აბიდალის ამბისა და უიღბლო კენჭისყრის გამო, "ბარსელონა" სევილიაში სათამაშოდ ცუდი განწყობით მიდის
16 მარტს გამართულმა კენჭისყრამ, ცოტა არ იყოს, ჩრდილში მოაქცია მომავალი ტური. მადრიდში ხარობენ (ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ობიექტურად ყველაზე სუსტი, კვიპროსული აპოელ-ი ერგოთ), ბარსელონაში ჩაფიქრდნენ (მეტოქე ხომ "მილანია").

ევროპალიგაზე დარჩენილი ტრიო ("ატლეტიკო", "ბილბაო" და "ვალენსია") თავიანთ მეტოქეებს წონიან.

არადა, ტური კარს მოგვადგა, ტური, რომელიც სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს საჩემპიონთალიგო საგზურებისთვის ბრძოლას.

ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისთვის მებრძოლი "ბარსელონა" ცუდი განწყობით მიდის სევილიაში, "სანჩეს პისხუანზე" სათამაშოდ: გუნდის 32 წლის მცველ ერიკ აბიდალს ორგანოს გადანერგვა ესაჭიროება. ფრანგის კარიერა მეორედ დადგა საფრთხის წინაშე, თუმცა კარიერას ვინ ჩივის...

მოკლედ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი დამძიმებული ხასიათით გავა ტურის მატჩზე (აბიდალის ამბავი, კენჭისყრის უბედობა).

"რეალს" საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავს, მე-4 ადგილზე მყოფი "მალაგა", თუმცა ამ გუნდს, ტრადიციულად, უჭირს "სამეფო კლუბთან" გამკლავება. შეგახსენებთ, რომ მანუელ პელეგრინი, ანდალუსიელთა ახლანდელი თავკაცი, მანამდე "რეალის" მწვრთნელი იყო.

არაფერი დაეწუნება მატჩს "სან მამესზე" - "ბილბაოსა" და "ვალენსიას" შორის. ევროპალიგის მერვედფინალის ტრიუმფატორები ახლა ერთმანეთს გამოცდიან. კიდევ, 27-ე ტურის "მენიუში" ვალენსიური დერბია.

უკან დასახევი გზა მოჭრილია

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც "ბარსა" საუკეთესო განწყობაზე ვერ იქნება - 16 მარტს კლუბის ლეგენდარული ფორვარდი ესტანისლაუ ბასორა გარდაიცვალა, "ხუთი თასის მომგები" ლეგენდარული გუნდიდან. ბასორა 50-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული გარემარბი იყო. ბასორა 85 წლის იყო.

"უკან დასახევი გზა მოჭრილია - ხვალ ჩვენ "სანჩეს პისხუანზე" უნდა გავიდეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რა შეგვიძლია", - განაცხადა პრესკონფერენციაზე პეპმა.

მწვრთნელმა არ დაივიწყა აბიდალი და აღნიშნა, რომ ერიკის მონდომება და ბრძოლის უნარი მუდამ აოცებდა და აღაფრთოვანებდა: "დამიჯერეთ, მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, ხვალ აბიდალი სათამაშოდ გავიდოდა, მიუხედავად ყველაფრისა".

მწვრთნელმა უკვე დაასახელა ის 19 ფეხბურთელი, ვისაც სევილიაში იახლებს. პირველი გუნდის 17 ფეხბურთელს კრისტიან ტელიო (ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა) და მარკ მუნიესა დაემატნენ. გამოჯანმრთელდნენ ტიაგო ალკანტარა და ალექსის სანჩესი.

არანაკლები პრობლემით ხვდება "ბარსას" მიჩელის "სევილია". ანდალუსიური გუნდი ცუდ ფორმაშია და 33 ქულით ოდენ მე-11 ადგილზეა. მართალია, ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ალვარო ნეგრედო ვარჯიშებს დაუბრუნდა, მაგრამ მას ჯერ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ინდივიდუალურად გაისარჯა და ძნელი წარმოსადგენია, "ბარსასთან" მატჩში ვიხილოთ.

საეჭვოა ხესუს ნავასის, ფრედერიკ კანუტეს და გარი მედელის თამაშიც, ოღონდ, მათ გაცილებით მეტი შანსი აქვთ, მოედანზე გამოვიდნენ, ვიდრე - ნეგრედოს.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაში სასწაულები აკეთა ანდალუსიელთა მეკარე ხავი ვარასმა, მან "ბარსას" "კამპ ნოუზე" არ გაატანინა. ახლა ვარასის ადგილი ვეტერანმა პალოპმა დაიკავა (რაც გუნდს მიჩელი ჩაუდგა სათავეში).

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია: პალოპი - კოკე, ესკუდე, კალა, ნავარო - მედელი - ნავასი, რაკიტიჩი, ტროხოვსკი, რეიესი - კანუტე.

ბარსელონა: ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ფაბრეგასი, პედრო.

კასორლა რეალის დამარცხებას აპირებს

"მალაგასთან" თამაში კვირის პროგრამას ასრულებს. 16 მარტს ჟოზე მოურინიომ 26 ფეხბურთელი შეკრიბა "ვალდებებასის" ბაზაზე. ვარჯიში განაახლა პორტუგალიელმა ფაბიო კოენტრაომ, მას კვირამდე საკმაო დრო აქვს, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს.

26-დან 4 "რეალ კასტილიას" წევრი ვარჯიშობდა პირველ გუნდთან ერთად: მეხიასი, ხესე, მორატა და კასადო. სავარაუდოდ, ჟოზეს ძალთა გადანაწილება მოუწევს. ამიტომ "მალაგასთან" შეხვედრას ალბათ ქარიმ ბენზემა დაიწყებს და არა გონსალო იგუაინი. სამი ხედირას კი ლასანა დიარა შეცვლის, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია.

ამასობაში მეტოქეს თავი ყინჩად უჭირავს. მათი ერთ-ერთი ლიდერი სანტი კასორლა არ გამორიცხავს, რომ "მალაგამ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოსაგებად ითამაშოს და მიზანსაც მიაღწიოს:

"რაღაც განსაკუთრებული გრძნობაა, როცა "რეალს" ამარცხებს. მე ერთხელ უკვე განვიცადე და მინდა, რომ კიდევ გავიმეორო", - განაცხადა კასორლამ.

ანდალუსიელთა მთავარი პრობლემა ფრანგი საყრდენი ნახევარმცველის, ჟერემი ტულალანის ტრავმაა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXVII ტური

17 მარტი

ხეტაფე-სოსიედადი 21:00

დისკვალიფიკაცია: კატა დიასი (ხეტ)

ტრავმა: მასილელა (?), მოია (?), ვალერა (?), ბარადა (?), უსტარი, ლოპო (ხეტ)

გრანადა-სპორტინგი 21:00

დისკვალიფიკაცია: ენრიკე (გრან)

ტრავმა: რიკო (?), დიახატე, უჩე (?), იებდა, რობერტო (?) - დე ლას კუევასი, გრეგორი (?)

სარაგოსა-ოსასუნა 21:00

დისკვალიფიკაცია: ლანძარო - ფლანიო

ტრავმა: პოშტიგა - რიკარდო, ლოლო, იბრაჰიმა, ლეკიჩი, მასუდი

სევილია-ბარსელონა 23:00

დისკვალიფიკაცია: ფასიო (სევ)

ტრავმა: სპაჰიჩი (?), ხესუს ნავასი (?), კანუტე (?), ნეგრედო - აფელაი, ფონტასი, ვილია, აბიდალი

ვალეკანო-ბეტისი 01:00

დისკვალიფიკაცია: ლ. ბანგურა (ვალ)

ტრავმა: ლაბაკა, პიტი (?), ხიმენესი (?) - მონტერო (?), სევილია (?), უსტარიცი

18 მარტი

ლევანტე-ვილიარეალი 15:00

ტრავმა: ხუანფრანი (?), ბარკერო (?), ხუანლუ - ორიოლი (?), კანი (?), ბ. ვალერო (?), კატალა, როსი

მალიორკა-ატლეტიკო 19:00

ტრავმა: ტისონე (?), პინა - ტიაგო (?), ლოპესი (?), სილვიო, დიეგო

ბილბაო-ვალენსია 21:00

დისკვალიფიკაცია: ამორებიეტა, ტოკერო - ტ. კოსტა

ტრავმა: ლორენტე (?), ოსიო, გურპეგი, კასტილიო - კანალესი, ბანეგა, მიგელი, კოშტა (?)

რეალი-მალაგა 00:30

ტრავმა: დი მარია, ფ. კოენტრაო - ტულალანი, ბაპტიშტა, რონდონი (?)

19 მარტი

ესპანიოლი-რასინგი 00:00

დისკვალიფიკაცია: ბაენა (ესპ)

ტრავმა: მატიონი, მარკესი (?), ალვარესი, სანჩესი, როდრიგესი (ესპ)

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 26 23 1 2 88-23 70

2. ბარსელონა 26 18 6 2 75-19 60

3. ვალენსია 26 12 8 6 40-31 44

4. მალაგა 26 12 4 10 37-37 40

5. ლევანტე 26 11 5 10 37-37 38

6. ოსასუნა 26 9 11 6 31-40 38

7. ბილბაო 26 9 10 7 42-34 37

8. ატლეტიკო 26 9 9 8 36-31 36

9. ესპანიოლი 26 10 6 10 32-35 36

10. ვალეკანო 26 10 4 12 37-43 34

11. სევილია 26 8 9 9 27-29 33

12. სოსიედადი 26 9 6 11 30-36 33

13. ხეტაფე 26 8 8 10 27-35 32

14. მალიორკა 26 7 9 10 26-32 30

15. ბეტისი 26 9 3 14 31-38 30

16. გრანადა 26 8 4 14 22-37 28

17. ვილიარეალი 26 6 9 11 27-40 27

18. რასინგი 26 4 12 10 21-37 24

19. სპორტინგი 26 6 6 14 24-48 24

20. სარაგოსა 26 4 6 16 21-49 18

ბომბარდირები

32 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 30 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - გონსალო იგუაინი (რეალი); 16 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი), მიჩუ (რაიო ვალეკანო), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 12 - რობერტო სოლდადო (იუვენტუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოურინიო "რეალში" ანარქიას ბოლოს მოუღებს - პერესის ეპოქა დასასრულს უახლოვდება?
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება? - მოურინიოს "რეალში" "სპორტინგის" ფეხბურთელის მიყვანა სურს
რატომ დაიწყება დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი უჩვეულო დროს - UEFA-მ განმარტება გააკეთა
საფრანგეთის ნაკრების მცველმა "ლივერპული" დატოვა და შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს
17-წლამდელები რუმინეთში მიემგზავრებიან - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
20 წ. | მესამედ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან
მარკის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
"ეს არის მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელებს არასდროს ვუმეგობრდები" - პეპ გვარდიოლა
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
დავითაშვილის გუნდთან მატჩის წინ "ნიცას" ფეხბურთელი გაუჩინარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-2 გაგრა. გაგრელებმა "დილას" "ტორპედოც" მიაყოლეს...
"იუვენტუსს" ალისონის შესახებ "ლივერპულისგან" პასუხის მიღება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა
ქართველი მსაჯები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს განსჯიან
ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში საკუთარი ვერტმფრენით მივიდა
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
"რეალმა" პსჟ-ს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის შეთავაზებაზე უარი განაცხადა
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
[VIDEO] 30 და 31 მაისს ზღვის უბნის პარკში "ურბან ფესტი" იწყება
მოდი და ცადე - ითამაშე თაჩ რაგბის ფესტივალზე!