მარია შარაპოვასა და მარია კირილენკოს შორის მატჩის გადამწყვეტ პარტიაში კირილენკომ პოზიციები დათმო
ინდიან უელსში ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლები მატჩი იმართება, რაც გადამწყვეტი შეხვედრების მოახლოებას მოასწავებს.

მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში პირველი ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. მოლოდინისამებრ, ამ ეტაპზე გავიდა ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბმა წინა დღეს სეტი წააგო პაბლო ანდუხართან და ახლა ესპანეთის მესამე ჩოგანს - ნიკოლას ალმაგროს ხვდებოდა, რომელმაც წინა წრეში ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით მოუგო ტომაშ ბერდიხს - 6:4, 6:0.

მაგრამ ალმაგრომ პრობლემები ვერ შეუქმნა მსოფლიოს პირველ ნომერს. ამასთან, სერბი იდეალურად არ თამაშობდა, მაგრამ ესპანელი უშვებდა ბევრ შეცდომას. ნოვაკმა კლასის ხარჯზე მოიგო მატჩი. აშკარაა, რომ ამჟამად სერბის თამაშში ჩავარდნაა - ეს ჯერ კიდევ დუბაიში გამოჩნდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მასტერსის ნახევარფინალში გასულიყო, თანაც ისე, რომ მხოლოდ ერთი სეტი წააგო.

ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე ამერიკელი გიგანტი ჯონ ისნერი იქნება. მასპინძელმა სამ სეტში დაამარცხა ჟილ სიმონი. ჩოგბურთელებმა საკმაოდ იოლი სეტები გაცვალეს, გადამწყვეტ პარტიაში კი თითქოს ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ ბოლოსკენ სიმონი ოდნავ მოდუნდა და წააგო საკუთარი მოწოდება და მასთან ერთად მატჩი.

სხვათა შორის ისნერმა ზედიზედ მეორედ გააღწია მასტერსის ნახევარფინალში - გასული წლის ბოლოს მან ამავე ეტაპზე ითამაშა პარიზში, არადა, მანამდე ამ კატეგორიის ტურნირებში მერვედფინალზე შორს ვერ გადიოდა.

ქალებს შორის ცნობილია ნახევარფინალისტთა სრული შემადგენლობა. მეოთხედფინალში შედგა რუსული დერბი სეხნიებს - მარია შარაპოვასა და მარია კირილენკოს შორის.

მატჩის პირველ ნახევარში კირილენკო მეტოქის შეცდომების ხარჯზე აკონტროლებდა თამაშს. პირველ პარტიაში შარაპოვამ 18 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რითაც კირილენკომ პირველი 11 გეიმიდან 8 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ბრეიკის გაკეთების შემდეგ, მსოფლიოს 23-ე ნომერმა მეორე სეტში 2:0 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო. თავის მხრივ, შარაპოვამ ინიციატივა მოიპოვა.

მან მეხუთე გეიმში ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და მალე სეტის თავის სასარგებლოდ დასრულება შეძლო. გადამწყვეტ პარტიაში კი კირილენკომ დათმო პოზიციები. მარია შესანიშნავად აწვდიდა, შეცდომებს თითქმის აღარ უშვებდა და მხოლოდ ორი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის.

ნახევარფინალში შარაპოვას მეტოქე ანა ივანოვიჩი იქნება, რომელიც სეზონში პირველად მოხვდა ოთხ საუკეთესოს შორის და მეოთხედფინალში რევანში აუღო ინდიან უელსში შარშანდელი მარცხისთვის ფრანგს მარიონ ბარტოლის. სერბმა წინა ეტაპზე კაროლინ ვოზნიაცკის დამარცხების შემდეგ, რეიტინგის ტოპ-ათეულის ზედიზედ მეორე წევრი გამოთიშა ბრძოლას.

ბარტოლიმ შეხვედრა ბრეიკით დაიწყო, მაგრამ სერბმა მალე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, 4:3-ზე კი ორმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო და შანსი მეორე ცდიდან გამოიყენა. მეორე სეტი უკვე ანას ბრეიკით დაიწყო და მან უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება მოახერხა.

ივანოვიჩი გაცილებით აგრესიულად თამაშობდა და 21 "ვინერსი" დაუგროვდა, იმ დროს, როცა ბარტოლის მიერ სუფთად მოგებული ქულის რაოდენობა მხოლოდ ცხრას უდრიდა. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ფრანგს ტრავმა ჰქონდა და სრული ძალით ვერ მოქმედებდა.

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12) 6:3, 6:4; ჯონ ისნერი (აშშ, 11)-ჟილ სიმონი (საფ, 13) 6:3, 1:6, 7:5.

1/4 ფინალი

ანა ივანოვიჩი (სერ, 15)-მარიონ ბარტოლი (საფ, 7) 6:3, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 2)-მარია კირილენკო (რუს, 20) 3:6, 7:5, 6:2.

1/2 ფინალი

აზარენკა (1)-კერბერი (18); ივანოვიჩი (15)-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა