თბილისური კლუბის წარმომადგენელმა საქართველოს ნაკრების ყოფილ მცველთან მოლაპარაკებები დაადასტურა
30 წლის ოთარ ხიზანეიშვილი იანვარში უკრაინულ "ოლექსანდრიაში" სინჯებზე მიიწვიეს და გუნდს თურქულ შეკრებაზე გაჰყვა. გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნულ ლეონიდ ბურიაკს ქართველი მცველი მოეწონა და მის აყვანას აპირებდა.

გამოცდილი მცველის მამამ, დავით ხიზანეიშვილმა გვითხრა კიდეც, რომ უკრაინელებმა ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს. მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე ხიზანეიშვილი "ოლექსანდრიას" შემადგენლობაში ერთხელაც არ გამოჩენილა.

უკრაინულ გუნდში ჩარიცხულმა ლევან გულორდავამ განმარტა, რომ ოთარი შეკრებაზე დაშავდა და კიევში მკურნალობდა.

16 მარტს გვაცნობეს, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი, შესაძლოა, თბილისის "დინამოში" დაბრუნდეს. ინფორმაცია "დინამოს" გენერალურ დირექტორთან, სანდრო შახოვთან გადავამოწმეთ, რომელმაც ფეხბურთელთან მოლაპარაკება დაგვიდასტურა, თუმცა, ჯერ საკითხი არ გადაწყვეტილაო.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ხიზანეიშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 17 წლისას ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპის დროს ჰქონდა, სულ "ჯვაროსნების" ფორმა 20-ჯერ მოირგო, ბოლოს - 2007 წელს კლაუს ტოპმიოლერმა ათამაშა.

ხიზანეიშვილს უთამაშია თბილისის "დინამოში", მოსკოვის "სპარტაკში", მოსკოვის "დინამოში", გერმანულ "ფრაიბურგსა" და "აუგსბურგში", მახაჩყალის "ანჟში", გასული წლის ზაფხულიდან კი ყაზახურ "ვოსტოკში" გამოდიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

valeri
მიდი ოთო,გაგვახარე შენი ლამაზი და ვაჟკაცური თამაშით ასახელე ზედა დიმი.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა