზრდა ვარსკვლავ ბლეიკ გრიფინს, რომელმაც მოედანზე 33 წუთი გაატარა და ძირითადად ფაჩულიას წინააღმდეგ უწევდა თამაში.

ზაზამ თამაშიდან ნასროლი 8 ბურთიდან 5 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ორივე სროლა ჩააგდო. ორმაგ დუბლს ფაჩულიამ 1 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა. ის ატლანტელთაგან ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელმაც მოხსნებში 10-ქულიან ზღვარს მიაღწია. საუკეთესოდ დასახელებულ ჯოშ სმიტს 18 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა ჰქონდა.

ჯორჯიულ გუნდს 24 მოგება და 19 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა. "ქორებს" "ბოსტონი" წამოეწია, რომელსაც იმდენივე მოგება და ერთით მეტი წაგება აქვს. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 17 მარტს შინაურ არენაზე "ვაშინგტონთან" გამართავს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა