ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ანდორაში ლიდერი შეიცვალა

ანდორაში ლიდერი შეიცვალა

სეზონის მესამე გრანდ-ტურზე - ესპანურ "ვუელტაზე" გამარჯვების მთავარ პრეტენდენტთა ჯგუფი გამოიკვეთა. ეს მოხდა მე-11 ეტაპზე - ანდორაში 20-კილომეტრიანი მძიმე ფინიში მრბოლელებისთვის ყველაზე სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა.

სეზონის მესამე გრანდ-ტურზე - ესპანურ "ვუელტაზე" გამარჯვების მთავარ პრეტენდენტთა ჯგუფი გამოიკვეთა. ეს მოხდა მე-11 ეტაპზე - ანდორაში 20-კილომეტრიანი მძიმე ფინიში მრბოლელებისთვის ყველაზე სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა.

საფინალო მთას თუ არ ჩავთვლით, ეტაპის რელიეფი განსაკუთრებულად რთული არ ყოფილა, ამიტომაც სამთო სპეციალისტებს რბოლის პირველ ნაწილში სერიოზული შეტევები არ განუხორციელებიათ. პირველი მნიშვნელოვანი იერიში ფინიშამდე 5 კილომეტრით ადრე მანამდე ჩრდილში მყოფმა ეზეკილ მოსკერამ წამოიწყო. მის გაქცევას მხოლოდ ვინჩენცო ნიბალიმ და საერთო ჩათვლის ლიდერმა, რუსული "კატიუშას" ესპანელმა წევრმა ხოაკინ როდრიგესმა აუბეს მხარი. თანდათან ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდნენ როდრიგესის მთავარი კონკურენტი იგორ ანტონი და "ჩერველოს" ახალი კაპიტანი ხავიენ ტონდო. ორი კილომეტრის შემდეგ უკვე როდრიგესმა წამოიწყო შეტევა, მაგრამ ნიბალის ვერ გაექცა. ამ გაქცევით "კატიუშას" წევრს საბოლოოდ გამოეცალა ძალები და თანდათან ჩამორჩა კონკურენტებს.

სწორედ აქ გაირკვა, რომ ყველაზე მეტი ძალა ანტონმა შეინარჩუნა. თავიდან ბასკი სხვა ლიდერთა ჩრდილში იმყოფებოდა, შემდეგ კი გადამწყვეტი იერიში მიიტანა ფინიშამდე კილომეტრნახევრით ადრე. მისი ტემპი მხოლოდ მოსკერამ შეინარჩუნა. ნიბალიმაც ვერ გაუძლო ბოლო შეტევას და წინ გაუშვა ტონდო და Caisse d’Epargne-ის მრბოლელები - მარციო ბრუზუგინა და რიგობერტო ურანი. ყველაზე მეტად როდრიგესი დაზარალდა. ესპანელს ძალიან მძიმე ფინიში ჰქონდა და ამ ჩავარდნით არამარტო ლიდერის წითელი მაისურა, არამედ პირველ სამეულში ადგილი დაკარგა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როდრიგესი განცალკევებით დროზე რბოლაში არც ისე ძლიერია, საბოლოო გამარჯვებაზე მისი პერსპექტივები მეტად ბუნდოვნად ჩანს.

საერთო ჩათვლაში მეორე პოზიცია შეინარჩუნა ნიბალიმ, თუმცა უკვე 45 წამს აგებს ახალ ლიდერ იგორ ანტონისთან. მე-11 ეტაპზე აქტიურობამ სამეულში შეიყვანა ხავიერ ტონდო.

ამ სამთო ეტაპის შემდეგ, მრბოლელები დაბლობზე გადავლენ და სპრინტერებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება.

ამასობაში, "ვუელტაზე" პირველი დოპინგ-სკანდალი აგორდა. ბელგიელი როი სენტიენსის ორგანიზმში ერითროპოეტინი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ველომრბოლი ესპანული ველომარათონიდან მოკვეთეს.

დადებითი შედეგი აჩვენა ტესტმა, რომელიც ბელგიელისგან ეტაპებს შორის შესვენებისას აიღეს. სენტიენსი საერთო ჩათვლაში 49-ე ადგილს იკავებდა და 29 წუთით ჩამორჩებოდა ლიდერს.

XI ეტაპი

ვილანოვა-ანდორა. 208,4 კმ

1. იგორ ანტონი (ესპანეთი, Euskaltel-Euskadi) - 5.25,44; 2. ეზეკილ მოსკერა (ესპანეთი, Xacobeo Galicia) - +0,03; 3. ხავიერ ტონდო ვოლპინი (ესპანეთი, Cervelo Test Team) - +0,10; 4. რიგობერტო ურანი (კოლუმბია, Caisse d’Epargne) - +0,16; 5. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas-Doimo) - +0,23; 6. ფრანკ შლეკი (ლუქსემბურგი, Saxo Bank) - იგივე დრო... 9. კარლოს სასტრე (ესპანეთი, Cervelo Test Team) - +0,32... 18. . ხოაკინ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - +0,59... 55. რომან კროიციგერი (ჩეხეთი, Liquigas-Doimo) - +5,05; 56. დენის მენშოვი (რუსეთი, Rabobank) - +5,06...

საერთო ჩათვლა

1. იგორ ანტონი (ესპანეთი, Euskaltel-Euskadi) - 47.37,15; 2. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas-Doimo) - +0,45; 3. ხავიერ ტონდო ვოლპინი (ესპანეთი, Cervelo Test Team) - +1,04; 4. ხოაკინ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - +1,17; 5. ეზეკილ მოსკერა (ესპანეთი, Xacobeo Galicia) - +1,29... 10. ფრანკ შლეკი (ლუქსემბურგი, Saxo Bank) - +2,30... 13. კარლოს სასტრე (ესპანეთი, Cervelo Test Team) - +3,03... 28. დენის მენშოვი (რუსეთი, Rabobank) - +8,55... 40. რომან კროიციგერი (ჩეხეთი, Liquigas-Doimo) - +20,26...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს

ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა