"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა ევროპის ლიგის მეოთხედფინალში ვერგასვლის გამო ფეხბურთელების დადანაშაულება არ ისურვა
"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ევროპის ლიგის მეოთხედფინალში ვერგასვლის გამო თავისი გუნდის რომელიმე ფეხბურთელის დადანაშაულება არ ისურვა.

ტურნირის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში იტალიელი სპეციალისტის შეგირდებმა ლისაბონის "სპორტინგი" 3:2 დაამარცხეს, მაგრამ პირველი მატჩის შედეგის გათვალისწინებით, შემდეგ ეტაპზე პორტუგალიელები გავიდნენ.

"მარიო ბალოტელის თამაშით იმედგაცრუებული ვარ, რადგან პირველი გოლი მის წარუმატებელ მოქმედებებს მოჰყვა. მაგრამ გუნდი რომ მეოთხედფინალში ვერ გავიდა, დამნაშავე ის არ არის. შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარ და არა მარიო. ფეხბურთელებმა მოედანზე, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს.

რაც შეეხება თამაშს, პირველი ტაიმი უცნაური გამოდგა. მეტოქეს ძალიან ბევრ თავისუფალ ზონას ვუტოვებდით და გუნდურად ვერ ვთამაშობდით.

ველოდით, რომ პორტუგალიელები კონტრშეტევებზე ითამაშებდნენ, მაგრამ ჩვენი გუნდის სათამაშო ხაზებს შორის ძალიან დიდი წყვეტა იყო.

მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, სამი გოლის გატანა მოვახერხეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვქონდა.

გულშემატკივრების ძალიან მრცხვენია, რადგან ისინი "მანჩესტერ სიტის" მეოთხედფინალში ხილვას იმსახურებდნენ", - თქვა მანჩინიმ.

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა