ევროპის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ქართველი მოჭადრაკეები კონტინენტის პირველობაში სწრაფ ჭადრაკში ჩაებნენ
თურქულ გაზიანთეფში, როგორც გაუწყეთ, ქალებმა ევროპის ჩემპიონატი მოილიეს კლასიკურ ჭადრაკში. ჩემპიონებისა და პრიზიორების ვინაობაც ცნობილია, ოღონდ არაფერი გვითქვამს იმის შესახებ, რომ პირველ-მეთოთხმეტე ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა - ვალენტინა გუნინამ, ტატიანა კოსინცევამ (ორივე - რუსეთი), ანა მუზიჩუკმა (სლოვენია), ვიქტორია ჩმილიტემ (ლიტვა), მარი სებაგმა (საფრანგეთი), ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი), კატერინა ლაგნომ (უკრაინა), ელინა დანიელიანმა (სომხეთი), ბელა ხოტენაშვილმა (საქართველო), ნატალია პოგონინამ, ალექსანდრა კოსტენიუკმა (ორივე - რუსეთი), ჰოანგ თან თრანგმა (უნგრეთი), ნინო ხურციძემ და ნანა ძაგნიძემ (ორივე - საქართველო) - მსოფლიოს თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი იყო 100.000 ევრო. რადგანაც მედალოსნებმა - გუნინამ, ტ. კოსინცევამ და ა. მუზიჩუკმა თანაბარი ქულები მოაგროვეს, ფულიც თანაბრად გაიყვეს - თითოეულს 15830-15830 ევრო ერგო. მეოთხეადგილოსანმა ჩმილიტემ 8200 ევრო დაიმსახურა, მე-9 ადგილზე გასულ ხოტენაშვილს 5170 ევრო ხვდა, ხოლო ათი შვიდქულიანი (მათ შორის - ხურციძე, ძაგნიძე, მელია და ჯავახიშვილი) 810-810 ევროთი დაკმაყოფილდა.

სრული ინფორმაციისთვის ქომაგებს გვინდა ევროპის ჩემპიონ ქალთა სრული ნუსხაც შევთავაზოთ: 2000 წელი - ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), 2001 - ელმირა სკრიპჩენკო (მოლდოვა, დღეს საფრანგეთში ცხოვრობს), 2002 - ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), 2003 - პია კრამლინგი (შვედეთი), 2004 - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი). 2005 - კატერინა ლაგნო (უკრაინა), 2006 - ეკატერინა ატალიკი (თურქეთი), 2007 - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), 2008 - კატერინა ლაგნო (უკრაინა), 2009 - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), 2010 - პია კრამლინგი (შვედეთი), 2011 - ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), 2012 - ვალენტინა გუნინა (რუსეთი).

გაზიანთეფში ევროპის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ასპარეზობის მონაწილე ქალთა ერთი ნაწილი (მათ შორის - სალომე მელია და მირანდა მიქაძე) შინ გაემგზავრა, 46 მოჭადრაკე კი რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი) კონტინენტის პირველობაში ჩაება (საპრიზო ფონდი 10 ათასი ევრო) შვეიცარიული სისტემით 11 ტურად.

თითოეულ მეტოქეს პარტიისთვის 15-15 წუთი ეძლევა ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით. 15 მარტს 6 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ჩვენებურთაგან შესანიშნავად იასპარეზა ნანა ძაგნიძემ, რომელმაც 5 ქულას მოუყარა თავი: დაამარცხა ბაირა კოვანოვა (რუსეთი), ანა უშენინა, კატერინა ლაგნო და მარია მუზიჩუკი (სამივე-უკრაინა), ხოლო ნინო ბაციაშვილსა და ანტოანეტა სტეფანოვას დაუზავდა.

მე-6 ტურში, ასევე, წარმატებით ითამაშეს ტატიანა კოსინცევამ და ალექსანდრა კოსტენიუკმა, რომლებმაც ანა მუზიჩუკსა და სტეფანოვას სძლიეს და 5-5 ქულით ძაგნიძესთან ერთად პირველ-მესამე ადგილებს იყოფენ.

ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება ბელა ხოტენაშვილი. ჩვენებურთა მონაგარი 6 ტურის შემდეგ: ბაციაშვილი-4, გურამიშვილი, პაიკიძე-3,5-3,5, არაბიძე, გვეტაძე, ხურციძე-3-3, ჯავახიშვილი-2,5 ქულა.

სწრაფ ჭადრაკში ევროპის პირველობაზე დღეს კიდევ 5 ტური გაიმართება. მე-7 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით კოსტენიუკს შეხვდება, ხოტენაშვილი კი თეთრებით ტატიანა კოსინცევას დაუპირისპირდება. დანარჩენი ქართველები მეტოქეებს ასე დაუწყვილდნენ: კატერინა ლაგნო-ნინო ბაციაშვილი, ვალენტინა გუნინა-სოფიკო გურამიშვილი, ბაირა კოვანოვა-ნაზი პაიკიძე, დარია ჩაროჩკინა-ნინო ხურციძე, ჰოანგ თრანგი-სოფიო გვეტაძე, ირინა ბულმაგა-ლელა ჯავახიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nemso
ბატონო ვაჟა არ დაიღალეთ მარტო ნანაზე აქცენტის გამახვილებით?ხომ ხედავთ ვერ ამართლებს ამდენ ხოტბას.ცოტა სხვებისთვისაც გაიმეტეთ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო