ბერლინელებს ბრძოლა გუნდის კაპიტნის, ლევან კობიაშვილის გარეშე მოუწევთ
ბუნდესლიგის ისტორიაში არცერთ მწვრთნელს არ დაუმარცხებია მიუნხენის "ბაიერნი" იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს ოტო რეჰაგელმა შეძლო, მაგრამ ვაი, რომ რეკორდმაისტერთან პრინციპული დუელის წინ, ბერლინის "ჰერტასთვის" ეს ლამის ერთადერთი არგუმენტია.

რეჰაგელის გუნდი "ბაიერნს" 17 მარტს საღამოს დაუპირისპირდება, მანამდე კი, ლიდერ დორტმუნდის "ბორუსიას" მიუნხენურ გრანდთან სხვაობის გაზრდა შეუძლია - დორტმუნდელები ნაშუადღევს "ვერდერს" უმასპინძლებენ. გადარჩენისთვის ბრძოლაში ყველაზე საინტერესო დუელი "ჰამბურგისა" და "ფრაიბურგის" დაპირისპირებაა.

18 მარტს, აუტსაიდერი "კაიზერსლაუტერნი" "შალკეს" მიიღებს და წელს პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

ვერდერი დორტმუნდში საკადრო პრობლემებით

"ვერდერი" დორტმუნდში დიდი ამბიციებით, მაგრამ საკადრო პრობლემებით ჩადის, "ბორუსიას" კი არწაგების შემთხვევაში, პირადი რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია.

თუკი ბუნდესლიგის ლიდერი ბრემენულ კლუბთან არ დამარცხდება, წაუგებელ სერიას 20 მატჩამდე გაზრდის, რაც დორტმუნდელთა ისტორიაში საუკეთესო შედეგი იქნება. იურგენ კლოპის გუნდს სპორტული თვალსაზრისით საქმეები ნორმალურად მისდის, აი, კულისებს მიღმა კი პრობლემები აქვს: პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ BVB-ს ხელმძღვანელებს კონტრაქტის ნაადრევად გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, რადგან შეთავაზებული ხელფასი ეცოტავა.

აღსანიშნავია, რომ "ბორუსიამ" "ვერდერთან" ბოლო ოთხი საშინაო დაპირისპირება მოიგო, მაგრამ აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი წაგება ზოგადად სწორედ "ვერდერთან" აქვს - 39.

ბრემენულმა კლუბმა წინა ტურში ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი "ჰანოვერი" 3:0 გაანადგურა და შესაბამისად, "მუსიკოსები" ძალიან კარგ ხასიათზე არიან. თუმცა, დორტმუნდში ბრძოლა წამყვანი ფეხბურთელების გარეშე მოუწევთ: ბომბარდირი კლაუდიო პისარო დისკვალიფიცირებულია, მეორე თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩი კი - ტრავმირებული. ამავე მიზეზის გამო კითხვის ნიშნის ქვეშაა "ვერდერის" მთავარი გამთამაშებლის, მარკო მარინის თამაშიც.

თუ ლევერკუზენს ჩემპოინთა ლიგაში უნდა...

არანაკლებ მნიშვნელოვანი და მძაფრი მატჩი შედგება ლევერკუზენის "ბაიერსა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" შორის, რადგან ეს არის ერთგვარი ფინალი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.

თუ "ლევერკუზენს" საუკეთესო ოთხეულში შესვლა უნდა, "გლადბახი" აუცილებლად უნდა დაამარცხოს. "ფარმაცევტების" მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი წამყვან საყრდენ ნახევარმცველს, ლარს ბენდერს ვერ გამოიყენებს და კიდევ კარგი, რომ სიმონ როლფესი მაინც გამოუჯანმრთელდა, თორემ ნახევარდაცვის ცენტრში ექსპერიმენტირება მოუწევდა.

აღსანიშნავია, რომ "გლადბახი" "ლევერკუზენისთვის" ყოველთვის სასურველი მეტოქეა, რადგან "ბაიერს" საკუთარ მოედანზე ყველაზე მეტი მატჩი (17) სწორედ "გლადბახთან" აქვს მოგებული და ყველაზე მეტი გოლიც მიონხენგლადბახელთა კარში აქვს გატანილი (110). ლუსიენ ფავრის გუნდს ბოლო დროს კრიზისი აქვს, ნიურნბერგში (0:1) და "ფრაიბურგთან" (0:0) კი სულაც უგოლოდ დარჩა. "გლადბახის" ფანების მთავარი იმედი, რა თქმა უნდა, მარკო როისია, რომელსაც ფავრი ისევ მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე დააბრუნებს.

"ექვსქულიანი" მატჩი: ჰამბურგი-ფრაიბურგი

ეს თამაში ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. თუ "ჰამბურგი" მოიგებს, ჩრდილოელები ოდნავ დამშვიდდებიან, ფრის შემთხვევაში ნერვიულობის გაგრძელება მოუწევთ და თუ წააგეს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ სეზონის ბოლომდე გადარჩენისთვის მოუწევთ ბრძოლა. და სწორედ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში დააკლდება "ჰამბურგს" კაპიტანი ჰაიკო ვესტერმანი, რომელმაც წინა ტურში მეხუთე გაფრთხილება მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

ვერ ითამაშებენ დენის აოგო და მარსელ იანსენიც - ორივე ტრავმირებულია. "ფრაიბურგს" კი ლაზარეთიდან მიხაელ ლუმბი და ანდრეას ჰინკელი დაუბრუდნენ. აღსანიშნავია, რომ "ფრაიმ" ბოლო ორ ტურში ოთხ ქულას მოუყარა თავი და შესაბამისად, კრისტიან შტრაიხის შეგირდები ჰამბურგში საკმაოდ თავდაჯერებულები ჩადიან.

"ფრაიბურგის" დარად, "აუგსბურგიც" გადარჩენისთვის ბრძოლაშია ჩაბმული და იოს ლუჰუკაის შეგირდები "მაინცთან" საშინაო მატჩში მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. აუგსბურგელებმა ბოლო სამ მატჩში ხუთი ქულა აიღეს და გასავარდნი ზონა დატოვეს, ახლა კი ამ მიღწევის მინიმუმ შენარჩუნება უნდათ.

წელს "აუგსბურგი" საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია და თანაც, ლუჰუკაის წამყვანი საყრდენი ნახევარმცველი იან-ინგვერ კალსენ-ბრაკერი უბრუნდება. მაინცელთა მთავარი იმედი კი, რა თქმა უნდა, მოჰამედ ზიდანია, რომელსაც, მას მერე, რაც რაინჰესენელებში დაბრუნდა, ექვსივე მატჩში თითო გოლი აქვს გატანილი.

ვოლფსბურგელები ისევ ოცნებობენ

"ნიურნბერგისა" "ვოლფსბურგის" შეხვედრა ერთი შეხედვით თითქოს უმოტივაციოა, მაგრამ აბა, ვოლფსბურგელებს ჰკითხეთ... მართალია, "ნიურნბერგსაც" 31 ქულა აქვს და "ვოლფსბურგსაც", მაგრამ ფრანკები რეალისტებად რჩებიან და ამბობენ, რომ მათთვის მთავარი მიზანი პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, აი "მგლები" კი კვლავ ევროპალიგის საგზურზე ოცნებობენ.

ფაქტი ის არის, რომ ამ დუელში გამარჯვებულს გადარჩენისთვის ბრძოლასთან საქმე აღარ ექნება და შესაბამისად, საუკეთესო ექსვეულსაც მიუახლოვდება.

შეაჩერებს რეჰაგელი ბაიერნს?

7:1 "ჰოფენჰაიმთან", 7:0 "ბაზელთან" - "ბაიერნი" დაბრუნდა და ქვას ქვაზე არ ტოვებს. დღეს რეკორდმაისტერი ბერლინის "ჰერტას" სტუმრობს და მიუნხენური გრანდის მენეჯერი კრისტიან ნერლინგერი ამბობს, ყველამ ვიცით, რომ ოტო რეჰაგელი შაბათს მაგარ, "ბეტონის კედელს აგვიშენებსო".

ჰო, 73 წლის სპეციალისტთან ერთად, ლევან კობიაშვილის გარეშე დარჩენილ ბერლინელებს "ბაიერნთან" წარმატების მიღწევის ერთადერთი შანსი დაცვაში დგომაა. რეჰაგელი ის მწვრთნელია, რომელსაც "ბაიერნი" ყველაზე მეტჯერ, 18-ჯერ ჰყავს დამარცხებული.

როგორც გითხარით, "მეფე ოტო" დღეს ქართველ კაპიტან კობიაშვილს მოისაკლისებს (ლევანი დისკვალიფიცირებულია). სამაგიეროდ, მწყობრში არიან "ჰერტას" ექს-ბაიერნელები, ლელი, ოტლი და კრაფტი, რომლებიც ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მედგრად იბრძოლებენ.

ბოლოს და ბოლოს, მოიგებს კაიზერსლაუტერნი?

18 მარტს, "კაიზერსლაუტერნი" "შალკეს" მასპინძლობს და "ეშმაკები" ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ 2012 წელს პირველი თამაში მოიგონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, პფალცელებს ბოლო ადგილზე დამკვიდრების საფრთხე ემუქრებათ.

წინა კვირას "ლაუტერნმა" შტუტგარტში 0:0-ს მიაღწია, რამაც ამ გუნდის ქომაგებს ახალი იმედები გაუჩინა - პირველ რიგში იმიტომ, დაცვამ როგორც იქნა, კარგად ითამაშა.

სამაგიეროდ, "პფალცელები" თავდასხმაში ისევ ძალიან ცუდად თამაშობენ - 25 მატჩში მხოლოდ 16 გოლი აქვთ გატანილი. თუ "კაიზერსლაუტერნი" "შალკეს" დამარცხებას ვერ მოახერხებს, 16-მატჩიანი მოუგებელი სერიის სახით პირად ანტირეკორდს დაამყარებს.

"შალკე" გადაღლილია, რადგან ხუთშაბათს ევროპალიგის მერვედფინალში "ტვენტესთან" დიდი ბრძოლა გადაიტანა (4:1), მაგრამ რაული და კომპანია კარგ ფორმაში არიან, რაც არა მარტო "ტვენტესთან", არამედ ბუნდესლიგის წინა ტურში, "ჰამბურგთანაც" (3:1) დაამტკიცეს. ჰუუბ სტევენსს დისკვალიფიკაციამოხდილი პაპადოპულოსი უბრუნდება.

ტურს "ჰანოვერისა" და "კიოლნის" მატჩი დახურავს. "ჰანოვერი" ევროპალიგის მეოთხედფინალშია (4:0 ლიეჟის "სტანდარდთან"), ბუნდესლიგაში კი სამი მატჩია, არ მოუგია და მეექვსე ადგილს ოთხი ქულა აშორებს. შესაბამისად, თუ მირკო სლომკას შეგირდებს გაისადაც სურთ ევროპალიგაში თამაში, საკუთარ მოედანზე "კიოლნს" უნდა მოუგონ.

"კიოლნმა" მძიმე კვირა გადაიტანა: "ჰერტასთან" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას, რომელიც "თხებმა" 1:0 მოიგეს, ლუკას პოდოლსკის დისკვალიფიკაცია და ფოლკერ ფინკეს სპორტული დირექტორის პოსტიდან გადადგომა მოჰყვა. დისკვალიფიცირებულია იაიალოც, რომელიც "ჰერტასთან" ასევე გააძევეს.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVI ტური

16 მარტი

ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 1:2

ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი - რუდი (46. სალიჰოვიჩი), უილიამსი - ვუკჩევიჩი, ფირმინიო (73. შიპლოკი), ბაბელი - მლაპა.

შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულაჰრუზი, მაზა, ნიდერმაიერი, საკაი - კვისტი, კუჟმანოვიჩი (82. გებჰარტი) - ჰარნიკი (66. კაკაუ), ჰაინალი (66. გენტნერი), შიბერი - იბიშევიჩი.

გოლები: 0:1 იბიშევიჩი (8), 0:2 იბიშევიჩი (43), 1:2 სალიჰოვიჩი (74-პენ)

გაფრთხილება: ბეკი - კუჟმამოვიჩი, იბიშევიჩი

კუთხური: 3-6; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-11 (6-9); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 30 150

17 მარტი

ბორუსია (დ)-ვერდერი 18:30

პირველ წრეში: 2:0

დისკვალიფიკაცია: პისარო (ვერდერი)

ტრავმა: კოხი, გიოტცე - ჰართერცი, ნალდო, ბოროვსკი, ჰანტი, მარინი, არნაუტოვიჩი

აუგსბურგი-მაინცი 18:30

პირველ წრეში: 1:0

დისკვალიფიკაცია: სალაი (მაინცი)

ტრავმა: დე იონგი, ბა, კალსენ-ბრაკერი, გოგია, მორავეკი - ბელი, პოსპეხი, სვენსონი, რისსე, უჯა

ჰამბურგი-ფრაიბურგი 18:30

პირველ წრეში: 2:1

დისკვალიფიკაცია: ვესტერმანი, გერერო (ორივე ჰამბურგი)

ტრავმა: მიკელი, აოგო, იანსენი, სალა (გრიპი) - ბართი, ჰიონი, კრმასი, პუცილა, ს. ბრანდშტეტერი

ნიურნბერგი-ვოლფსბურგი 18:30

პირველ წრეში: 1:2

დისკვალიფიკაცია: დეჟაგა (ვოლფსბურგი)

ტრავმა: ნილსონი, ფრანტცი - მედოიევიჩი, ოხსი

ლევერკუზენი-ბორუსია (მ) 18:30

პირველ წრეში: 2:2

დისკვალიფიკაცია: იანტშკე (ბორუსია /მ/)

ტრავმა: ადლერი, ჩორლუკა, ბალაკი, ბარნეტა, ლ. ბენდერი, სემი - ჰერმანი

ჰერტა-ბაიერნი 21:30

პირველ წრეში: 0:4

დისკვალიფიკაცია: კობიაშვილი (ჰერტა)

ტრავმა: ფრანცი, ლუსტენბერგერი - ბრენო, ვან ბუიტენი

18 მარტი

კაიზერსლაუტერნი-შალკე 18:30

პირველ წრეში: 2:1

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კუემაა - ფერმანი, უნერშტალი, ჰიოვედესი

ჰანოვერი-კიოლნი 20:30

პირველ წრეში: 0:2

დისკვალიფიკაცია: იაიალო, პოდოლსკი (ორივე კიოლნი)

ტრავმა: ანდრეასენი, მ. დიუფი - პეტიტი, ჩიჰი

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 25 17 5 3 52-16 56

2. ბაიერნი 25 16 3 6 58-17 51

3. ბორუსია (მ) 25 14 6 5 37-15 48

4. შალკე 25 15 2 8 54-33 47

5. ლევერკუზენი 25 11 7 7 38-32 40

6. ვერდერი 25 11 6 8 40-38 39

7. შტუტგარტი 26 10 6 10 43-34 36

8. ჰანოვერი 25 8 11 6 30-35 35

9. ნიურნბერგი 25 9 4 12 24-34 31

10. ვოლფსბურგი 25 9 4 12 31-46 31

11. მაინცი 25 7 9 9 37-39 30

12. ჰოფენჰაიმი 25 7 9 10 29-37 30

13. კიოლნი 25 8 4 13 32-46 28

14. ჰამბურგი 25 6 9 10 29-45 27

15. აუგსბურგი 25 4 11 10 25-39 23

16. ჰერტა 25 5 8 12 26-41 23

17. ფრაიბურგი 25 5 7 13 30-52 22

18. კაიზერსლაუტერნი 25 3 11 11 16-32 20

ბომბარდირები

21 - გომესი (ბაიერნი); 19 - ჰუნტელაარი (შალკე); 16 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი); 13 - როისი (ბორუსია /მ/).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე