"რომასთან" მატჩში "კანტუს" ქართველ ცენტრს 18 ქულის მოსაგროვებლად მხოლოდ 18 წუთი დასჭირდა
გიორგი შერმადინმა იტალიის სერია A-ში პირადი რეკორდი დაამყარა. რაც "კანტუში" თამაშობს, ქართველი ცენტრის საუკეთესო შედეგი 14 ქულა იყო, რომელიც შერმადინმა იტალიის ჩემპიონატში ორჯერ დააგროვა.

17 მარტს გამართულ მორიგი ტურის მატჩში კი, "რომას" წინააღმდეგ გიორგიმ 18 ქულა მიითვალა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და თავის გუნდსაც მოაგებინა. კანტუელებმა დედაქალაქელები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 73:72 დაამარცხეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 18 ქულის მოსაგროვებლად მხოლოდ 18 წუთი დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 9-დან 6 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად გიორგის 7 მოხსნაც ჰქონდა და ის მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მისი მარგი ქმედეგის კოეფიციენტიმოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი - 24 გახლდათ.

მანუჩარ მარკოიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 აპსი მიითვალა. მანუჩარმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. ამ ტურის შემდეგ "კანტუს" 15 გამარჯვება და 8 მარცხი აქვს. ამ შედეგით ქართველების გუნდი მეორე ადგილზე იმყოფება.

18 მარტს თამაშობს მესამეზე მყოფი ნიკა მეტრეველის "სასარი", რომელიც გასვლაზე "ტერამოს" ხვდება და თუ მოიგო, "კანტუს" ოდენ გაუთანაბრდება.

ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარი" ამ ტურში ისვენებს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა