ჩინეთის ფეხბურთის ფედერაცია 65 წლის იტალიელ სპეციალისტს 10,2 მილიონი ფუნტი (12,26 მილიონი ევრო) შესთავაზა
65 წლის იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო სამწვრთნელო კარიერის დასრულებას ჯერ არ გეგმავს.

მოგეხსენებათ, თებერვლის დასაწყისში ის ინგლისის ნაკრების დამრიგებლობიდან საფეხბურთო ასოციაციასთან კონფლიქტის გამო გადადგა.

დონ ფაბიო სამშობლოში დაბრუნებული ჯერ კიდევ არ იყო (შვეიცარიის სამთო კურორტზე ისვენებდა), როცა გაზეთებმა მასზე ათასგვარი ამბის მოგონება დაიწყეს. ჯერ იყო და მახაჩყალის "ანჟისთან" მოლაპარაკებებში "ამხილეს", მერე "ჩელსიში" ანდრე ვილაშ ბოაშის შესაძლო მემკვიდრედ გამოაცხადეს. სულ ახლახან კი კაპელოს კლაუდიო რანიერის ხელში გაუბედურებულ "ინტერში" დანიშვნა უწინასწარმეტყველეს.

საბოლოოდ არც ერთი ეს ამბავი არ დადასტურდა.

და აი, მორიგი სიახლე. goal.com-ის ინფორმაციით, სახელოვანი მწვრთნელის სამსახურით ჩინეთის ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესდა და მას 2-წლიან კონტრაქტში გადასახადების გასტუმრების შემდეგ 10,2 მილიონი ფუნტი (12,26 მილიონი ევრო) სუფთა ანაზღაურება შესთავაზა.

ვებგვერდის ცნობით, მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი უკვე გაიმართა. ჩინელებს იმედი აქვთ, რომ კაპელოს კვალიფიკაცია საკმარისი იქნება, რათა მათმა ეროვნულმა გუნდმა 2014 წელს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა