აზერბაიჯანთან მატჩის მეორე დღეს მიროსლავ კლოზე იქ იყო, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად უყვარს: სახლში, სამზარეულოს მაგიდასთან...

მირო მათეუსისა და გერდ მიულერის ტახტიდან ჩამოგდებას გეგმავს

აზერბაიჯანთან მატჩის მეორე დღეს მიროსლავ კლოზე იქ იყო, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად უყვარს: სახლში, სამზარეულოს მაგიდასთან. მის ტყუპებს, ლუანს და ნოას (5) იმ დღეს სასურველი კერძის მირთმევის უფლება ჰქონდათ, მეუღლე სილვია, პოლონურ ბორშჩს ამზადებდა, "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი კი ბედნიერი გახლდათ. ბუნდესგუნდმა აზერბაიჯანს 6:1 მოუგო, კლოზემ კი დუბლი შეასრულა და ამ მატჩით ისტორია შექმნა.

ეს იყო მიროს რიგით 103 შეხვედრა ბუნდესგუნდში და ამ მაჩვენებლით ის თვით ფრანც ბეკენბაუერს გაუთანაბრდა. ამას გარდა, კლოზეს გერმანიის ნაკრების მაისურით უკვე 55 გოლი აქვს გატანილი, რითაც ბუნდესგუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზეა.

"შესანიშნავი განცდაა ის, რომ ასეთ სტატისტიკას ჩემი კარიერის დასრულების შემდეგაც კი არავინ დაივიწყებს. რაც ყველაზე მთავარია, ჩემი კარიერა გრძელდება. პირდაპირ გეტყვით: ჩემი მიზანი გერდ მიულერისა და ლოთარ მათეუსის რეკორდების დამხობაა," - უთხრა კლოზემ "ბილდის" კორესპონდენტს. მიულერი და მათეუსი გერმანული ფეხბურთის მთავარი რეკორდსმენები არიან:

"ნაციის ბომბარდირად" წოდებულ გერდს ბუნდესგუნდის ფორმით 68 გოლი აქვს გატანილი, მათეუსს კი 150 მატჩი აქვს ჩატარებული.

"ცხადია, გერდ მიულერის კვოტის გაუმჯობესება შეუძლებელია, რადგან მას 62 მატჩში გატანილი 68 გოლით არაამქვეყნიური ბალანსი აქვს. მან ორ მუნდიალზე 14 გოლი გაიტანა - ესეც განუმეორებელი შედეგია. შესაბამისად, ჩემი მხრიდან საკუთარი თავის მიულერთან შედარება უაზრობაა, მაგრამ მასზე მეტი გოლის გატანა კი მინდა და ვფიქრობ, გერმანიის ნაკრებში მინიმუმ 13 გოლის გატანას ნამდვილად შევძლებ და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გავხდები.

მინდა, ლოთარსაც გავასწრო, მაგრამ ეს უფრო ძნელი იქნება, რადგან გამოდის, რომ გერმანიის ნაკრებში კიდევ 47 მატჩი უნდა ჩავატარო," - აცხადებს კლოზე, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატამდე სურს გერმანიის ნაკრებში თამაში, მათეუსის რეკორდის დამხობა უტოპიად აღარ მოგვეჩვენება.

32 წლის მიროს კარიერაში ჩავარდნებიც ჰქონდა, მაგრამ... "ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს კარგი და ცუდი პერიოდები. მთავარია, სასოწარკვეთას არ მიეცე და ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების," - ამბობს მირო, რომელმაც ისიც კარგად იცის, რომ თუკი უნდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყოს, სანაკრებო დონეზე მინიმუმ ერთი ტიტული მაინც უნდა მოიგოს. კლოზეს მიზანი 2012 წელს ევროპის ჩემპიონობა, ხოლო 2014-ში კი მსოფლიოს ჩემპიონობაა.

ბუნდესგუნდში ჩატარებული მატჩები

1. ლოთარ მათეუსი 150

2. იურგენ კლინსმანი 108

3. იურგენ კოლერი 105

4. მიროსლავ კლოზე 103

5. ფრანც ბეკენბაუერი 103

ბუნდესგუნდში გატანილი გოლები

1. გერდ მიულერი 68

2. მიროსლავ კლოზე 55

3. იოახიმ შტრაიხი 55

4. იურგენ კლინსმანი 47

5. რუდი ფიოლერი 47

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა