საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობის 9-წლიან ისტორიაში ჩვენებურმა შედეგიან გადაცემებში პირადი რეკორდი დაამყარა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობის 9-წლიან ისტორიაში ზაზა ფაჩულიამ შედეგიან გადაცემებში პირადი რეკორდი დაამყარა.

17 მარტს, გამთენიისას, ატლანტაში "ვაშინგტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ქართცელმა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: ფაჩულიამ ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში უკვე მერვედ (მარტში მეხუთედ) შეასრულა, ხოლო 7 პასი - კარიერაში პირველად.

NBA-ში თამაშის განმავლობაში ზაზას ორჯერ ჰქონდა 6 შედეგიანი გადაცემა გაკეთებული, 17 მარტს კი "ვაშინგტონთან" 102:88 მოგებულ შეხვედრაში პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

ცენტრალური თავდამსხმელი რომ 7 პასს გაიღებს, გამორჩეული შემთხვევაა. კლასიკური ცენტრისთვის ეს შედეგი მართლაც დიდია, თორემ პაუ გასოლს, რომელიც მათალია, ფაჩულიაზე მაღალია, მაგრამ "ლეიკერსში" თავდამსხმელად თამაშობს, მიმდინარე სეზონში 8 პასიც გაუკეთებია და 10-იც.

NBA-ს საუკეთესო ცენტრ დუაიტ ჰოვარდის უმაღლესი შედეგი კი 5 შედეგიანი გადაცემაა. მიმდინარე სეზონში სხვა მოწინავე ცენტრების უმაღლესი მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: კევინ ლავი - 5, ენდრიუ ბაინამი - 4, დემარკუს ქაზენსი - 5 ლამარკუს ოლდრიჯი - 6 და მხოლოდ ალ ჯეფერსონს აქვს ფაჩულიას დარი შედეგი - 7.

7 პასთან ერთად ფაჩულიამ "ვაშინგტონთან" 10 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ანუ ზაზას 3 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე, რაც ცენტრალური თავდამსხმელებისთვის გამორჩეულად სართულო საქმეა.

ქართველმა ცენტრმა 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი სტატისტიკა კი მთლიანობაში ასე გამოიყურებოდა: 37,15 უთი, 10 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაკარგვა. ზაზა მატჩის ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც მოხსნებში ორციფრიან მაჩვენებელს მიაღწია და შესაბამისად, ერთადერთი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.

"ატლანტაში" 34 ქულით ბომბარდირობა ტრავმისგან მომჯობინებულმა ჯო ჯონსონმა იტვირთა, რომელმაც ასევე 6 მოხსნა და 5 პასიც მიითვალა. 23 ქულა და 8 პასი ჰქონდა ჯოშ სმიტს, "ატლანტას" ნომინალურმა გამთამაშებელმა ჯეფ თიგმა კი შეხვედრა მხოლოდ 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

ორი მარცხის შემდეგ ეს იყო ატლანტელთა პირველი გამრჯვება. ამჟამად "ჰოუქსს" 25 მოგება და 19 მარცხი აქვს და აღმოსავლეთში კვლავ მე-6 ადგილზეა. მომდევნო ჯახი "ქორებს" ზეგ, 19 მარტს, "კლივლენდში" ელით.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა