ინგლისური პრემიერლიგის ხელმძღვანელმა დეივ რიჩარდსმა ფიფას ბოდიში მოუხადა

ინგლისური პრემიერლიგის ხელმძღვანელმა დეივ რიჩარდსმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში სპორტისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფიფას ხელმძღვანელობას ინგლისური საფეხბურთო ტრადიციებისადმი უპატივცემულობასა და მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის არჩევისას "უწესო თამაშში" დასდო ბრალი.

აღნიშნულ ბრალდებას უმალ გამოეხმაურნენ პრემიერლიგა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია. მათ საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ რიჩარდსი ყატარში კერძო ვიზიტით იმყოფება და აღნიშნული ორგანიზაციების პოზიციასთან მის მოლაპარაკებას საერთო არაფერი აქვს.

ბოდიშის მოხდა მოუწია თავად სკანდალის გმირსაც. მისი თქმით, მასმედიის საშუალებებმა მის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.

გარდა ხმამაღალი განცხადებებისა, რიჩარდსი კიდევ ერთ გაუგებრობაში გაეხვია. კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ის თავიდან ფეხებამდე გალუმპული იპოვეს და დაასკვნეს, რომ ყველაფერ სიკეთესთან ერთად ის მთვრალიც გახლდათ და ეს მარცხიც აღნიშნულის გამო შეემთხვა. თუმცა "ბოლტონის" პრეზიდენტის, ფილ გარტსაიდის თქმით, ეს უბრალო შემთხვევითობა იყო და სერ დეივი ნასვამი არ ყოფილა.

ხულიგანი გულშემატკივარი

ფრანგული სასამართლო უახლოეს ხანებში შეუდგება რამდენიმე დღის წინ დაკავებული "ლანსის" ფანკლუბის პრეზიდენტის საქმის განხილვას, რომელსაც ბრალად ედება "ბასტიასთან" შეხვედრაზე წინასწარი განზრახვით პიროტექნიკური საშუალებების შეტანა და მათი უკანონო გამოყენება. უკიდურეს შემთხვევაში მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ან 15 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მაკედონიის ჩემპიონატი შეწყდა

მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, ქვეყნის ჩემპიონატი დროებით შეწყდა, რადგან არსებობდა რეალური საშიშროება, რომ ამას ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანების დაპირისპირება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული ვითარებაა. მდგომარეობა დაძაბულია დედაქალაქ სკოპიესა და ტეტოვოში.

გადადებულია ორი თამაში - "შკენდია"-"ვარდარი" და "ტეტექსი"-"ნაპრედოკომი". მათ გამართვამდე კი შემდეგი ტური ვერ ჩატარდება, რადგან ეს წესი ფედერაციას მკაცრად აქვს დადგენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა