მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი და იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო ბორინის თამაშით მოიხიბლა
საფეხბურთო იტალია საკლუბო ბატალიებშია ჩაფლული, მაგრამ პერიოდულად პრესაში სანაკრებო თემატიკაზეც იწერება.

მით უმეტეს, "სკუადრა აძურამ" ბოლო ორი ამხანაგური მატჩი წააგო და თანაც, ორივე საკუთარ მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ იტალიელები რომში ურუგვაის უმთავრეს გუნდთან დამარცხდნენ, შემდეგ კი გენუაში აშშ-ის ნაკრებთან შერცხვნენ. ბუნებრივია, ბევრი ალაპარაკდა კრიზისზე და აქა-იქ ჩეზარე პრანდელის კრიტიკაც გაისმა.

"აძურამ" განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილება ამერიკელებთან დაპირისპირებისას დატოვა, თუმცა იყო ერთი ფეხბურთელი, რომელმაც აპენინელი ჟურნალისტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა - ეს მოთამაშე 20 წლის ფაბიო ბორინი გახლავთ, რომელმაც "რომაში" ბრწყინვალე ასპარეზობით დაიმსახურა სანაკრებო მიწვევა.

ბორინის თამაშით მოხიბლულია იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ფაბიო კანავარო და უმჯობესია, სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"ბორინი ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელია და უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ ის იტალიურ ფეხბურთს დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში მის თამაშს დიდი ინტერესით ვაკვირდები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია ახალგაზრდებს შორის.

ჩემი პირადი აზრით, მას უკვე შეუძლია, რომ ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი და ლიდერადაც კი მოგვევლინოს. მართალია, ჯერ მხოლოდ 20 წლის არის, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი პრობლემები არ აწუხებს. მოკლედ, ფაბიოზე დიდ იმედებს ვამყარებ და მინდა, რომ მისი თამაშით ევროპის ჩემპიონატზე დავტკბე".

კანავაროს აშშ-სთან გამართულ ამხანაგურ პაექრობაზე დაეკითხნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს: "ამერიკელებთან გამართულ მატჩს დიდი ინტერესით ვუყურე და როგორც ყველა, მეც უკმაყოფილო დავრჩი. "აძურაში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებმაც ახალი ენერგია შესძინეს გუნდს, თუმცა კარგი იქნება, თუ ამას გამოცდილებაც დაემატება.

პრანდელის ადგილზე აუცილებლად მივცემდი შანსს ანტონიო დი ნატალეს, რომელიც წლებია, შესანიშნავად თამაშობს და ბომბარდირთა დავაში მუდმივად მოწინავეთა შორის გახლავთ. ჩეზარე ძალიან კარგი სპეციალისტია და მჯერა, რომ უკრაინა-პოლონეთში საუკეთესო შემადგენლობას წაიყვანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კობა
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კანავარო იტალიის ნაკების მწრთვნელის რანგში მოგვევლინება....
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა